აპოლიტიკური თუ აპარტიული?

ბოლო დროს საქართველოში ერთი ტენდენცია გაძლიერდა: ვიღაცები გამუდმებით უყურებენ “კურიერს” და გამუდმებით საუბრობენ პოლიტიკურ ამბებზე, ვიღაცები კი, თავს რომ უმცირესობად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ “პოლიტიკა არ აინტერესებთ და მობეზრდათ მასზე საუბრის მოსმენა”.  ისინიც კი, ვინც ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად აქციას მართავს, ამბობს რომ აპოლიტიკურია. სიტყვა პოლიტიკა ბევრს აშინებს: პოლიტიკა ხომ ბინძური საქმეა, როგორ შეიძლება პატიოსანი ადამიანი ჩართული იყოს მასში. ამიტომ თუ  ხარ აპოლიტიკური ე.ი. კარგი ტიპი ხარ. პოლიტიკაზე საუბარი და კამათი ხომ too mainstream-ია. ასეთი ტიპები ოცნებობენ ისეთ საქართველოში ცხოვრობდნენ, სადაც ძალიან ცოტას ეცოდინება პრემიერ-მინისტრისa ან თუნდაც სასჯელაღსრულების მინისტრის სახელი. თითქოს პოლიტიკაში ჩახედულობა ცალკეული პერსონების სახელების ცოდნით განისაზღვრება. ასეთმა  ტიპებმა არ იციან, რომ სინამდვილეში უმრავლესობას წარმოადგენენ.

პოლიტიკა განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწეობა შინასახელმწიფოებრივი მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობის დარგში. ადამიანის ჩართვა პოლიტიკაში 18 წლის ასაკში ხდება, როცა ის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იღებს. ქმედება, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, სახელმწიფოში საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების შეცვლას, არის პოლიტიკური.

ხშირ შემთხვევაში, ტერმინი აპოლიტიკური ერევათ აპარტიულში. ბოლო დროს განცხადება “აპარტიული ვარ” ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს. იყო აპარტიული უტოლდება იყო ობიექტური და საღად მოაზროვნე. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ, ე.ი გონება გაქვს დაბინდული ან პირად კეთილდღეობაზე გაცვალე ღირსება. ნეგატიურ კონტექსტში პარტიულობის მოხსენებაც ასევე პრობლემაა, ჩემი აზრით, თუმცა ამაზე მომავალში დავწერ. (ალბათ :დ)

მოქალაქეთა როლი და ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამიტომ ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც გათვალისწინებული იქნება მისი აზრი და ინტერესი, რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. დემოკრატია ხომ ხალხის მმართველობას ნიშნავს. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, სადაც სისტემა დალაგებულია და მოწესრიგებული, აქვთ იმის ფუფუნება იყონ აპოლიტიკურნი (თუმცა, თუ უმრავლესობა იქნება ასეთი, ეს, რა თქმა უნდა, ცუდ შედეგებს გამოიწვევს).  საქართველოში კი, სადაც თითქმის  ნულიდან იწყება “სახელმწიფოს აშენება”, მნიშვნელოვანია უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთოს სახელმწიფოს მართვაში.

სამწუხაროდ, მიუხედავად პოლიტიკაზე ხშირი საუბრებისა, რეალურად ძალიან ცოტა ადამიანია პოლიტიკაში ჩართული. არ ვიცი რისი ბრალია ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება: შიშის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავის სასარგებლოდ გამოგიყენებს, უბრალოდ იმედგაცრუების (90-იანი წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ეს გასაგებიცაა) თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნაკლები ინფორმაციის ფლობის? ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტ მოქალაქეს რომ გამოეხატა თავისი ნება და დამოკიდებულება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში, უფრო მეტს მოეთხოვა პასუხი ხელისუფლებისთვის, უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული პოლიტიკაში, დღეს არ ვიქნებოდით ასეთ რთულ სიტუაციაში. იმედია, ამ მოვლენების შემდეგ მაინც ვისწავლით ჭკუას. :დ

 

, , , , , ,

  1. #1 by მარიტა ♕ on October 24, 2012 - 10:36 am

    თუ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახის, და ბოლოს და ბოლოს ჩვენი საკუთარი ბედი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართულნი. პრეზიდენტის სახელი, პრინციპები და მიზნები ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ გვანაღვლებს ხვალინდელი დღე. არ მიყვარს როცა პოლიტიკას ბინძურ საქმედ თვლიან და ამიტომ მისგან ტავს შორს იჭერენ, პირიქით, თუ ის ბინძურად გვეჩვენება, რამე უნდა გავაკეთოთ (ხალხმა), რომ სასარგებლოდ და კარგის მომტანად გადაიქცეს. პოლიტიკა გვინდა თუ არ გვინდა ყველას გვეხება, რადგან ყველანი მოქალაქეები ვართ და ვიხდით თუნდაც 5 ლარიან ჯარიმებს.

    • #2 by dreamar on November 2, 2012 - 11:43 pm

      გეთანხმები მარიტა!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: