როგორ გავარჩიოთ დეზინფორმაცია ინფორმაციისგან

true false 2

ინფორმაციათა ნაკადში სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება სიმართლის გარჩევა ტყუილისაგან. “ინფორმაციული ომი” განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. პოსტის დაწერა ერთმა ახლახანს მომხდარმა ამბავმა გადამაწყვეტინა: ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია როგორ სასტიკად ცემეს და დააკავეს პოლიციელებმა ოპერის ბაღში ახალგაზრდა მამაკაცი. სტატია ანონიმურ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, არ შეიცავს შსს-ს კომენტარს. არც სხვა მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ მსგავსი ინფო (ვინც გაავრცელა, პირველწყაროდ ეს სააგენტო დაასახელა). მიუხედავად ამისა, ჩემდა გასაკვირად, ეს ფაქტები სულაც არ გამხდარა იმის მიზეზი, ხალხს ეჭვი შეეტანა ამბის სისწორეში. ამ ცნობას მთელი აურზაური მოყვა: ათასმა ადამიანმა დააშეარა განრისხებული კომენტარებით “რას გვიშვრება ეს მთავრობა”, “სად არიან ახალგაზრდები, რატომ არ აპროტესტებენ” და ა.შ. მოგვიანებით შსს-მ გამოაქვეყნა განხადება, სადაც წერია, რომ პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემა არ შეესაბამება სიმართლეს, მედიასაშუალებებს კი ურჩევს სანამ მსგავს ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ ხოლმე.

განცხადებაგავრცელებული ინფორმაციის დაჯერებამდე და განრისხებული კომენტარების დაწერამდე, სჯობს გავარკვიოთ შეესაბამება თუ არა ინფორმაცია სიმართლეს. ამით ნერვებსაც დავიზოგავთ და არც სხვებს შევიყვანთ შეცდომაში. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს როგორ გავარჩიოთ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან:

  1. დააკვირდით რა წყაროს ეყრდნობა ინფორმაცია: მაგალითად, როცა სააგენტო წერს, რომ “როგორც “ნიუპოსტს” აცნობეს, გუშინ, საღამოს საათებში თბილისში, ოპერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად სცემეს” ეს უკვე ბადებს კითხვას: ვინ აცნობა? ანონიმური წყაროები ყველაზე ნაკლებად სანდოა ასეთ დროს.
  2. არის თუ არა დასახელებული რამდენიმე წყარო? მინიმუმ ორი წყარო უნდა იყოს მოყვანილი, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს. ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ნიუსი პოლიციელების მიერ მამაკაცის ცემის შესახებ ეყრდნობა მხოლოდ ანონიმურ წყაროს, არ შეიცავს შსს-ს კომენტარს
  3. ერთვის თუ არა ნიუსს ფაქტის ამსახველი რამე მასალა? (ფოტო, ვიდეო, აუდიო, დოკუმენტი) რამდენად ავთენტურია ეს მასალა?  ავთენტურობის დადგენა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არასპეციალისტსაც შეუძლია ამის დადგენა. მაგ, დაფოტოშოპებული ფოტოები, სხვა მსგავსი ფაქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო, რომელიც გამოქვეყნებულ ნიუსს მტკიცებულებად დაურთეს, ხშირ შემთხვევაში ადვილი გასარჩევია.
  4. დიდი მნიშნელობა აქვს, ვინ ავრცელებს ინფორმაციას: იქნება ეს ახლადშექმნილი მედიასაშუალება, ტელევიზია, რომლის ტენდენციურობა ადრეც შეგიმჩნევიათ თუ სააგენტო, რომელიც აღიარებულია უტყუარი ფაქტების გადმოცემით. რაც უფრო ობიექტური მედია გაავრცელებს ცნობას, მით უფრო სარწმუნოა ის. პირადად მე ქართულ მედიასაშუალებათა შორის ყველაზე მეტად ვენდობი ნეტგაზეთსა და ინტერპრესნიუსს.
  5. დააკვირდით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ სხვა კონტენტს: მაგალითად, სრული სერიოზულობით დაწერილი სტატიები უცხოპლანეტელთა ვიზიტზე თუ სხვა სისულელეებზე უკუპროპორციულად აისახება მედიასაშუალების ნდობაზე.
  6. ავრცელებს თუ არა ამ ცნობას სხვა მედიასაშუალება? რაც უფრო მეტი გაავრცელებს ინფორმაციას, უფრო დიდი შანსია აღწერილი ამბავი სარწმუნო იყოს.

შეგიძლიათ კომენტარებში შემომთავაზოთ თქვენი ვერსიები, როგორ ახერხებთ გაარჩიოთ მედიის მიერ მოწოდებული სიმართლე და ტყუილი.

, , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: