აუდიოწიგნები უსინათლო ბავშვებისთვის

Audiobook

რამდენიმე კვირის წინ გავიგე ერთი ძალიან კარგი ინიციატივის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაცია ”მარიანი” და ”სამოქალაქო ინიციატივა” ეძებდა მოხალისეებს უსინათლო ბავშვებისთვის აუდიოწიგნების ჩასაწერად. როგორც განცხადებაში ეწერა, არსებული აუდიო-წიგნები არაა საკმარისი იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი სასკოლო განათლება. გარდა შეზღუდული რაოდენობისა, წიგნები არც ხარისხით გამოირჩევა: მაგალითად, ზედმეტად თეატრალურადაა გახმოვანებული, რაც მსმენელს აღქმაში უშლის ხელს.  უსინათლო ბავშვებს ურჩევნიათ შედარებით სადა, არამხატვრული თხრობა.

გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში: რა სჯობია იმას, როცა თავისუფალ დროს კეთილ საქმეს უთმობ, თან ახალ, საინტერესო გამოცდილებას იღებ. როგორც აღმოჩნდა მოხალისედ ყოფნის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ამიტომ შერჩეულ კანდიდატებს საკმაოდ დიდი კონკურენციის გადალახვა მოგვიწია. რადგან ოდესღაც გავლილი მაქვს მეტყველების კურსი, მეგონა რომ მშვენიერი მეტყველება მქონდა, თუმცა, როგორც გასაუბრებაზე მითხრეს, პირის აპარატი ცოტა გაზარმაცებული მქონია, რაზეც მუშაობა მომიწევს. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 20 წიგნი, დისკები კი უფასოდ გავრცელდება საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკებსა და სკოლებში, ასევე აიტვირთება ვებგვერდებზე NPLG.GOV.GE და LIB.GE. უშუალოდ წიგნების ჩაწერაზე სანამ გადავალთ, უნდა გავიაროთ ტრენინგები მეტყველების სპეციალისტთან, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი პროდუქტი მივიღოთ ბოლოს. მოკლედ წინ სასიამოვნო სამუშაო მელის🙂

, , ,

  1. #1 by Ucha Tsindeliani on July 28, 2013 - 8:19 pm

    am blogis avtoris saxeli da gvari mainteresebs metismetad, egeb gaamxilot😉

  1. მეტყველების პირველი გაკვეთილი | Dreamar's Blog
  2. აუდიოწიგნების პრეზენტაცია | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: