გართობის ქართული კულტურა

ფიროსმანი

ხშირად აღმოვჩენილვარ უჩვეულო სიტუაციაში ამა თუ იმ გასართობ დაწესებულებაში ყოფნისას. დავასკვენი, რომ გართობის ერთობ უცნაური კულტურა გვაქვს ქართველებს :დ  პოსტში რამდენიმე ამბის შესახებ მინდა მოვყვე, რომელთაგან ზოგი მე შემემთხვა, ზოგიც ჩემს მეგობრებს.

ცოცხალი მუსიკა რომ ძალიან ფასობს, ახალი ამბავი არაა. ბოლო დროს მომრავლდა ბარების რაოდენობა, სადაც ბენდი უკრავს. ხოდა ერთ-ერთ ასეთ ბარში, შავებში ჩაცმული ნასვამი ახალგაზრდა შემოვიდა და მუსიკოსებს მიმართა მუქარანარევი თხოვნით: “ძმებო, დღეს ძმაკაცი დავასაფლავე და არ დაუკრათო”. ეტყობა მე ვერ ვწვდები ამ აზრს, თორემ ახლობელი ადამიანის გლოვა ბარში დროის გატარებითაც არის შესაძლებელი.

ან  რატომ უნდა მოგინდეს დაბადების დღის გადახდა ბარში, სადაც ცოცხალი მუსიკაა, როცა ტრადიციული ქართული სუფრის მოყვარული ხარ? “აღარ დაუკრათ, სადღეგრძელოს ვამბობ და ხელი მეშლებაო”- ამ არგუმენტით შეაწყვეტინა ბენდს დაკვრა ერთმა ახალგაზრდამ.

ცალკე ფენომენია კონცერტებზე სლემის დაწყება. ქართველი სლემისმოყვარულთათვის მნიშვნელობა არ აქვს დაბსტეპ-ფართია თუ მეტალკონცერტი: ერთნაირი წარმატებით ახერხებენ  სლემს. მათთვის მნიშვნელობა ადგილის სიდიდესაც არ აქვს. გაუგებარია, მცირე სივრცეში, სადაც სუნთქვაც კი ჭირს, რატომ უნდა შეახტე/შეეჯახო შენთვის უცნობ ადამიანს და ამით მიიღო სიამოვნება? ამიტომ თადარიგს ვიკავებ ხოლმე და სცენასთან ახლოს არ ვდგები, თუ მაინცადამაინც არაა ამის საჭიროება.

ბევრი ადამიანი ისე დადის გასართობ ღონისძიებებზე, რომ არც ეცნობა მათ შინაარს. მთავარია, მერე სათქმელი ჰქონდეთ აქა და აქ ვიყავი  და ამით თავი მოიწონონ. მერე რა, რომ ჯაზი არ გიყვარს, ეს სულაც არ გიშლის ხელს წახვიდე ჯაზფესტივალზე და ფეისბუქზე გახარებულმა პოსტო ფოტოები  კონცერტიდან წარწერით “აუ მაგარიააა”. მერე რა, რომ აზრზე არ ხარ ვინაა Chinawoman ან Nicolas Jaar. მაინც გიხარია მათი ჩამოსვლა თბილისში და ამ ამბის გაგებიდანვე მათი ფანი და მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ხდები.

აი, ასე აღმოვჩნდები ხოლმე ივენთებზე “ნი პრიჩომ” ხალხთან. რაც უფრო დიდ სივრცეში იმართება ღოსნისძიება და რაც უფრო მეტადაა რეკლამირებული, მით მეტია “ნი პრიჩომ” დამსწრეთა რაოდენობა. ამის მაგალითად Open Air მახსენდება, სადაც ხშირად არიან ხოლმე მოძველბიჭო ტიპები, რომლებიც გრძელთმიან თუ პირსინგიან ადამიანებს უცხოპლანეტელებივით უყურებენ და აგრესიას გამოხატავენ მათ მიმართ. თუ გეზიზღება გრძელთმიანი კაცები, როკს სატანისტურ მუსიკას უწოდებ, რა ჯანდაბა გინდა ასეთი შემსრულებლების კონცერტზე?

ალბათ, მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც არაერთხელ შეუმჩნევია, როგორ ეულად უკრავს ხოლმე კლუბში დიჯეი. ორიოდე გაბედული ადამიანი ცეკვავს, სხვები კი დადიან ან დგანან. სულ მაინტერესებს, რატომ არ ცეკვავენ ეს ადამიანები? თუ არ გიყვარს ცეკვა, რისთვის დადიხარ საცეკვაო კლუბში? ზოგი ალბათ თავგადასავლებს ეძებს: აქ ხომ დიდი შანსია, ჩხუბში ჩაგითრიონ, თანაც სულ უაზრო მიზეზების გამო. საუბედუროდ, ჯერ კიდევ ბევრი ქართველი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა ადრენალინს ჩხუბებში მონაწილეობით იზღვავებს.

სამწუხაროდ, გართობის ინდუსტრიაში არამარტო მომხარებლები არიან ბოლომდე გაცნობიერებულები, რა უნდათ, არამედ თავად ის ხალხი, ვინც ქმნის პროდუქტს. “რამე ქართული დაუკარი რა” ეს თხოვნები ნასვამი და გრძნობებაშლილი ქართველი კაცისგან არ არის გასაკვირი, მაგრამ როცა დაწესებულების მენეჯერი ხარ და ქირაობ ინგლისურენოვან ქავერბენდს (სიტყვაზე ბითლზებს რომ უკრავს), რატომ უნდა მოთხოვო მრავალჟამიერის სიმღერა? ან რატომ არ უნდა გყავდეს დაცვა როცა მართავ დიდ ღონისძიებას ან იცი რომ შენს დაწესებულებაში ჩხუბის დაწყების დიდი შანსია?

ყველაზე აბსურდული ამბავი, რაც გასართობ ღონისძიებაზე მომხდარა, ჩემთვის რამდენიმე წლის წინ ჰელოუინის დარბევაა. ღვთის სახელით მასკარადის მონაწილეთა ჯვრით ცემა და აპარატურის დალეწვა  შოკისმომგვრელი კადრები იყო.

პ.ს. ალბათ, ამ ყველაფერს უფრო გართობის უკულტურობა უნდა ერქვას, ვიდრე კულტურა.

, , , , , , ,

  1. #1 by Sophie Kaufman (@sophiekaufman) on January 16, 2013 - 7:56 am

    კარგი პოსტი იყო, მარ, მშვენივრად აღწერე ქართული გართობის კულტურა. არა, მე თამადა და მესუფრე ტიპები ისე არ მაღიზიანებენ, როგორც კლუბში “მონარნარე” ტიპები, რომლებიც არ ცეკვავენ, არ ერთობიან, ან მობილურებს (ახლა უკვე აიფონებს, სავარაუდოდ) აწკაპუნებენ და ერთმანეთზე ჭორაობენ.

    მოსმენის კულტურა ხომ “ფენომენალურია”, გუშინ რაღაც ვიდეო ვნახე, სადღაც კლუბში უკრავდა ლუკა ზაქარიაძე და ისეთი გნიასი იყო, თვითონაც არ ესმოდა, ალბათ, თავისი ხმა😐 ზურიუსის ვიდეოა იუთუბზე, თუ ვინმეს აინტერესებს.

    • #2 by dreamar on January 16, 2013 - 3:30 pm

      დიდი მადლობა სოფი :* მართალი ხარ, მოსმენის უკულტურობა ერთი დიდი სენია. იმდენად მაღიზიანებს, რომ ამის გამო შემიძლია ხაზი გადავუსვა ჟურნალისტსა და მის ნამოღვაწარს და სამუდამოდ უარი ვთქვა მის მოსმენაზე/ყურებაზე :დ
      ყველა გაერთოს როგორც უნდა, უბრალოდ სხვას არ შეუშალონ ხელი:/

  2. #3 by enT on January 16, 2013 - 3:22 pm

    რამდენი რიტორიკული კითხვა დაისვა პოსტში :დ :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: