Tbilisi Fall Set

16 ნოემბერს Batumi Summer Set -ის ორგანიზატორებმა Tbilisi Fall Set შემოგვთავაზეს. კონცერტი მთაწმინდის პარკში, Underwheel Club-ში გაიმართა. Fall Set-ის ჰედლაინერი Modeselektor იყო. გერმანული ელექტრონული ბენდი ჯერ კიდევ Open Air-ზე უნდა სტუმრებოდა თბილისს, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ მათი გამოსვლა ჩაიშალა. ამის გამო ბევრს დაწყდა გული.

ამჯერად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ადგილი იყო კარგად შერჩეული. ზოგადად, Underwheel Club მომწონს და მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

modeselektorფოტოს პირველწყარო

ფესტივალზე ქართველი შემსრულებლებიც Luna9 და Tomma გამოდიოდნენ. თუმცა, ხალხის უმეტესობა გერმანული დუეტის მოსასმენად იყო მოსული. Modeselektor-ის სცენაზე გამოსვლის მოახლოებასთან ერთად კლუბში დამსწრეთა რაოდენობაც მატულობდა. ბოლოს იმდენი ადამიანი მოგროვდა, რომ შეუძლებელი იყო სცენის წინ დგომა.

ერთი რამ დავასკვენი: რაც უფრო დატვირთული სამუშაო კვირა გაქვს, მით უფრო მეტად გინდება განტვირთვა ვიქენდზე, მით უფრო მიილტვი გართობისაკენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ: მსგავსი მუსიკალური ივენთები კი მისწრებაა ჩემთვის😀

ერთადერთი რაც არ მომეწონა: უზარმაზარი რიგი საპირფარეშოსთან. თითქმის 40 წთ ვიდექი რიგში:/ ისე კი ძალიან კარგი იყო: კარგი მუსიკა, კარგი სივრცე, გვერდით მეგობრები და ცეკვა დილამდე :დ

სამწუხაროდ, ფოტოაპარატი არ მქონია და მხოლოდ ამ სელფშოტს დავჯერდი :დ

Photo1846a

პ.ს ორგანიზატორების თქმით, ელექტრონული მუსიკის ეს ფესტივალი სეზონური უნდა გახდეს. ასე, რომ წინ Winter Fest გველის!

, , , , ,

  1. Tbilisi Winter Set | Dreamar's Blog
  2. Tbilisi Summer Set | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: