სოლიდარობა მძღოლებს

ვინ იცის რამდენი დრო, ნერვები და ფული მაქვს დახარჯული დედაქალაქში მგზავრობისას. თითქმის ყოველდღე მინიმუმ 30 წთ ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს ველოდები. “ნანატრ” ყვითელი ფერის ტრანსპორტში ხშირ შემთხვევაში იმდენი ხალხია, რომ იქ ასვლას დიდი მოხერხებულობა ჭირდება. ე. წ. მარშუტკების მძღოლები იქამდე უჩერებენ და უჩერებენ მგზავრებს, სანამ მარშუტკაში ხალხი იმ რაოდენობას არ მიაღწევს, რომ ნემსი ძლივს ჩავარდეს.  რამდენჯერ ყოფილა: ვდგავარ გაჩერებაზე იმით გახარებული, რომ ბოლო ავტობუსს მივუსწარი. იქვე დამონტაჟებულ ტაბლოიდს ვაკვირდები ყურადღებით, რომელიც მაუწყებს რომ ავტობუსის მოსვლამდე 15 წთ დარჩა. გადის 15 წთ. ჩამოივლის ავტობუსი და არ აჩერებს. მძღოლი კი გაბრაზებულ მგზავრებს გადასძახებს, რომ “გარაჟში მიდის”. ან კიდევ რამდენჯერ ყოფილა, მაგვიანდება სადმე,  ველოდები ტრანსპორტს, დიდი ხნის შემდეგ მოდის მარშუტკა. მძღოლი სიგარეტს ეწევა და თან გვერდით მჯდომ ნაცნობს ესაუბრება. მარშუტკა კი კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ.  “იქნებ ოდნავ უფრო სწრაფად იაროთ” ვეუბნები მძღოლს, ის კი გაბრაზებული ტონით მპასუხობს “თუ არ მოგწონს, შეგიძლია ტაქსით იარო”:/ არც სამგზავრო წესების დაცვით გამოირჩევიან მძღოლები და ხანდახან არც მგზავრებისადმი პატივისცემით (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება).

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად გავუბრაზებივარ მძღოლების საქციელს, სამართლიანად მივიჩნევ მათ 5 დღიან გაფიცვას. ჩემი აზრით, იმ პრობლემებზე პასუხისმგებლები, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, პირველ რიგში არა მძღოლები, არამედ მათი ზემდგომები არიან.  ტრანსპორტის სისტემის უნიათო მართვა ზარალს აყენებს როგროც მგზავრებს, ასევე მძღოლებს.

მერიას თუ დავუჯერებთ, ერთობ შესაშური პირობები ჰქონიათ მძღოლებს. 800 ლარი თვეში 12 დღიანი მუშაობისთვის მართლაც არაა ცოტა.  მაგრამ როგორც აღმოჩნდა ხელზე დაახლოებით 600 ლარს იღებენ, დღეში 14 სთ-ს მუშაობენ (თითქმის 2 სამუშაო დღეს!). შესვენება მარტო 20 წთ აქვთ, საპირფარეშოების არარსებობის გამო ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებენ. ხშირ შემთხვევაში ავტობუსის რემონტის ხარჯების დაფარვა თავად უწევთ.  აქ უკეთესადაა აღწერილი მძღოლების სამუშაო პირობები. ახალი ხელისუფლების მოსვლისას მათ გაუჩნდათ იმედი, რომ ვიღაც მოუსმენს და შეეცდება პრობლემების მოგვარებას. ამიტომ კითხვა “აქამდე სად იყვნენ” უადგილო მეჩვენება. გაფიცვამდე მძღოლებმა მერიის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი მომუშავე პირის მიმართ არის ყველაზე პრობლემური და ამან გამოიწვია ის, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში თბილისში ავტობუსები აღარ დადიოდნენ.  დამოკიდებულება, რომელიც შენი სამართლიანი თუ უსამართლო მოთხოვნებისადმი ყურადღების მიქცევისთვის გაფიცვის გარდა სხვა საშუალებას არ გიტოვებს. გასაგებია, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომ საშუალო ხელფასი არ აღემატება მძღოლების ხელფასს, მაგრამ ხომ შეეძლოთ გაფიცვამდე მოლაპარაკებოდნენ, აეხსნათ რომ ხელფასების გაზრდა ფიზიკურად შეუძლებელია. ელემენტარულ სამუშაო პირობებს რაც შეეხება: ამ საკითხის მოგვარება ძალიან მცირე დროშია შესაძლებელი. მაშინ როცა ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება მოდის კვირეულების , მიუზიკლების, სხვადასხვა კონცერტების (ბუბა კიკაბიძე, ანდრია ბოჩელი) ორგანიზებისთვის, რა გახდა თანხის გამოყოფა ბოლო გაჩერებების მოსაწესრიგებლად?

მოკლედ, სოლიდარობა მძღოლებს!

, , , , , ,

  1. #1 by Nino Gogua on November 13, 2012 - 4:09 am

    hahah :))❤

  2. #2 by Marita ♕ on November 23, 2012 - 12:33 pm

    გეთანხმები, 600 ლარი ნამდვილად არ არის ბევრი იმ პირობების ფონზე, რაშიც უწევთ მუშაობა. ძალიან რთულია დასვენების, საკვების და ელემენტარული პირობების გარეშე მთელი დღე შრომა. ამიტომაც მესმის მათი, როცა ასეთი განერვიულებული და გაუწონასწორებლები არიან. მაგრამ ხალხიც არანაკლებ აგრესიულია. საერთოდ ამ ქალაქში ყველა დაბოღმილი და დათრგუნული დადის. იმედია როდესმე ეს პრობლემაც გამოსწორდება, და გამიხარდება თუ ტრანსპორტში მომღიმარ ადამიანებს დავინახავ და არა ისეთებს, ერთმანეთს რო გადაუვლიან ოღონდ ვიღაცას დაჯდომა დაასწრონ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: