Archive for აგვისტო, 2014

ზაფხულის დასასრული

panic-because-its-the-last-day-of-summer-

დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. შვებულებიდან გამოვედი, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება: დილით ადგომა, სამსახური, საღამოს მეგობრების მონახულება, ვიქენდის ლოდინი და ა.შ. ხანდახან სევდა მიპყრობს ხოლმე, როცა ვუფიქრდები, რომ ზაფხულის თავგადასავლებს, ზღვას და სხვადასხვა ადგილებში წოწიალს ერთი წლით უნდა დავემშვიდობო. ამ ეტაპზე ბედნიერებას მხოლოდ წერა, შოპინგი და ‘სილამაზის სახლში” სიარული მგვრის. ალბათ, მალე დღიურების წერის ტრადიციასაც აღვადგენ. მგონი ერთგვარი პოსტზაფხულისეული სინდრომი მჭირს. 😀

წლევანდელი ზაფხულის მთავარი მიღწევები: ველოსიპედი გავატარე! ❤ ბავშვობის მერე არ ვმჯდარვარ ველოსიპედზე, მეგონა არ მემახსოვრებოდა ტარება, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, გავატარე 🙂 მეორე მიღწევა: თანდათან დავძლე წყლის სიღრმის შიში: რამდენჯერმე დამოუკიდებლად გავცურე ნაპირისგან მოშორებით. 😀

ხვალ შემოდგომაა – პირველ სექტემბერზეც დავწერ ალბათ პოსტს თუ ამის განწყობაზე ვიქნები. მართალია, ზაფხულს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც შემოდგომა უნდა გიყვარდეს:

autumn

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ!

 

, , , , ,

5 Comments

%d bloggers like this: