ნუ მიკითხავთ მორალს!

საშინელი და შემაძრწუნებელი ფაქტები მოხდა და ხდება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარეც აქვს: ქართულმა საზოგადოებამ როგორც იქნა ხმა ამოიღო! სამწუხაროა, რომ მაინცდამაინც პატიმართა გაუპატიურებისა და წამების ამსახველი კადრების ნახვა იყო საჭირო იმისთვის რომ გაგვეცნობიერებინა, რა საშინელებები ხდება და რომ ბევრი რამაა შესაცვლელი ამ სახელმწიფოში. სრულიად საქართველო აღშფოთდა ნანახის შემდეგ: თქვენ წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებმაც თავად შექმნეს ეს სისტემა, ჟურნალისტები, რომლებიც ამდენი ხანია თვალს ხუჭავენ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, თვით ახალაიას მშობელიც კი აღშფოთდა!!! გარდა ცინიკოსებისა გამოჩნდა მორალის მკითხველი საზოგადოებაც. და დაიწყო საღ, ყველაზე ჭკვიანურ და ორიგინალურ აზრთა ფრქვევა და ჭიდილი:  თურმე ძალადობის ვიდეოების გავრცელებით ჩვენც მოძალადეებს ვემსგავსებით, თურმე შავი ფონის დაყენება ავატარად გოიმობააა, რომ თურმე მთავარი შოკი ხალხში გამოიწვია პატიმრის უკანალში გაკეთებულმა ცოცხმა,  და კიდევ ათასი რამ ითქვა და დაიწერა. ძალიან ვთხოვ მორალის მკითხველებს: დამიტოვეთ უფლება მე თვითონ განვსაზღვრო რა არის სწორი და რა არა, ნუ მიმითითებთ რა არის ეთიკური და რა არაეთიკური, რა არის შავი და რა არის თეთრი, რომ ბიძინა არ ჯობია მიშას და ვერავინ გვიშველის სანამ თვითონ არ შევიცვლებით. 

, , , , , , , ,

  1. #1 by niksologi on January 1, 2013 - 8:31 am

    დაგვიანებული +1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: