ნუ გახდებით მანიპულაციის მსხვერპლი

media

გუშინ სადაც არ ვიყავი, ყველგან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ. ტელეარხები განუწყვეტლივ ატრიალებდნენ ცემა-ტყეპის კადრებს. საინტერესო ის იყო, რომ თითქმის ყველა, ვისაც ვესტუმრე, რუსთავი 2- ს უყურებდა. მეგობართან მისულს დედამისი შემომეგება. მომხდარით აღშფოთებული იყო, სინანულით ამბობდა: “ეს რა ხდება, 90-იანი წლების სამოქალაქო ომს მაგონებს ეს ამბებიო”. უცებ მივხვდი, რომ სიტყვები და შეფასება ძალიან მეცნო. მერე გამახსენდა: პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა თქვა მსგავსი რამ თავის განცხადებაში, შემდეგ ამ განცხადებას მთელი დღე ატრიალებდა რუსთავი 2. ეს შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებმაც აიტაცეს და უამრავი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ერთსა და იმავეს იმეორებდა თუთიყუშივით. მეგობართანაც რუსთავი 2-ს უყურებდნენ. აღარ გამიკვირდა, რატომ იყო ასეთი ნაცნობი მისი შეფასება.

TV_Mind_Control

ჩემთვის ამ დღეებში უფრო თვალნათელი გახდა მიუკერძოებელი, არატენდენციური მედიის მნიშვნელობა.  მედია ისე ახდენს გავლენას, ისეთ ნაგავ რაღაცებს გიდებს ხოლმე თავში, რომ ვერც ხვდები და ეს აზრები საკუთარი გონების ნაყოფი გგონია. მერე ადამიანები მსჯელობენ მიმდინარე მოვლენებზე. მსგავსი მსჯელობები რომ შორს იქნება რეალობისა და ჭეშმარიტებისგან, ძნელი მისახვედრი არაა. თუ გინდა სწორად აღიქვამდე მოვლენებს, მაშინ უტყუარ და ობიექტურ ინფორმაციას უნდა იღებდე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ტენდენციური მედიასაშულების შემთხვევაში. ამიტომ მიკვირს იმ ხალხის მთელი დღე რუსთავი 2-ს რომ უყურებენ, პრესა.გე-ს სტატიებს კითხულობენ და ობიექტურობაზე აქვთ პრეტენზია.

ძალიან კარგი საიტი აღმოვაჩინე ამ დღეებში telekritika.ge: რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით არსებული 10 ტელეკომპანიის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვების მოკლე შინაარსს. შეგიძლიათ ნახოთ, რომელი ტელეარხი რას აშუქებს, რა თემებს უთმობს და არ უთმობს ყურადღებას. ეს დაგეხმარებათ ამ ტელეარხის მიკერძოებულობა/ობიექტურობის დადგენაში.

მოკლედ, გისურვებთ თვალი ადევნოთ პროფესიული სტანდარტების დამცველ მედიას და არ გახდეთ მედიამანიპულაციის მსხვერპლი🙂

, , , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: