ამბავი ყველაზე უნამუსო ტაქსისტზე

Taxi

სანამ უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავიდოდე, მინდა გირჩიოთ, რომ თუ ტაქსის გამოძახებას დააპირებთ, არასოდეს, არასოდეს არ დარეკოთ ნომერზე 2 78 78 78. ამ კომპანიაში მძღოლიან-მენეჯერ-ოპერატორ-მფლობელიანად უნამუსოები და  მატყუარები არიან და დიდი შანსია თქვენც ისეთივე მოტყუებული დარჩეთ, როგორც მე.

ჩემს დას ვაცილებდით აეროპორტში. ზემოთხსენებულ ნომერზე ორჯერ დავრეკეთ. ორივეჯერ გვითხრეს რომ აეროპორტამდე მგზავრობა 20 ლარი დაგვიჯდებოდა.  დანიშნულ დროს ტაქსი მოვიდა, აეროპორტამდე რუსული ესტრადის მუსიკის თანხლებით მივედით. გადმოვედით მანქანიდან, ბარგიც გადმოვალაგეთ და ყველაზე საინტერესო მომენტიც დადგა: ვაწვდით ტაქსის მძღოლს 20 ლარიანს, ის კი გაკვირვებული სახით გვიყურებს:” ქალბატონო, 20 კი არა 40 უნდა მომცეთო!” ჰოი, საოცრებავ! არადა ორივეჯერ ოპერატორმა 20 ლარი გვითხრა. “თუ გინდათ დარეკეთ და გადაამოწმეთ” – გვეუბნება მძღოლი უცოდველი კრავის მზერით. ჩემმა დამაც მიაწოდა კიდევ ერთი ოცლარიანი – რას ბრძანებთ, ინებეთო. სულ არ აინტერესებდა ამ ამბის გარკვევა, ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა საქართველოს :დ აი მე კი დავეჭვდი და გადავრეკე კომპანიაში, საიდანაც ტაქსი გამოვიძახეთ. დამინახა თუ არა ტაქსისტმა, რომ მობილური ამოვიღე ჯიბიდან, დაქოქა მანქანა და წავიდა. ოპერატორმა დამიდასტურა, რომ 20 ლარზე შევთანხმდით. ძალიან გავბრაზდი ასე უნამუსოდ რომ მოგვატყუა ტაქსისტმა. “მე როგორ დაგეხმაროთ, რა ჩემი ბრალიაო” – თავს იმართლებდა ოპერატორი. ” ოპერატორთან დაახლოებით ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ როგორც იქნა მძღოლი დაბრუნდა თანხის მოსაცემად. მანქანიდან ფულის (ორი ათლარიანი) მოწოდებისას ტაქსისტმა უცებ გაიკვირვა”სულ მართმევთო თანხას?” ერთი ათლარიანი შეგვაჩეჩა ხელში და მანქანა დაძრა ადგილიდან. აი, აქ უკვე პირი დავაღე გაოცებისგან. ასეთი თავხედი ადამიანი ჯერ არ შემხვედროდა. დავრეკე ისევ ოპერატორთან, ოპერატორმა მენეჯერთან გადამამისამართა. მენეჯერმა დღეს შაბათიაო, მაგ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, უფროსობიდან ყველა ისვენებსო და ორშაბათს დაგირეკავო. არადა რა უნდოდა იმ პრობლემის მოგვარებას,რა საჭირო იყო უფროსების ჩარევა. თუკი თანხის დაბრუნება არ შეეძლო, სულ მარტივად შეეძლო შემოეთავაზებინა კომპენსაციის სახით  მათი ტაქსით აეროპორტიდან უკან დაბრუნება. გპირდებით, ორშაბათს ნამდვილად დაგირეკავთ და თანხას დაგიბრუნებთო, მითხრა მენეჯერმა. ჩემი ნომერიც ჩაიწერა. დადგა ორშაბათი. მის ზარს ამაოდ ველოდი.

თანხა არ იყო პრობლემა, უბრალოდ ასე რომ გექცევიან, გატყუებენ და გასულელებენ, ესაა ყველაზე აუტანელი ამ ამბავში. ალბათ ეგონათ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ამ ამბავს დავივიწყებდი, მაგრამ შეცდნენ: სამშაბათს მენეჯერის მობილური ავიკელი. დაახლოებით ორმოცდამეათე ზარის შემდეგ მომწერა სმს “თვითონ მძღოლი დაგირეკავთ”. მძღოლმა მართლაც დარეკა. თავის მართლება დაიწყო, რომ ოპერატორთან არ იყო შეთანხმებული თანხაზე და ოპერატორმა არ გააფრთხილა რა რაოდენობის თანხა უნდა მიგვეცა მისთვის. არადა კარგად მახსოვს, რა დარწმუნებით გვეუბნებოდა გადარეკეთ კომპანიაში, გადაამოწმეთ ტარიფიო. ნუთუ ამ კომპანიას ასე უჭირს რომ 10 ლარი ვერ დაუბრუნა დაზარალებულ მომხარებელს??? მე რომ ვყოფილიყავი ამ კომპანიის მენეჯერი და ეგეთი რამ შემმთხვეოდა ბოლო-ბოლო საკუთარი ჯიბიდან დავაბრუნებდი იმ 10 ლარს. იმ უსინდისო მძღოლს კიდევ მაშინვე სამსახურიდან დავითოხვდი. საბოლოოდ ტაქსისტი შემპირდა რომ თანხას დამიბრუნებდა. ამ ამბით ფრიად შეწუხებულ კომპანიის მფლობელსაც კი ვესაუბრე მობილურით. გავიდა რამდენიმე დღე. თანხა, რა თქმა უნდა, არ დამიბრუნდა. ისევ დავრეკე მძღოლთან. ამჯერად მითხრა მობილურის ანგარიშზე ჩაგირიცხავ ამ თანხასო.

ნახევარი წელი გავიდა ამ ამბიდან, უნამუსო ტაქსისტის დანაპირები კი ისევ შეუსრულებელია. ალბათ ჰგონიათ, რომ დამავიწყდა იმ საცოდავი 10 ლარის ამბავი. მაგრამ რა დასავიწყებელია როცა ასე უნამუსოდ გატყუებენ და ორჯერ მეტ თანხას გართმევენ.

ხდება ხოლმე როცა კომპანიაში უსინდისო პერსონალი გამოერევა. ვის არ მოსვლია კადრების აყვანისას შეცდომა. მაგრამ მთელი კომპანია როგორ უნდა იყოს უსინდისო ადამიანებისგან შემდგარი, არ მესმის.

ეს პოსტი დიდი ხნის წინ უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ ზაფხული იყო, დასავენებლად მივდიოდი და ნეგატიური ემოციებისთვის არ მეცალა :დ ახლა შემთხვევით ვნახე დრაფტებში და გადავწყვიტე გამომექვეყნებინა.

დღესაც, როცა ამ კომპანიის ტაქსებს ვხედავ, ყოველთვის ეს უსიამოვნო ამბავი მახსენდება უნამუსო ტაქსისტის შესახებ. არასოდეს რ დარეკოთ ნომერზე 2 78 78 78 რომ იმავე სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

, , , , , , ,

  1. #1 by Mari on January 23, 2013 - 3:21 pm

    ასეთი უნამუსოები ყველგან არიან. მაგალითად, ფეისკონტროლის დროს შეიძლება ისე მოგხსნან სამაჯური, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო.. უბრალოდ, მუდამ ყურადღებით უნდა იყო და როცა მართალი ხარ, შენი პოზიცია არ უნდა დათმო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: