ძალადობა ქრისტეს სახელით

228461_10151609893422360_1758357821_n

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო ”თავისუფლება”

არ ვიცი რა ვთქვა გუშიდნელ მოვლენებზე, იმდენი ითქვა და დაიწერა. ჯერ კიდევ შოკირებულ-განრისხებულ-განცვიფრებული ვარ. რა თქმა უნდა, აგრესია გუშინდელი აქციისადმი მოსალოდნელი იყო. მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი დოზით ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თითქოს, ის სასულიერო პირები, მათი მრევლი წლების განმავლობაში იგროვებდნენ გულში ბოღმასა და აგრესიას, რომ მერე განსხვავებული აზრის მქონეებზე ამოეყარათ ჯავრი. ეს არაა ქრისტიანობა! არ ჭირდება ამას რელიგიათმცოდნეობა, რომ მიხვდე: რაც გუშინ ქრისტეს სახელით კეთდებოდა, არაქრისტიანულია და  მორწმუნეობასთან კავშირი არ აქვს!
სამწუხაროა, რომ ქართულ ეკლესიაში ასეთი სიბნელეა! სამწუხაროა, რომ გუშინდელ აქციაზე ადამიანებმა ადამიანობა დაკარგეს და ერთ ბნელ და მოძალადე მასად იქცნენ! სამწუხაროა, რომ ის ძველი ბიჭები, რომლებიც წარსულში უბნის ბირჟებზე იდგნენ, დღეს ეკლესიაში სასულიერო პირებად გვევლინებიან!

ის, რასაც გუშინ მღვდლები აკეთებდნენ: საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, პოლიციელთა მუშაობისთვის ხელის შეშლა, მოქალაქეთა ფიზიკური შეურაცხყოფა და მათზე ძალადობა არის დასჯადი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით! კანონზე მაღლა არავინ არაა! ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს!

p.s. ამ ამბების მერე აღარ მაქვს სურვილი ეკლესიაში შესვლის! მინდა შეწყდეს ჩემი ჯიბიდან საპატრიარქოს დაფინანსება!!!

, , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: