ხეტიალი სუპერმარკეტებში

supermarket2

ძალიან მიყვარს სუპერმარკეტებში ხეტიალი. ხეტიალი და პროდუქტების არჩევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რაიმე ამბის/დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება და მეგობრებთან ერთად ხდება.

kinopoisk.ru

რამდენი შთამბეჭდავი სცენის გათამაშების ადგილად გვევლინება მაღაზია ფილმებში: ექსებთან თუ ყოფილ მეგობარ/მეზობლებთან უეცარი შეხვედრის, სროლის/გარჩევის/ძარცვის/მძევლების აყვანის, ძნელბედობის ჟამს შესაფარებელი ადგილის და ა.შ. თუმცა, რეალობაში პირადად მე ნაკლებად მქონია ასეთი შემთხვევები: არც წარსული მოგონებების აღმძვრელ პირს შევხვედრივარ და არც რაიმე განსაკუთრებული სცენის მომსწრე გავმხდარვარ.

Home-Alone

რამდენჯერ მინატრია ბავშვობაში ამა თუ იმ მაღაზიაზე, ჩემი ყოფილიყო. წარმოვიდგენდი ხოლმე პირველ რიგში რას მივვარდებოდი და გავუსინჯავდი გემოს – მაშინ მთავარ ადგილზე, რა თქმა უნდა, ტკბილეულობა იყო. საბედნიეროდ, დღეს ბევრად კომფორტული და დიდი არჩევნის მქონე სუპერმარკეტები გვაქვს, ვიდრე არც თუ ისე შორეულ წარსულში. “ჯიხურებიდან სუპერმარკეტებამდე” – ასე შეიძლება დავარქვათ 90-იანებიდან დღემდე განვლილ ისტორიას. თუმცა, დღესაც ბევრგან შეგხვდებათ მოწკიპული მაღაზიები,  სადაც ასანთისა და პურის გარდა არაფერი იყიდება, მაგრამ მაინც “სუპერმარკეტებად” იწოდება :)))

supermarket8

ერთი სიამოვნებაა მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წასვლა თავისი პატარ-პატარა თავგადასავლებით: ურიკებზე კატაობით, კამათით – რომელი სასმელის ყიდვა სჯობია, მხიარული ან მომაბეზრებელი კონსულტანტებითა და ბოლოს, რა თქმა უნდა, როცა სუპერმარკეტს სასურველი პროდუქტებით ხელდამშვენებული და დახუნძლული ტოვებ.

მოკლედ, ზოგჯერ, ასეთი მცირე რაღაცებიც საკმარისია ბედნიერებისთვის.

supermarket9

, , ,

  1. #1 by Kate on February 15, 2015 - 10:00 pm

    მე სულ მიყვარს სუპერმარკეტში სიარული. არასადღესასწაულო დღეებშიც. “ფუდმარტ”-ში ისეთი გაბადრული შევდივარ ხოლმე😀😀😀

    • #2 by dreamar on February 16, 2015 - 6:33 am

      ამჟამად რუსთაველის “სმარტი” არის ჩემი საყვარელი სუპერმარკეტი :დ

      • #3 by Kate on February 16, 2015 - 6:41 am

        ეგრე შორს არ დავდივარ ხოლმე, აქვე ჩემს ქუჩაზევე არის “ფუდმარტი”.

  2. #4 by Sophie SUNNY Golden on February 22, 2015 - 12:51 pm

    ბოლო გიფ რა ბოროტულია რა :პ გული გაუხეთქეს ქალს.

    მეც ზუსტად ამაზე დავფიქრდი იმ დღეს, სუპერმარკეტში რომ შევედი და “რა გინდა სულო და გულოს” გადავხედე. მგონი, აღარაფერი არსებობს დღეს, რაც არ იყიდება და რაც შეიძლება ადამიანმა ვერ იყიდო. გასაგებია, არიან ადამიანები, რომ ვერ ყიდულობენ, მაგრამ ისე არა, როგორც 90-იანებში, მახსოვს. სნიკერსი და მარსი ნომერი პირველი ეგზოტიკა და дикость იყო ჩემი თაობის ბავშვებისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: