აუდიოწიგნების პრეზენტაცია

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პროექტი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა. უფრო სწორედ, დიდი იმედი მაქვს, რომ დროებით შეჩერდა და ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება. საუბარი მაქვს აუდიოწიგნების ჩაწერაზე უსინათლო ბავშვებისთვის. 25 მარტს სწორედ ამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანისა” და “სამოქალაქო ინიციატივის” ორგანიზებით განხორციელდა. მის ფარგლებში 20 მხატვრული და სამეცნიერო შინაარსის წიგნი ჩაიწერა მოხალისეების მიერ. წიგნები უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სურვილის მიხედვით შეირჩა. ჩანაწერები დაიდება Lib.ge-ზე, ასევე უფასოდ გავრცელდება რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრებში.

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

აუდიოწიგნების პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

როცა მოხალისეობის აპლიკაციას ვავსებდი ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე იქნებოდა. თავდაპირველად მოხალისეებმა მეტყველების ინტენსიური ტრენინგი გავიარეთ: ზაფხულში, კვირაში რამდენჯერმე სამსაათიანი გაკვეთილები გვიტარდებოდა. ჩემი პირველი გაკვეთილი მეტყველებაში ძალიან კარგად მახსოვს: სუნთქვის ვარჯიშების დროს კინაღამ გული წამივიდა. უმკაცრესი ტრენერი გვყავდა – ქეთი: ერთი ციდა გოგო, რომ შეხედავ ბავშვს ჰგავს და სულ ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი მკაცრი და მომთოხვნი იქნება. ქეთიმ ყველაზე დიდი შრომა გასწია. რომ არა ის, ძნელად წარმომიდგენია როგორ შედგებოდა პროექტი. ტრენინგების შემდეგ დაიწყო ჩაწერები საპატრიარქოს “რადიო ივერიასა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს სტუდიებში. განსხვავებული აღმოჩნდა უშუალოდ ჩაწერის პროცესი: მიკროფონთან მუშაობისას სულ იმაზე ვფიქრობდი, ბგერები სწორად მეთქვა, სიტყვები არ შემშლოდა, მიმექცია ყურადღება ტონისა და ინტონაციისთვის. ჩაწერები რომ დავასრულეთ, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნაწილი ისევ თავიდან იყო ჩასაწერი. ამიტომ პროექტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ყველა მოხალისე ვეცადეთ, აუდიოწიგნები რაც შეიძლება კარგი და ხარისხიანი გამოსულიყო.

კარლო კოლოდის "პინოქიოს თავგადასავალი"-ს ჩაწერის პროცესი

კარლო კოლოდის “პინოქიოს თავგადასავალი”-ს ჩაწერის პროცესი

შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი ჩანაწერების კოლაჟი:

თუკი მოხდება ფინანსების მოძიება, აუდიოწიგნების ჩაწერა კვლავ გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაწერილი 20 აუდიოწიგნი ამ საინტერესო და  ძალიან კარგი პროექტის მარტო პირველი ეტაპია.

, , , , ,

  1. #1 by Administrator on March 28, 2014 - 8:46 pm

    ჩანაწერს არ მაჩვენებს, შეცდომას მიწერს და იქნებ ან ახლიდან დადო ან რამე მოუხერხო

  2. #2 by Administrator on March 28, 2014 - 8:47 pm

    ჩაირთო. ეტყობა ჩემი ინტერნეტის ბრალი იყო

  3. #3 by მაკო on April 28, 2014 - 8:33 am

    და ჩანაწერები ლიბ.გე -ზე დევს უკვე? ყველასთვის ხელმისაწვდომია?

    • #4 by dreamar on April 28, 2014 - 10:22 am

      მალე დაიდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება🙂

  4. #5 by podciaganie na drazku szerokim uchwytem on May 27, 2014 - 4:27 pm

    With havin so much written content do you ever run into any issues of plagorism
    or copyright infringement? My blog has a lot of exclusive content I’ve either written myself or outsourced but it appears a lot of it is popping it
    up all over the web without my authorization. Do you know any techniques
    to help prevent content from being stolen?
    I’d really appreciate it.

  5. #6 by ხოზე on January 7, 2015 - 10:59 am

    გამარჯობა. სამწუხაროდ ვერ შევძელი lib.ge-ზე აუდიოწიგნების მოძებნა. ხომ არ შეგიძლიათ რომ რაიმე სხვა რესურსი მირჩიოთ ან ზუსტი ბმული დაპოსტოთ სადაც lib.ge-ზე წიგნები დევს? გმადლობთ წინასწარ

  6. #9 by თაკო on March 8, 2016 - 10:58 pm

    გამარჯობა, მეტყველების გაკვეთილებზე მინდა სიარული და მაგ გოგოს ნომერს ხომ
    ვერ მომცემდი?

    • #10 by dreamar on March 11, 2016 - 1:59 pm

      გამარჯობა, თაკო. 599312717 ესაა )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: