ზღაპრები ალტერნატიული დასასრულით

“ცხორობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად” – ზღაპართა უმრავლესობა ამ წინადადებით სრულდება ხოლმე. მაგრამ რა მოხდება თუ “ჰეფი ენდის” ნაცვლად ზღაპარს რეალური, ცხოვრებისეული დასასრული ექნება? როგორ იცვლება ზღაპრის გმირთა ცხოვრება “ჰეფი ენდის” შემდეგ? რა იქნება, თუ მათი ცხოვრება სულაც არ გაგრძელდება ისე, როგორც ზღაპარშია მოთხრობილი? ფოტოგრაფი დინა გოლდსტეინი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის და შემოგვთავაზა ფოტო-პროექტი, სადაც დისნეის პრინცესები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე დგანან. “პატარაობისას ჩემი ქალიშვილი ძალიან გატაცებული იყო დისნეის პრინცესებით. ამავე პერიოდში დედაჩემს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დავფიქრდი: რა მოხდება თუკი პრინცესებსაც მოუწევთ კიბოსთან, ფინანსურ პრობლემებთან ან სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება?”- ყვება დინა. ასე გაჩნდა პროექტის ‘Fallen Princesses'(“დაცემული პრინცესები) იდეა.

ფიფქია: ჩემი ფავორიტი ფოტო ამ პროექტიდან. ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, ბევრის სასიყვარულო ამბავი საოცნებო ზღაპარივით იწყება, დაქორწინების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება: თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი გაზულუქებულ ქმრად იქცევა, რომელსაც ტრადიციულად ტელევიზორის ყურება და ბრძანებების გაცემა უყვარს, ცოლი კი შინამოსამსახურის და ბავშვების მომვლელის ფუქნციას ასრულებს. 

dina

რაპუნცელი: პრინცესას კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ და ის თავის მშვენებას – თმას კარგავს 

dina2

ბელი: პრინცესა არაა უკვდავი, ამიტომ ასაკში შესვლისას მასაც მოუხდება ნაოჭებთან ბრძოლა სილამაზის შესანარჩუნებლად. ამის მისაღწევად პრინცესა პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართავს.

dina3

ჟასმინი: არაბული სამყაროს არასტაბილურ გარემოს თუ გავითვალისწინებთ, სულ არ იქნება უჩვეულო, ჟასმინს ხელში იარაღის დაჭერა და ქვეყნისთვის ბრძოლა მოუწიოს, ისევე როგორც ამ რეგიონში მცხოვრებ ბევრ ქალს.

dina4

წითელქუდა: ერთ დღეს ის დედის გამომცხვარ ღვეზელს McDonald’s-ის პროდუქტს არჩევს, შედეგად კი წონაში მოიმატებს

dina5

არიელი: მას, მხოლოდ იმიტომ რომ ქალთევზაა, აკვარიუმში მოათავსებენ და ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ცხნობისმოყვარე მზერის ატანა მოუწევს.

dina6

პოკაჰონტასი: საყვარელი მამაკაცის ლოდინის გამო გოგონა დეპრესიაში ჩავარდება. ის სახლში ჩაიკეტება და მისი ერთადერთი საზრუნავი შინაური ცხოველები იქნებიან.

dina7

მძინარე მზეთუნახავი: მისი ძილი ძალიან დიდ ხანს გასტანს, პრინცს ამასობაში ჭაღარაც გაუჩნდება და მოხუცთა სახლშიც მოხვდება, მაგრამ სიყვარულის გამოღვიძების იმედს მაინც არ დაკარგავს.

dina8

პრინცესა ბარდის მარცვალზე: დღეს პრინცესა ხარ და სასახლეში ცხოვრობ, ხვალ კი შესაძლოა რადიკალურად შემოტრიალდეს ყველაფერი. ასე დაკარგავს პრინცესა ტიტულს და ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.

dina9

კონკია: ყოფითი პრობლემებისაგან გასაქცევად ის სპირტიან სასმელებს მიეძალება და ალკოჰოლიკი გახდება

dina10

ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

, , , , , , , , , ,

  1. #1 by მაგა რაიუელა on October 8, 2013 - 5:07 pm

    ძალიან საინტერსო ფოტო-პროექტია….

    • #2 by dreamar on October 8, 2013 - 5:28 pm

      ნამდვილად🙂

      • #3 by მაგა რაიუელა on October 8, 2013 - 5:33 pm

        ყველაზე საინტერსო ბედი მაინც პოკაჰონტასს ხვდა წილად, ყველაზე საშინელი კი რაპუნცელის😦
        რა მძიმე ყოფილა ზღაპარში ცხოვრება ….

  2. #4 by კუში–კუში on October 9, 2013 - 5:50 am

    ჩემი რაპუნცელი….😦 ზღაპარი მაინც ზრაპარია…

  3. #5 by tsotnee on October 9, 2013 - 12:26 pm

    არა, კი საინტერესოა, მარა …😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: