სერიალი ნაცნობი გმირებით

soapoperas

წინა პოსტში იმაზე ვჩიოდი, როგორ მომენატრა ტელევიზორის ყურება-მეთქი. სადმე შემთხვევით რომ გადავეყრები ხოლმე ამ ყუთს, შანსს არ  ვუშვებ ხელიდან რომ ვუყურო. :დ რამდენიმე დღის წინ მეგობართან მომეცა ეგეთი შანსი. მოვიხელთე რა პულტი, ეკრანს “მივეწაფე” ხარბად. ერთ-ერთ არხზე რაღაც სერიალი გადიოდა, უმალ მიიპყრო ყურადღება ჩემთვის ნაცნობი მსახიობით. ჯერ ერთი მსახიობი მეცნო, მერე მეორე, მერე მესამე, მერე აღმოვაჩინე რომ ლამისაა მთელი დასი ნაცნობი მსახიობებით იყო დაკომპლექტებული. ბრაზილიური სერიალი იყო. წარსული გამახსენდა: მთელი ბავშვობა ამ სახეებს ვუცქერდი: მათ ტანჯვას, ბედნიერებას, ინტრიგებსა და თავგადასავლებს. ყველა ბრაზილიურ საპნის ოპერაში ხომ თითქმის ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ. ხოდა ასე წლების განმავლობაში იცვლებოდა სიუჟეტები, გმირთა სახელები და ცხოვრებისეული ისტორიები, მათი პრობლემები, თავად გმირები კი უცვლელები რჩებოდნენ.  მსახიობები ჩემთან ერთად იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ. წარსული გამახსენდა. დაახლოებით ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამიჩნდა სურვილი სერიალისთვის მეყურებინა. რამდენი საინტერესო სერიალი არსებობს, მაგრამ გულს ვერ ვუდებ რომ ვიცი უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს ჩახლართული სიუჟეტი. ინტერნეტში მოვძებნე ზემოთ ხსენებული სერიალი, რამდენიმე სერიას ვუყურე. არ ვიცი სადამდე მეყოფა ნებისყოფა (ორასამდე სერია წინ მაქვს :/). განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ რომ ვუყურებ ესოდენ ნაცნობ და ახლო ადამიანებს ეკრანიდან, წარსული დღეების მოგონებები ამომიტივტივდება და გულში სითბო მეღვრება ხოლმე😀

soap operas

, , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: