კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N3)

ოსკარის დაჯილდოების 86-ე ცერემონიამ ჩაიარა. სანამ ხალხი განაგრძობს გულისწყრომის გამოხატვას, რომ ლეონარდო კვლავ ოსკარის გარეშე დატოვეს და სანამ მიდის სჯა-ბაასი იმაზე, რამდენად იმსახურებდა “მონობის 12 წელი” წლის საუკეთესო ფილმის წოდებას, შეგიძლიათ მშვიდად ჩაუჯდეთ უკვე ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს და თავად შეაფასოთ, ვის რა ერგო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად.

ოკსარის სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილი რამდენიმე ფილმის ჩემს შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ (ასევე შეფასებებს 10 ქულიანი სისტემით):

the wolf of wall street

The Wolf of Wall Street (4/10)

(წარდგენილი: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი)

ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამ ფილმზე ბევრი დადებითი შეფასება წავიკითხე, უფრო მეტიც: თითქმის ყველა აღფრთოვანებული იყო “უოლ სტრიტის მგელით”. ორჯერ ვცადე მისი ყურება (საკმაოდ გრძელი – სამსაათიანი ფილმია), მაგრამ ორივეჯერ ვერ ვუყურე ბოლომდე, იმდენად მოსაწყენი მეჩვენა. ესაა რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი ნამეტანი არარეალური სცენებითა და ვითომ ბრძნული მონოლოგ-დიალოგებით. ჯერ მარტო ფილმის დასაწყისში ლეონარდოსა და მეთიუ მაკკონაჰის გმირების დიალოგი რად ღირს, სადაც პროფესიულ დონეზე წარმატების მიღწევაში მასტრუბაციის უმნიშვნელოვანეს როლზე მსჯელობენ. “უოლ სტრიტის მგელის” მთავარი გმირი ფულზე, ნარკოტიკებსა და სექსზე გაგიჟებული ტიპია, რომელსაც ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. მოკლედ ლეონარდოს პერსონაჟის მიმართ იმთავითვე უარყოფითად განვეწყვე. შეიძლება ითქვას, ესაა ფილმი კაცების სამყაროზე, სადაც ქალები მხოლოდ მეორეხარისხოვანი – სექსუალური ნაშებისა თუ ცოლების როლით – შემოიფარგლებიან. ლეონარდოს რაც შეეხება, ნამდვილად კარგად ითამაშა ჯორდან ბელფორტის როლი, ამას ვერ დავუკარგავთ🙂 პ.ს ალბათ, ოდესმე მექნება იმდენი ნებისყოფა, ამ ფილმს ბოლომდე ვუყურო.

gatsby

Great Gatsby (7/10)

(გაიმარჯვა: კოსტუმების საუკეთესო დიზაინი)

აქაც დიკაპრიო არის მთავარ როლში. მიუხედავად იმისა, რომ “დიდ გეთსბიში” ბევრად უფრო მეტია თეატრალიზებული სცენები, ფილმი საინტერესოა და ლამაზად გადაღებული. ყოველ შემთხვევაში, ფილმის პირველი ნაწილი მაინც. დასასრულს რაც შეეხება: უფრო მეტს მოველოდი – თითქოს რეჟისორმა მთელი თავისი ძალისხმევა ფილმის პირველ ნაწილზე დახარჯა. “გეთსბის” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ არ წყდებოდა დისკუსიები ამ ორ თემაზე: “ფილმი ჯობია თუ წიგნი” და რომ “ყველა ქალი ბოზია”.

blue-jasmine

Blue Jasmine (7/10)

(გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალი)

ფილმმა დაწყებისთანავე ჩამითრია: ქეით ბლანშეტის გმირი გვერდით მჯდომ ქალბატონს, როგორც მისი დიდი ხნის მეგობარს, პირადი ცხოვრების დეტალებს უყვება. როგორც შემდეგ ირკვევა, გვერდით მჯდომი ქალი არც კი იცნობს ქეითს და სურს როგორმე მოიცილოს მომაბეზრებელი და უცნაური ქალბატონი, რომელიც უცნობებს ელაპარაკება. მოკლედ, Blue Jasmine ნერვული აშლილობის მქონე ქალზეა, რომელსაც ცხოვრებაში მეტად რთული პერიოდი უდგას. ჩემი მოლოდინი ფილმის დასასრულთან დაკავშირებით არ გამართლდა: მეგონა, ჟასმინი (ქეით ბლანშეტის გმირი) საკუთარ ღირებულებებს გადააფასებდა და ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნება მისთვის მეორეხარისხოვანი გახდებოდა. ფილმი ისე სრულდება, სურვილი გიჩნდება, გაიგო როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

შემდეგ პოსტებშიც მიმოვიხილავ ოსკარზე წარდგენილ ფილმებს ^^

, , , , , , , ,

  1. #1 by Sophie SUNNY Golden on March 9, 2014 - 12:22 pm

    Kargi filmebi saertod agar arsebobs:-/ oskarze, rogorc yoveltvis, sul dashtampuli filmebia xolme nominirebuli.
    Im filmis naxva minda, grand hotel budapest hqvia, tu ar vcdebi, sul sakaifo msaxiobebi gamodian da dialogebic witty-ia😀

  2. #2 by Eliza Doollittle on September 3, 2014 - 12:07 pm

    მგელზე მეც ზუსტად ეგ განცდა დამრჩა. დამღალა ფილმმა.
    ჟასმინი ვუდისეული ფილმია სუზტად🙂
    გეცბის რაც შეეხება, ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით წიგნი მაინც ჯობია. თითქოს უფრო მეტად ვგრძნობ იმ პერიოდის ამერიკას🙂

  1. კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N3) - ქართული ბლოგები
  2. კინოსეანსი – ოსკაროსანი ფილმები (N4) | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: