უმუშევრობის ტკბილი წუთები

მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიცდის და წუხს უმუშევრობის გამო, მაქვს ბედნიერება დავტკბე უმუშევრობის წუთებით. პირველი ყველაზე დიდი სიკეთე რაც აქვს უმუშევრობას ისაა, რომ გაქვს ბეევრი თავისუფალი დრო, რომელსაც როგორც გინდა ისე გამოიყენებ.  რამდენი წიგნი/ ფილმი/ ალბომი შემოვდე თაროზე, იმ იმედით რომ “გამომჩნდება დრო და წავიკითხავ/ ვუყურებ/ მოვუსმენ. ” და აი დადგა ის ნანატრი დროც :დ რაც მთავარია, არავითარი რეჟიმი: მაშინ ვიძინებ, როცა წესით სამსახურში უნდა ვიყო. მე ვარ საკუთარი თავის უფროსი და მე ვწვეტ სად, როდის, რა უნდა გავაკეთო. თავისუფლად შემიძლია დავესწრო აქციებს, გამოფენებს, ტრენინგებს, სხვადასხვა ღონისძიებებს, რასაც სამსახურის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებდი. გარდა ამისა, უმუშევრობას აქვს შემდეგი დადებითი მხარეები:

  • არავითარი კონფლიქტური სიტუაციები აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებთან: ყველას ენატრები და სიხარულით გხვდება.
  • არ გიწევს დარდი იმაზე, რომ შვებულებას ვერ აიღებ შენთვის სასურველ დროს: დასვენების ვადაც და თარიღიც შენზეა დამოკიდებული.
  • შეგიძლია დალიო და მოილხინო სურვილისამებრ, იმის შიშის გარეშე, რომ “ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი და ნაბახუსევზე როგორ უნდა გაართვა თავი სამსახურს”, ან “როგორ უნდა ადგე დილით”.
  • არასდროს გაკლდება ძილი.

ასე რომ სანამ ხართ უმუშევარი, ნუ წუწუნებთ და უბრალოდ დატკბით იმით, რაც სამსახურის ქონისას დაგაკლდებათ😛

, , , ,

  1. #1 by Mari on September 16, 2012 - 10:31 am

    გადასარევია უმუშევრობა, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, დასვენებაში ფულს არავინ გიხდის😀

    • #2 by dreamar on September 16, 2012 - 11:02 am

      მართალი ხარ, ბევრი ნაკლი აქვს. რაც შენ ახსენე, ერთ-ერთი უმთავრესია, მაგრამ რახან ეს პოსტი უმუშევარი ადამიანების გასამხნევებლად იყო, მარტო დადებით მხარეებზე შევჩერდი :დ

  2. #3 by Mariam Talakhadze on January 10, 2013 - 9:33 am

    ჰეი შენ უმუშევარო, გაუმაძღარო ძილითა, დამიკავშირდი რა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: