Tbilisi Open Air 2013

open air

ვაგრძელებ ტრადიციას და გთავაზობთ Tbilisi Open Air 2013-ის მიმოხილვას. ამ ფესტივალს პირველი ოფენეარის დღიდან ვადევნებ თვალს და ვაშუქებ.

პირველი გამომსვლელი, რომელსაც მოვუსმინე, იყო The Subways (სამწუხაროდ, ვერც Kid Jesus-ს და ვერც Black Strobe-ს ვერ მივუსწარი). The Subways – ეს იყო ცეცხლი, ცხრა ბალიანი მიწისძვრა, ცუნამი სცენაზე!!! მუსიკოსების შესრულების ხარისხი, მოძრაობები, დაკვრის მანერა – ყველაფერი გადმოსცემდა უდიდეს მუხტსა და ენერგიას. ძალიან კარგი იყო ეს სამეული!

მსმენელთა უმეტესობა Deep Purple-ის გამო იყო მოსული, მე კი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა მათი მოსმენა. ჯგუფის წევრთა ასაკი საერთოდ არ ასახულა შესრულების ხარისხზე. არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტვყით, დაბერდნენო. მიუხედავად ამისა, ძალიან მომბეზრდა გიტარის გაუთავებელი სოლოები და ერთი სული მქონდა როდის ავიდოდა სცენაზე შემდეგი გამომსვლელი.

open air7

Infected Mushroom-ზე ძალიან მოვილხინე. კარგი იქნებოდა აუდიტორიისთვის უფრო ნაცნობი სიმღერები შეესრულებინათ, მაგრამ რაც იყო, ძალიან კარგი იყო.

open air6

open air5

“ფარფლების” გამოსვლის შემდეგ დინამო არენის დაცარიელება დაიწყო. წინა ოფენ ეარი გამახსენდა: უმეტესობა რომ მარტო DDT-ს მოსასმენად იყო მოსული და ზოგ-ზოგიერთები Dub Fx-ის სცენიდან “ჩამოძევებას” მოითხოვდნენ.:/ ბევრმა თქვა, ჯობდა Deep Purple სულ ბოლოს ჩაესვათ line-up-ში დარბაზის დაცარიელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, მაგრამ მსგავს შემთხვევაში არაა გამორიცხული ბოთლების სროლა დაეწყოთ სცენაზე მდგომი მუსიკოსებისთვის ფარფლების მოთხოვნით:/

open air4

თრიქი ხალხს სცენაზე ასვლისკენ მოუწოდებს

open air3

თრიქის გამოსვლა რამდენიმე ასეულ ადამიანთან მოუწია. მარტო წინა რიგში იდგა ხალხი. უკანა რიგები კი სულ ცარიელი იყო. წარმოგიდგენიათ: დიდი სივრცე, შენ გარდა კაციშვილი რომ არაა, შენ პირდაპირ კი Tricky უკრავს და რასაც გინდა იმას აკეთებ. კარგი შეგრძნება იყო.

open air 1

ასე გამოიყურებოდა დინამო არენა თრიქის გამოსვლისას

ფესტივალის ყველაზე დიდი ფეილი მისი დაბოლოება იყო: ხალხი Modeselektor-ს ელოდა. თრიქის გამოსვლის შემდეგ კი უცებ შუქი ჩაქრა და სცენაზე აპარატურის ალაგება დაიწყეს. ვიღაცებმა თქვეს, ბოლო გამომსვლელი აღარ იქნება, წავიდნენ რადგან თვითმფრინავის რეისზე აგვიადნებოდათო (კონცერტი ორი საათით გვიან დაიწყო). თუმცა, ორგანიზატორებიდან არავინ გამოსულა და აუხსნია მიზეზი, რატომ მოხდა ასე. წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში ჩავარდებოდნენ Modeselektor-ის მოსასმენად მოსული ადამიანები. დღის 5-დან ღამის ოთხამდე რომ ელოდები ბენდს და უცებ, არა რამდენიმე საათით ადრე, არამედ წესით და რიგით ამ ბენდის გამოსვლის დროს იგებ, რომ აღარ გამოვა:/

ყველა ივენთის ერთი დიდი პრობლემაა დაცვის წარმომადგენლები:/ ვერც ოფენეარი იყო გამონაკლისი. ზოგიერთ დასაჯდომ ადგილზე მყოფ ადამიანს ფეხზე დადგომას უკრძალავდნენ თურმე, ზოგს გასვლისას და მერე ისევ შემოსვლისას შეექმნა პრობლემა (არადა ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ). დაცვის წევრებმა არ იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ, ზოგჯერ ზედმეტად უხეშები და უზრდელები არიან. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. მაკავშირებს რა არცთუ სასიამოვნო მოგონებები დაცვასთან, ერთი ადვილად განსახორციელებელი იდეა მომივიდა თავში: ტრენინგები ჩაუტარონ, აუხსნან ზუსტად რა ევალებათ, შეიმუშავონ  მათთვის განკუთვნილი “ქცევის კოდექსი”. ტრენერის როლში მეც გამოვდგები😀

კარგი იქნებოდა დარბაზში დადგმულ ეკრანებზე ეჩვენებინათ რა ხდებოდა სცენაზე. ზოგიერთი მუსიკოსის გამოსვლა ვერ მოხვდა ეკრანზე. არადა უკანა რიგებში საერთოდ ვერ ხედავდნენ შემსრულებლებს.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა პრე-ფართიზე: ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე მთაწმინდის პარკში, ბორბლის ქვეშ გაიმართა ოფენეარის პრე–ფართი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: Catch The Clouds, SALIO, Gio Shengelia & Sikha, Green Room… არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ივენთი იყო სწორად შერჩეული ადგილითა და დამსწრე საზოგადოებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი ქართულ მუსიკალურ სივრცეში დასრულდა. ველოდები Tbilisi Open Air 2014-ს!🙂

პ.ს. წინა ოფენეარების მიმოხილვები:

Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2011

Tbilisi Open Air 2009

, , , , , , , , , ,

  1. Oasis ფესტივალის მიმოხილვა | Dreamar's Blog
  2. Tbilisi Fall Set | Dreamar's Blog
  3. დაუჯერებელი ამბავი – თბილისში Placebo ჩამოდის | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: