კინოსეანსი

ვიწყებ პოსტთა სერიას სახელწოდებით “კინოსეანსი”, სადაც გავარჩევ ბოლო დროს ნანახ ფილმებს. “მინუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომლებმაც იმედები გამიცრუეს და არ მომეწონა. “პლუს” კატეგორიაში მოხვდებიან ფილმები, რომელთა ნახვაც ღირს და ჩემგან შედარებით დადებითი შეფასება დაიმსახურეს.  შეფასებისას არცერთი “ავტორიტეტის” აზრი არ იქნება გათვალისწინებული! :დ ამიტომ პოსტებში გაეცნობით განსხვავებულ შეხედულებებს, რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად დაეთანხმებით.🙂

მინუსი

  • ,,Life of Pi’ (“პის ცხოვრება”) ამერიკელი რეჟისროსი ენგ ლის ფილმი წარდგენილია ოსკარის 11 ნომინაციაზე. ფილმის ტრეილერით მოვიხიბლე: ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. სამწუხაროდ, რომ ვუყურე, იმედები გამიცრუვდა: მართალია, საინტერესოდ დაიწყო, ბევრი ლამაზი კადრიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მოვიწყინე. მთელი ფილმი გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილი ინდოელი ბიჭის პისა და ვეფხვის ურთიერთობაზეა, რომელიც მასთან ერთად სამაშველო ნავში მოხვდება. თითქმის ყველა მოქმედება ოკეანეში მოცურავე ნავში ხდება. მოკლედ მე მეტ თავგადასავლს ველოდი.
  • “The impossible”(“შეუძლებელი”) ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ოჯახი დასასვენებლად ინდონეზიაში ჩადის. მოულოდნელად მათ ცუნამი დაატყდებათ თავს: აქ მთავრდება ბედნიერი არდადაგები და იწყება გამძლეობის, სიყვარულისა და რწმენის გამოცდა. ამ შემთხვევაშიც ტრეილერმა “მაიძულა” მეყურებინა ფილმისთვის, თანაც ჩემ გარშემო ძალიან ბევრი იყო აღფრთოვანებული მისით.  დიდხანს ვიფიქრე რომელ კატეგორიაში ჩამესვა “The impossible” და საბოლოოდ დავასკვენი, რომ მინუსს იმსახურებდა. მართალია, ძალიან მიყვარს ფილმები რეალურ ადამიანურ ტრაგედიებზე. ეს უკანასკნელიც კარგად აღწერს ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ბედს ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ, მაგრამ ცოტა ხელოვნური მომეჩვენა ამბის გადმოცემის სტილი. თუნდაც ის, როგორ საყვედურობს შვილი დედას: რატომ მიმატოვე ცუნამის დროს, ასე აღარასდროს მოიქცე (თითქოს საკუთარი სურვილით მიეტოვებინოს), დედის დაპირებაც “აღარასოდეს მიგატოვებ, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები”, ცოლის ქმრის დანახვისას პირველი შეკითხვა “ვკვდები?” ქმრის პასუხი: “შენ არ უნდა მოკვდე, ამისთვის არ გამომივლია ამხელა მანძილი” _ ეს მომენტები, რომლებიც, ალბათ, მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ხდება და ადგილი არ აქვს რეალობაში, მთელ ხიბლს უკარგავს ფილმს. ზედმეტმა დრამატიზებამ  რეალური ისტორია ხელოვნური გახადა. პ.ს ნაომი უოთსი, რომელიც  “The impossible”-ში მამაცი დედის (:დ) როლს ასრულებს, ოსკარის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზეა წარდგენილი.

პლუსი

  • “Cloud Atlas” (‘ატლასის ღრუბელი”)Cloud-Atlas-wallpaperეს ის შემთხვევაა, როცა  ფილმი ისეთივე კარგი გამოდგა, როგორც ტრეილერი.                                                                                                                                                                                                                       პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ სიუჟეტი იყო ძალიან საინტერესო: მოქმედება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ხდება. გარდა იმისა, რომ ერთი და იგივე მსახიობები ასრულებენ რამდენიმე როლს, ფილმის გმირებს სხვა რამეც აერთიანებთ. მათ შორის მისტიური კავშირია. როგორც ერთ-ერთი გმირი ამბობს “ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ დაკავშირებულნი ვართ სხვებთან, წარსულსა და აწმყოსთან. ყოველი ჩადენილი დანაშაულითა თუ სიკეთით ჩვენ ვშობთ ჩვენს მომავალს.” ცხოვრება სიკვდილით არ მთავრდება, სიკვდილის შემდეგ ადამიანი ახალ სამყაროში იწყებს მოზგაურობას. “შიში, რწმენა, სიყვარული ის მოვლენებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მიმართულებას განსაზღვრავს. ეს ძალები ჩვენს დაბამდებამდე ბევრად ადრე არსებობენ და ჩვენი სიკვდილის მერეც აგრძელებენ არსებობას.”(Fear. Belief. Love. Phenomena that determine the course of our lives. These forces begin long before we are born and continue after we perish.) “Cloud Atlas”-ში სიყვარულისთვის, უკეთესი სამყაროსთვის, იდეისთვის ბრძოლის ამბებია თავმოყრილი. ფილმს თუ დავუჯერებთ, თუნდაც ზღვაში წვეთი იყოს ადამიანის გარჯა, ბრძოლა მაინც ღირს: ზღვა ხომ ასეთი წვეთებისგან შედგება. (What is any ocean but a multitude of drops?)CLOUD ATLAS
  • “The HobbiT: An Unexpected Journey”  (‘ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა”)The-Hobbitპიტერ ჯეკსონის “ჰობიტი” “ბეჭდების მბრძანებლის” წინარე ამბავია: ფილმი ჰობიტის, ბილბო ბეგინსის, მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. მოგზაურობის მიზანი გნომების დახმარებაა: მათი მშობლიური მიწის დაბრუნება. ამასთან “ჰობიტში” მოთხრობილია ბილბოს მიერ ისტორიული ბეჭდის პოვნის ამბავი. ბევრი კრიტიკა მოვისმინე ფილმის შესახებ, ძირითადად გაწელილი სიუჟეტის გამო. მართალია, “ჰობიტი” სამ საათამდე გრძელდება, მაგრამ მე პირადად ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. მოვიხიბლე პეიზაჟებით, საბრძოლო სცენებით, მუსიკით. ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ მეც იმ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრება მინდება ხოლმე.

the hobbit 2

the-hobbit-gandalf-radagast

  • ,,Silver Linings Playbook” silver_linings_playbook_7 ეს ფილმიც ოსკარზეა წარდგენილი  8 ნომინაციაში. ერთ ძალიან საყვარელ ტიპზე _ პეტ სოლატანოზეა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს და უნდა თავის ყოფილ ცოლს დაუბრუნდეს. პეტი ასევე ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე გოგონას გაიცნობს. მოკლედ, ორი ფსიქოპათი გადაეყრება ერთმანეთს და საბოლოოდ ერთმანეთი შეუყვარდებათ. კომედიური დრამაა ურთიერთობებზე, დიდი არაფერი, მაგრამ ნახვა ღირს🙂 თანაც მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ოსკარზეა ნომინირებული, ასევე საუკეთესო ქალის როლისთვისაა ნომინირებული მისი მეწყვილე – ჯესიკა ლოურენსი. ფილმის რეჟისორი დევიდ ო. რასელი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ამ ფილმების მოკლე მიმოხილვით მოვრჩები პოსტს. შემდეგ კინოსეანსამდე!🙂

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by mecmikvarkhar on January 25, 2013 - 6:09 am

    მშვენიერი აზრია

    • #2 by dreamar on January 25, 2013 - 2:46 pm

      მადლობა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: