კურორტი შოვი – მინი ჩერნობილი

სოფელი შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. გარდა ულამაზესი ტყისა და მთებისა, კურორტი ცნობილია თავისი წყლებით: ტერიტორიაზე სხვადასხვა შემადგენლობის მქონე მინერალური წყლის თექვსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი. შოვის ჰავასა და მჟავე წყლებს სამედიცინო ჩვენება აქვს: კურორტი საუკეთესო ადგილია სუნთქვის ორგანოთა, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებების, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემის, ანემიის მქონეთათვის.

მცირე ისტორია: კურორტის დამაარსებელია ექიმი შამშე ლეჟავა, რომელიც წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. ევროპაში განათლებამიღებული ექიმი საკურორტო საქმიანობით დაინტერესდა: ის აქტიურად ეცნობოდა და შეისწავლიდა ევროპულ კურორტებს. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1913 წელს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე შამშე ლეჟავამ კურორტის გახსნაზე დაიწყო მუშაობა. თუმცა, იდეის ხორცშესხმა მხოლოდ ათი წლის შემდეგ, 1923 წელს მოხერხდა. შოვის მშენებლობა 1928 წელს დასრულდა. ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტად იქცა.

უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ შოვში ბევრი რამ არც შეცვლილა. უფრო სწორედ, თუკი რამე გაკეთდა, ისიც ძალიან დიდი ხნის წინ. აქ დრო გაჩერებულია. ყველაფერს სიძველის სუნი ასდის. კურორტის ტერიტორიაზე ბევრ დანგრეულ შენობას შეხვდებით, რომლებიც ძველად მაღალჩინოსანთა დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. სანატორიუმის ტერიტორიაზე განთავსებული სკამები დაჟანგებულია და დანგრეული, მინერალურ წყლებთან მისადგომი ადგილებიც უკეთესად მოწყობას საჭიროებენ. დარჩენილ და მთელ შენობებში ისევ იღებენ დამსვენებლებს. მცირე ცვლილებების მიუხედავად, აქ საბჭოეთის სუნი დგას. დღევანდელ დროში მსგავსი დაძველებული ინფრასტრუქტურა და მიტოვებული შენობები მხოლოდ ჩერნობილის ფოტოებზე მინახავს.

შოვი

shovi1

გაჩერება შოვში შესაძლებელია ოჯახური ტიპის სასტუმროებში, სადაც ოთახებს აქირავებენ, სასტუმრო “შოვში” ან კოტეჯებში. ფასი ერთ ადამიანზე სამჯერადი კვებით 35 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, შოვში მდებარეობს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანსეტ შოვი”, რომელიც 2013 წელს გაიხსნა.  “სანსეტ შოვში” ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 60$-დან იწყება, თუმცა, ზაფხულში ნომრები ორჯერ ძვირია ხოლმე.

shovi2

ტრანსპორტს და გზას რაც შეეხება: გზა უწერიდან ფუჭდება – აქ ასფალტი მთავრდება და ქვა-ღორღიან და მტვრიან გზაზე მოგიწევთ ჯაყჯაყი. ტრანსპორტი შოვიდან ონამდე კვირაში ერთხელ, განსაზღვრულ დროს, დილაადრე მიდის. სხვა დროს პირადი ავტომობილით უნდა გადაადგილდეთ, ასევე რამდენიმე მგზავრის მოგროვებისა და შორ მანძილზე გადაადგილების შემთხვევაში შესაძლებელია მიკროავტობუსის გამოძახება. რამდენჯერაც ვიყავი შოვში, ორივე გზაზე (წასვლა-წამსოვლა) ავტოსტოპით ვიმგზავრე. პირველ ჯერზე 15-მდე კმ-ის გავლა ფეხით მოგვიწია, თან გზაშიც დაგვაღამდა. მდინარის გამაყრუებელ ხმაურში, უკაცრიელ გზაზე, ხშირი ტყე რომ აკრავს გარს, სრულ სიბნელეში სიარული დღეს ტკბილად მახსენდება :დ

shovi3

shovi 4

პროდუქტები და საჭირო ნივთების შეძენა ონშია შესაძლებელი. შოვის ერთადერთი მცირე მაღაზია წელს დაკეტილი დაგხვდა. მართალია, უწერაშიც არის ჯიხურის ტიპის მაღაზია, მაგრამ იქ მცირე არჩევანია.

რა შეგიძლია გააკეთო შოვში? თუ არ გიყვართ ტყე-ტყე და მთა-მთა სიარული, აუცილებლად წაიღეთ რამე წიგნი ან ფილმებით დახუნძლული ფლეშკა, თორემ “ჩაყრუვდებით”. მაღაზია აქ არაა, კაფეებსა და ბარებზე და ნებისმიერი სხვა ტიპის გასართობ დაწესებულებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თუ ბუნებაში ბოდიალი გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვის სამოთხეა: ძალიან ბევრი ადგილი შეგიძლიათ მოინახულოთ: ღურშევის ნასოფლარი, ბუბის მყინვარი, თბილისას მყინვარი, უძირო ტბა, მამისონის უღელტეხილი, რომლის იქით უკვე რუსეთთან საზღვარია…

გამოგადგებათ: საკვებად ვარგისი სოკოს ცნობა თუ იცით, მშიერი არ დარჩებით: შოვის ტყეში უამრავი სოკოა.😀

ფანტასტიური ადგილია შოვი, მაგრამ სანამ ის განუვითარებელი და გაყინული ინფრასტრუქტურით მინი ჩერნობილს ემსგავსება, რაჭა ბევრ პოტენციურ ტურისტს დაკარგავს.

 

 

, , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: