Posts Tagged არჩევნები

ხელისუფლების საფრთხობელა – ბიძინა


ხელისუფლებას ახალი საფრთხობელა გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახით. ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია, როგორმე ჩამოაშოროს მილიარდერი ბიზნესმენი პოლიტიკურ ასპარეზს. ამის დასტური თუნდაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად ვერც პარტიას შექმნის და ვერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საპირისპიროს ამტკიცებს ივანიშვილის ადვოკატი. დარწმუნებული ვარ, ქართულ პროსახელისუფლებო მედიაში მალე გამოჩნდება სტატიები და სიუჟეტები, სადაც ბიზნესმენს მოღალატედ და რუსეთის აგენტად შერაცხავენ და გაგვიმხელენ, რა ბინძური გზით იშოვა ფული. ამის მცდელობა უკვე არის 🙂

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ვიცი მის შესახებ? ბევრი არც არაფერი: ვიცი, რომ ბიზნესმენია, აქვს ბევრი ფული, ჰყავს მომღერალი შვილი ბერა და გამიგია, რომ ბევრ ადამიანს დახმარებია ფინანსურად. დღემდე მისი ფოტოც არ მქონდა ნანახი :დ ფაქტია, რომ ივანიშვილის გამოჩენამ მეტად საინტერესო პროცესები გამოიწვია. საინტერესოა, კიდევ რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს ბიძინა, ხელისუფლება და ოპოზიცია, ვინ ვის მოსცხებს ჩირქს. ხელში პოპკორნმომარჯვებული ვადევნებ თვალყურს შექმნილ სიტუაციას 🙂

და მაინც, რამ აიძულა ადამიანი, რომელსაც არაფერი აკლია, პოლიტიკაში წასულიყო?

პ.ს ისე კი “ტეხს” ბიძინა რომ გქვია (რა ვქნა, არ მომწონს ეს სახელი, მითუმეტეს პოლიტიკოსს არ შეეფერება, ჩემი აზრით :დ)

, , , , , ,

2 Comments

სკანდალური ინფორმაცია

ფოტოს პირველწყარო

მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სკანდალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საზოგადო პირთანაა დაკავშირებული. ამის მაგალითად ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის თავს გადახდენილი ამბის გახსენებაც კმარა. სკანდალებისადმი დიდი დროის დათმობის გამო ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ყურადღების მიღმა რჩება სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დროს მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ვერ გაითვალისწინებს/ვერ გაიხსენებს არსებით ინფორმაციას კანდიდატის შესახებ.  რადგან სკანდალი უკეთ ამახსოვრდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაეფუძნება სწორედ ამ სკანდალურ ინფორმაციას.

სკანდალი იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას და უკეთესად შემოინახება მეხსიერებაში. რატომ ამახსოვრდება ადამიანს სკანდალი არასკანდალურ ამბავზე უფრო მეტად? Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments

შთაბეჭდილებები არჩევნებზე

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები ავად თუ კარგად, დარღვევებით თუ მათ გარეშე, შედგა. არ დავიწყებ ამის განხილვას პოლიტიკურ ჭრილში: ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქენი ისედაც არ უჩიოდნენ ასეთი სახის ინფორმაციის სიმწირეს. მინდა დავწერო ამ არჩევნებზე ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ პირველად მივიღე მონაწილეობა არჩევნების გაშუქებაში. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა შექმნა სპეციალური ექსპერიმენტული ბლოგი ამ არჩევნებისთვის, რომელზეც ინფორმაციას ათავსებენ როგორც ბლოგერები, ასევე ტრადიციული მედიის წარმომადგენლები. მეც ერთერთი იმ ბლოგერთაგანი ვარ. აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია http://geoelection.ge/

არჩევნებისთვის მზადება წინა დღით დავიწყე: ჩავალაგე ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი – საშვი, პირადობა, ბლოკნოტი, პასტა, ორი მობილური დამტენიანად, ფოტოაპარატი დამტენიანად, ჩამწერი, “სალფეთქი”, სველი “სალფეთქი”, სარკე, ტუჩის დამარბილებელი საშუალება (მის გარეშე არ შემიძლია :პ), წყალი, იოგურტი, ფული. ვეცადე ადრე დამეძინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. 3 საათი მეძინა მხოლოდ 😐 6ზე უკვე ფეხზე ვიყავი. ჩავიცვი. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება კომფორტულად: კეტები, ჯინსები, მაისური.

გავუდექი გზას ჩემს საარჩევნო უბნამდე: კრწანისის ოლქი, უბანი 23, რომელიც მდებარეობს 153-ე სკოლაში. საუკუნეა ამ სკოლაში არ ვყოფილვარ, მეგონა ისევ მოსწავლე ვიყავი და გაკვეთილზე მივისწრაფოდი 😛 ზუსტად 7 საათზე უბანზე შევედი და დათვალიერება დავუწყე, მაინტერესებდა, თუ იყო გამოკრული წესისამებრ საარჩევნო სიები, ხმის მიცემის ინსტრუქცია და ა.შ. გამოკრულ საარჩევნო სიას სურათი გადავუღე. ისე მოხდა, რომ გვერდით მდგარი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც მოხვდა კადრში. მაშინვე გამომხედა და აგრესიული ტონით მითხრა: რატომ მიღებ? წაშალე. კომისიის თავმჯდომარის გაცნობაც ასე უნდა 😛 რადგანაც ტრენინგზე მკაცრად გაგვაფრთხილეს: არ შეხვიდეთ კონფლიქტში კომისიის თავმჯდომარესთან თუ სერიოზულ დარღვევას არ ეხება საქმე, მას შეუძლია შარი მოგდოთ და გაგაძევოთ უბნდიდან, მეც მშვიდად, ღიმილით ვუთხარი: კი ბატონო, რა პრობლემაა. ფეხი შევადგი თუ არა უბანზე, მაშინვე გავიფიქრე: აქ ალბათ დიდი დარღვევები მოხდება-მეთქი და გაყალბების მცდელობაც იქნება. მაგრამ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. არჩევნებმა ამ უბანზე ყოველგვარი მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე ჩაიარა. თავმჯდომარე კი ჩემი უბნელი აღმოჩნდა: “უი შენ ოლიას გოგო არ ხარო?”,”კი-მეთქი” და ისე ტკბილად დამიწყო საუბარი: “რამხელა გაზრდილხარო, ვერ გიცანიო და ა.შ”. რას შვრება რა ეს ნაცნობობა 😀

დღის განმავლობაში მომიწია ძალიან ბევრ ადგილას მისვლა: პრესკონფერენციებზე, სხვადასხვა უბნებზე…ვაკის მე-6 უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ მაძელვდა იმის უფლებას, რომ ჩანაწერთა წიგნი: მხოლოდ მდივანს აქვს ამის უფლებაო. როგორ გეკადრებათ!!! როგორც 2ჯერ 2 ოთხია ისე აქვს უფლება დამკვირვებელს ნახოს ჩანაწერთა წიგნი. საბოლოოდ მაინც ვნახე ის რაც მინდოდა 😛

როგორ განახორციელა გოგი თოფაძემ საკუთარი ხმის მიცემის უფლება, მაგის ნახვის ბედნიერებაც მქონდა 😀 საათი ველოდებოდი მის გამოჩენას უბანზე, მარტო მე კი არა, უამრავი ჟურნალისტი. შეიძლება ითქვას, რომ გოგის გამო ერთმანეთს გადაუარეს ოპერატორებმა.

ალასანიას პარტიის ოფისში პარტიის წარმომადგენლების განცხადების მოლოდინში ჟურნალისტებმა აღარ იცოდნენ თავი რითი გაერთოთ: ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი გაშეშობანას. თითქმის ყველა ჩიოდა, რომ აქ ყოფნა გვიან ღამემდე მოუწევდათ და ნატრულობდა “ნეტა მალე დასრულდეს ეს არჩევნებიო”.

საღამოს ისევ ჩემს საარჩევნო უბანზე დავბრუნდი. ხმების დათვლა იყო პრობლემური პროცესი, იმიტომ რომ რაღაც აერიათ და ბალანსი არ დაჯდა. თან მდივანი გვიშლიდა ნერვებს (მე და ახალგაზრდა დამკვირვებლებს): ძალიან ნელა შეჰქონდა მონაცემები ოქმში.

სახლში იმდენად დაღლილი მოვედი, რომ საჭმლის გემოც ვერ გავიგე (გემოს რეცეპტორებზეც იმოქმედა ალბათ ამ დაღლილობამ :D). არჩევნებზე დაკირვების შედეგად შემდეგ დასკვნებამდე მივედი:
1. ძალიან ბევრს, როგორც საარჩევნო კომისიის წევრთაგან, ასევე დამკვირვებელთაგან, არც კი ჰქონდა წაკითხული საარჩევნო კოდექსი.
2. იყვნენ დამკვირვებლები, რომლებსაც სულაც არ აინტერესებდათ, როგორ წარიმართებოდა არჩევნები და არც ადევნებდნენ მათ თვალს.
3. უცხოელი დამკვირვებლებისა და კამერა-მიკროფონიანი ხალხის დანახვაზე კომისიის თავმჯდომარეებს ჟრუანტელი უვლიდათ ხოლმე 😀

4. საჩივრის დაწერა კომისიის თავმჯდომარისთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია 😀

, , , , , , , , ,

%(count)s კომენტარი

Traditional Media vs Social Media

დღეს გავიცანი ბლოგსივრცის კორიფეები (:P): დოდკა, თინი, ლანდიშა, katiee, piccolina . დოდკამ შემოგვთავაზა მინიპროექტში მონაწილეობა, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით შედგება. პროექტი შემდგომში მდგომარეობს: უნდა გავაშუქოთ არჩევნების პროცესი თბილისის უბნებში. ამასთან ერთად რეგიონებში არჩევნებს გააშუქებენ იქაური მედიის წარმომადგენლები. შემდეგ ეს ინფრომაცია დაიდება ბლოგზე და მოხდება ტრადიციული (რეგიონის ჟურნალისტები) და სოციალური მედიის (ჩვენ, ბლოგერები) მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება. ამ ყველაფერს ერთგვარი “კონკურსის” სახე ექნება.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე გავიცანი ასევე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები. ძალიან კარგი ტიპები არიან. გულისხმიერები, აქტიურები, ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ, გამოცდილება გაგიზიარონ. ია ანთაძისგან ბევრი მსმენია რეგიონის ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე. ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტრადიციულ და სოციალურ მედიას შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათ უპირატესობებსა თუ ნაკლზე. ორივე “ბანაკის” წარმომადგენლები ვცდილობდით წარმოგვეჩინა ჩვენი მედია უპირატესად მეორესთან შედარებით 😀 უნდა აღინიშნოს რომ ორივეს აქვს ნაკლი და დადებითი მხარე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს მხარეები: ტრადიციული მედიის უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მას სოციალურთან შედარებით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს. (თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა ჩემი აზრით. აქტიური ინტერნეტიზაციის პირობებში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო გაიზრდება). ასევე ინფორმაცია არის უფრო მეტად ობიექტური. ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ შესაძლებელია მედიის კონტროლი, ჟურნალისტები შეზღუდულები არიან თავისუფლებაში. სოციალური მედიის დადებითი მხარეა ის, რომ ინფორმაციის გავრცელება არ არის დაკავშირებული არანაირ ფინანსებთან (მთავარია ხელი მიგიწვდებოდეს ინტერნეტზე). ასევე ამ ინფომაციის გაცნობაც არაა დაკავშირებული ხარჯებთან. ინფორმაცია არის უფრო მრავალფეროვანი, სოციალური მედიის მუშაკები (ოჰ როგორ მიყვარს ეს სიტყვა მ უ შ ა კ ი ) უფრო თავისუფლები არიან. უარყოფითი მხარეა ის, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ა) ზედმეტად სუბიექტური, ბ) პირადული – სავსებით შესაძლებელია ვინმემ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს ინფორმაცია. რადგან სოციალური მედიის წარმომადგენლები არ იცავენ სტანდარტებს, მაგალითად, არ გადაამოწმებენ იფორმაციას და გრძნობენ ნაკლებ პასუხისმგებლობას, ამის გამო უფრო დიდი შანსია გახდნენ დეზინფორმაციის გამვრცელებლები.

რომელი მედია უფრო დიდ ნდობას იმსახურებს საზოგადოებაში, ამის გარკვევა რთული საკითხია. მე მაგალითად, ამბებს რა ხდება საქართველოში, ძირითადად facebook-იდან და ბლოგებიდან ვიგებ. რა თქმა უნდა ამით არ ამოუწურება ტრადიციული და სოციალური მედიის შედარების თემა. რავ ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ის ჩამოვთვალე.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა გაგვიზიარეს არჩევნების გაშუქების გამოცდილება. ესე იგი, თუ ოდესმე მოგინდებათ დააკვირდეთ არჩევნებს, პირველი რიგში უნდა ა) გაიაროთ აკრედიტაცია ცესკო-ში, ბ) გაეცნოთ საარჩევნო კოდექსს, გ) მოიპოვოთ საჭირო კონტაქტები (გქონდეთ კავშირი სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ). უკვე ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე და დააკვირდეთ არჩევნებს, ჩაინიშნოთ დარღვევები, სტატისტიკური მონაცემები არჩევნებისა, საინტერესო განცხადებები და მოკლედ ყველაფერი ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

მე პირადად არჩევნების ორი სხვადასხვა მედიის წამომადგენლების მიერ გაშუქებისა და მერე შედარებების გაკეთების იდეა საინტერესოდ მომეჩვენა. მთავარია როგორი გამოვა ეს ყველაფერი. წავედი ახლა, საარჩევნო კოდექსს უნდა გადავხედო 😀 😀 😀

, , , , ,

დატოვე კომენტარი

%d bloggers like this: