ზაფხულის დასასრული

panic-because-its-the-last-day-of-summer-

დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. შვებულებიდან გამოვედი, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება: დილით ადგომა, სამსახური, საღამოს მეგობრების მონახულება, ვიქენდის ლოდინი და ა.შ. ხანდახან სევდა მიპყრობს ხოლმე, როცა ვუფიქრდები, რომ ზაფხულის თავგადასავლებს, ზღვას და სხვადასხვა ადგილებში წოწიალს ერთი წლით უნდა დავემშვიდობო. ამ ეტაპზე ბედნიერებას მხოლოდ წერა, შოპინგი და ‘სილამაზის სახლში” სიარული მგვრის. ალბათ, მალე დღიურების წერის ტრადიციასაც აღვადგენ. მგონი ერთგვარი პოსტზაფხულისეული სინდრომი მჭირს.😀

წლევანდელი ზაფხულის მთავარი მიღწევები: ველოსიპედი გავატარე!❤ ბავშვობის მერე არ ვმჯდარვარ ველოსიპედზე, მეგონა არ მემახსოვრებოდა ტარება, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, გავატარე🙂 მეორე მიღწევა: თანდათან დავძლე წყლის სიღრმის შიში: რამდენჯერმე დამოუკიდებლად გავცურე ნაპირისგან მოშორებით.😀

ხვალ შემოდგომაა – პირველ სექტემბერზეც დავწერ ალბათ პოსტს თუ ამის განწყობაზე ვიქნები. მართალია, ზაფხულს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც შემოდგომა უნდა გიყვარდეს:

autumn

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ!

 

, , , , ,

  1. #1 by Sophie SUNNY Golden on September 1, 2014 - 2:39 pm

    მარ, რამდენი წელია არ მინახიხარ, უნის დამთავრების შემდეგ (აუ, წელს 5 წელი გახდა, მგონი, ხო?) და ეს პოსტი რომ წავიკითხე, ისევ ის საყვარელი და თბილი მარი გამახსენდა ლექციებიდან.
    შენი ასეთი პოსტები მიყვარს ძალიან და აუცილებლად გააგრძელე! განსაკუთრებით ფერადი vintage სურათებით.

    • #2 by dreamar on September 2, 2014 - 1:56 pm

      როგორ გამიხარდა შენი ასეთი თბილი კომენტარი❤ მადლობა, ჩემს მოტივაციაზე ძალიან დადებითად მოქმედებს და მიხარია, რომ მოგწონს ასეთი პოსტები❤

  2. #3 by Eliza Doollittle on September 3, 2014 - 11:40 am

    შემოდგომა❤ მიყვარს და მენატრება ყოველთვის🙂 შაბათ-კვირის ლოდინიო რომ თქვი, დავფიქრდი და რამდენი ხანია ეგ სიამოვნება არ მქონია :)) ახალი დედობა 24/7 შრომაა :)) ჩემს ბლოგროლში საპატიო ადგილი დაიკავა შენმა ბლოგმა🙂

    • #4 by dreamar on September 3, 2014 - 11:51 am

      დიდი მადლობა! აი ამ წამს შენს ბლოგზე ვარ და ვერ მოვწყდი🙂

  3. #5 by Jann on September 26, 2014 - 8:35 pm

    whoah this weblog is excellent i like reading your posts.

    Keep up the great work! You know, many people
    are hunting round for this info, you could help them greatly.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: