Faithless თბილისში

closing day3

გადადებული Batumi Summer Set -ის ბოლო დღე გუშინ გაიმართა. როგორც იქნა, ქართველმა მსენელმა Faithless იხილა სცენაზე. მოკლედ მიმოვიხილავ რა მომეწონა ამ ღონისძიებაში და რა არა:

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ქარხანის შენობა – მასშტაბური მუსიკალური ივენთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ადგილი. ძალიან დადებითად იმოქმდება განწყობაზე.

summer set1

ვიზუალური ეფექტები და გაფორმება: უმაგრესი. ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მხარე.

კონკურსები, პატარა აქციები: როგორც ფესტივალის წინა დღეებში, ბოლო დღესაც სხვადასხვა გათამაშებაში მონაწილეობით პრიზები მოვიგე. მსგავსი აქციების გამართვა ნებისმიერ ივენთზე არის ძალიან კარგი და კრეატიული იდეა🙂

closing day

მუხტი: დადებითი. ხალხს ეტყობოდა რომ მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ, გასართობად და უბრალოდ განტვირვისთვის იყო მოსული. არ მეგონა ასეთი ხალხმრავალი თუ იქნებოდა ფესტივალის ბოლო დღე. Faithless-ის გამოსვლისას სცენის წინ იმდენმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომ სუნთქვა ჭირდა. ამ მუსიკალური პროექტის პერფორმანსმა კიდევ უფრო გააღვივა არსებული დადებითი მუხტი, რის გამოც დიდი ემოციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მუსიკა და შემსრულებლები: მართალია კონცერტზე, პირველ რიგში, Faithless-ის გამო ვიყავი მისული, მაგრამ ფესტივალის სხვა მონაწილეებიც კარგები იყვნენ. ამ დღის ლაინ აფი ასეთი იყო:

20:00 Vako. T
22:00Vako key
23:30 Mao and The Mins
00:20 Gio Shengelia and Sikha
01:20 Faithless Live PA and DJ Set
03:20 Vincent and Lasha

ტრანსპორტი: მეტრო დელისიდან ღონისძიების გამართვის ადგილამდე  საღამოს ცხრიდან დილის ხუთამდე გადიოდნენ სპეციალური ავტობუსები. ორგანიზატორების მხრიდან მსგავს საკითხზე ზრუნვა მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

და ბოლოს, რაც ნაკლებად მომეწონა იყო “ზვუკი”. ზოგიერთ მომენტში ბასები ძალიან ხმამაღლა ისმოდა, ვოკალის ხმა კი საერთოდ იკარებოდა.

საბოლოო ჯამში კარგი მუსიკალური ღონისძიება იყო🙂

, , ,

  1. Tbilisi Winter Set | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: