Tbilisi Winter Set

winter set

14 თებერვალს, მთაწმინდაზე, კლუბი UNDERWHEEL  ელექტრონული მუსიკის ფესტივალს – Winter Set-ს მასპინძლობდა. ადრეც დავწერე, ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა  Batumi Summer Set-ის ორგანიზატორების მიერ: ეს ფესტივალი სეზონური გახდა – ასე, რომ წელიწადში ოთხჯერ ელექტრონული მუსიკისა და ცეკვის მოყვარულებს აქვთ საშუალება მოუსმინონ როგორც უცხოელ, წარმატებულ დიჯეებს, ასევე ქართველ მუსიკოსებს.

ამჯერად საქართველოს ლონდონელი DJ Max Cooper ეწვია. მსმენელების წინაშე ასევე წარდგნენ Vincent, The Forest და Stimmhalt. შთაბეჭდილებები შემდეგია: მომეჩვენა, რომ ის მუსიკა, რასაც უკრავდნენ, ცოტა არ იყოს, ერთფეროვანი იყო. მოკლედ, მუხტი დამაკლდა, შესაძლოა, დაღლილობის ბრალიც იყო.🙂 კლუბს რაც შეეხება: არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მსგავსი ივენთებისთვის UNDERWHEEL შესაფერისი ადგილია. მცირე მინუსები: საპირფარეშოსთან ისევ უზარმაზარი რიგი იყო და გარდერობში ადგილები აღარ იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, ადრე მოვედი და მოვასწარი ჩანთის დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან არაკომფორტულად ვიგრძნობდი თავს პალტოთი და ჩანთით ხელში რომ მეცეკვა.

სამუშაო დღის მერე რაც ენერგია მქონდა შემორჩენილი, სულ ცეკვაში დავხარჯე ^^ დილის ხუთ საათამდე მედგრად გავუძელი “დენსფლორის გამოცდას” და სახლში დაღლილ-დაქანცული, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი დავბრუნდი.

გაკვეთილი: კლუბში საცეკვაოდ თუ მიდიხარ, თან ცოტა დაღლილი ხარ, არასდროს დალიო ლუდი. უფრო მოგთენთავს და ძილს მოგგვრის. ამიტომ, ჯობია სხვა სასმელზე შეაჩერო არჩევანი :დ

მოკლედ, ახლა უკვე Spring Set-ს ველოდები ^^

ფესტივალის ძველი მიმოხილვები:

Tbilisi Fall Set

Batumi Summer Set 

Faithless თბილისში

, , , , , , , , , ,

  1. #1 by tbrr1 on February 16, 2014 - 1:36 pm

    მეც ვიყავი და მშვენივრად გავერთე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: