Posts Tagged ბლოგი

პირველი ინტერნეტ ფორუმი თბილისში

iforum5

24 მაისს თბილისში პირველი ინტერნეტფორუმი გაიმართა. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი თემებით დატვირთული გამოვიდა. გაეცა პასუხი შემდეგ ზოგადსაკაცობრიო კითხვებს: “აქვს თუ არა პორნოს არსებობის უფლება”, “ვინ გააფუჭა ქართველი ბლოგერები”, “ვინ ვის ბაღჩაში ისროლა ქვა ქართულ ბლოგოსფეროში”და ა.შ. ეს ხუმრობით, თუმცა, ღონისძიებაზე ამ საკითხების წამოჭრამ ძალიან გაახალისა აუდიტორია. 🙂 ფორუმის მომხსენებლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს ისეთი საინტერესო თემების შესახებ, როგორიცაა: ონლაინ აქტივიზმი, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ონლაინ ჟურნალის წარმოება და ა.შ.

სესიიდან ონლაინ ჟურნალის წარმოების შესახებ  ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ “ამ საქმით ფულს ვერ იშოვი”. ამიტომ, ვინც გეგმავთ ონლაინ ჟურნალის გამოშვებას, არ შეიქმნათ ილუზია, რომ გამდიდრდებით: მაქსიმუმი რასაც შეძლებთ, საკუთარი თავის შენახვაა. დამამახსოვრდა ასევე ლაშა ქავთარაძის (http://photoessay.ge/) რჩევა, რომ ონლაინ ჟურნალის გაკეთება არ უნდა დაიწყოთ მეგობრებთან ერთად. ეს ბევრ რამეში შეგიშლით ხელს. ლევან პაიჭაძემ (http://ideahub.ge/) ჟურნალების მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტორების ნახევარზე მეტი ideahub.ge-ს მობილურებიდან, პლანშეტებიდან, აიპედებიდან სტუმრობს.  პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს უფროდაუფრო ნაკლებად გამოიყენებენ. ონლაინ ჟურნალის შემქმნელებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

iforum2

ნიკა დავითაშვილმა “პარტიზანული მებაღეობიდან” ისაუბრა როგორ აქტიურად იყენებენ ისინი სოციალურ მედიას სხვადასხვა აქციის ორგანიზებასა და დაგეგმვაში. განსაკუთრებით twitter-ს ისეთ აქტივისტებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და მხოლოდ “ფანრიან” ნოკიას იყენებენ.

სპიკერებმა ისაუბრეს ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, რომ “მიკრობლოგინგი კლავს ბლოგინგს”. ამას მოყვა მიკრობლოგინგისა და ბლოგინგის შედარება. კითხვაზე რა არის საჭირო ბლოგინგის განვითარებისთვის, დოდი ხარხელს (http://digit.ge/ შემდეგი პასუხი ჰქონდა რომ, ერთადერთი რამ, რაც ბლოგინგის განვითარებას ჭირდება, არის ინტერნეტის გავრცელება.

iforum4

იცოდით თუ არა რომ საჯარო ინფორმაციის გამოწერა ინტერნეტის მეშვეობით, განცხადების დაწერის, შემდეგ მისი კანცელარიაში ჩაბარებისა და ათასი პროცედურის გავლის გარეშე შეგიძლიათ? ამისთვის my.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდეთ. 2013 წლიდან  ყველა საჯარო დაწესებულებას საკუთარ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა. ასეთი ინფორმაცია მოიცავს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურას, წესდებასა და ბიუჯეტს; ინფორმაციას შესყიდვების შესახებ და ა.შ ლევან ავალიშვილის (http://idfi.ge/) თქმით, ასევე იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს პეტიციის ელექტრონულად შექმნისა და ხელმოწერების მოგროვების შემდეგ მისი მთავრობისთვის გადაგზავნის საშუალება ექნება. თუმცა, ერთია რომ მონაცემები ქვეყნდება და მეორეა რამდენად დაინტერესებულები არიან მოქალაქეები ამ მონაცემების ნახვითა და გაანალიზებით, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართვით. ეს თემები განიხილეს ღია მმართველობაზე დისკუსიისას.

iforum3

ონლაინ სატირაზე საუბარი სესსიის მოდერატრომა, ნიკა ქავთარაძემ, გულწრფელი აღიარებით დაიწყო: “არასდროს ვყოფილვარ მოდერატორი, სამაგიეროდ ვყოფილვარ თამადა” . ინტერნეტთან მისი შეხება მირკით დაიწყო. ნიკამ გაიხსენა კურიოზებიც: თუ როგორ აღმოჩნდა მირკში მის მიერ გაცნობილი გოგო ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი კაკაბაძის მიერ გაცნობილი გოგო კი – დათო გოგიჩაიშვილი.

ონლაინ სატირაზე დისკუსიისას, საბა ლეკვეიშვილმა (http://chiti.ge/) აღნიშნა, რომ ძალიან უხარია, როცა ვინმე “ჩიტი.ჯის” ნიუსს იჯერებს. ამგვარად გამოდის, რომ მიზანი მიღწეულია: ვიღაც დაიტროლა. 

საინტერესო იყო ასევე სესია ბავშვის აღზრდისა და ბლოგინგის შესახებ. სესიას წარუძღვა მშობლებისთვის და ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობის მქონე ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო ბლოგის http://ganatlebageo.wordpress.com/ ავტორი თამარ გაბისონია. 

ბოლო სესია სამოქალაქო ჟურნალისტიკას შეეხო. კითხვას “ჩაანაცვლებს თუ არა სამოქალაქო ჟურნალისტიკა მედიას” არაერთგვაროვანი პასუხები მოყვა დამსწრეებისა და სპიკერებისგან. თქვენ როგორ გგონიათ? პირადად მე ვფიქრობ, რომ ვერ ჩაანაცვლებს.

დისკუსიის პარალელურად ეკრანზე თვალს ვადევნებდით ფორუმის დამსწრეთა მეტად სახალისო ტვიტებს ჰეშთეგით #IFTbilisi14.

მოკლედ ძალიან ვისიამოვნე პირველი ინტერნეტფორუმით. იმედია, მომავალ წელსაც დავესწრები ამ ივენთს ^^

ფოტოები აღებულია ინტერნეტფორუმის გვერდიდან.

 

Advertisements

, , , , , , , , , , ,

5 Comments

უნდა ჰქონდეს თუ არა ჟურნალისტს ბლოგი

ბევრ მედიასაშუალებაში ჟურნალისტს ეკრძალება ბლოგის წარმოება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მედიამუშაკმა პირადი აზრების საჯაროდ გამოხატვისას შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიასაშუალების სახელს. გარდა ამისა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან იკლოს ნდობამ მედიამუშაკის მიერ შექმნილი პროდუქტისადმი. ჟურნალისტის ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი ობიექტურობაა და როცა წინასწარ იცი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაინახო მის სტატიებში/სიუჟეტებში ამ შეხედულების გავლენა და სუბიექტურობაში დაადანაშაულო.

მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს ბლოგის წარმოების უფლება უნდა ჰქონდეს.

1) რთულია საკუთარი აზრები მიჩქმალო. ისინი მაინც იპოვიან გამოვლინების გზებს :დ თუნდაც არავერბალურს: შეიძლება ძახილის ერთ ნიშანსა ან ერთ გამოხედვაში ჩანდეს ადამიანის დამოკიდებულება.

2) პირადი აზრი არ გამორიცხავს ობიექტურობას.

3) პირადი აზრი ზოგჯერ (ჩემს შემთხვევაში კი უმეტესწილად) უფრო საინტერესოა, ვიდრე ობიექტური მოსაზრება.

ჟურნალისტი არ არის გრძნობადაცლილი რობოტი. ისევე როგორც სხვა ყველას, მასაც გააჩნია ინდივიდუალური შეხედულებები. მნიშვნელობა ენიჭება იმას, სად გამოხატავს ის საკუთარ აზრებს. ჟურნალისტური მასალის მომზადება პროფესიული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როცა ვეცნობი ნიუსებს, სულ არ მაინტერესებს ჟურნალისტის პირადი აზრები, ამ დროს მინდა გავიგო სუბიქტურობისგან დაცლილი ამბები. მაგრამ ცარიელი, მშრალი ფაქტების უკან ბევრად საინტერესო რაღაცებია. ხშირად პირადი შეხედულებები, ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა უფრო მაინტერესებს, ის, რაც არ ხვდება სტატიასა თუ სიუჟეტში. ბლოგი თან საჯარო სივრცეა და თან პირადი. გასაჯაროებული პირადი სივრცე უფრო ამრთებული იქნება ალბათ :დ ბლოგის კითხვისას (ყოველ შემთხვევაში პერსონალური ბლოგის კითხვისას) მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ავტორი მათ წინაშე წარდგება, პირველ რიგში, როგორც ინდივიდუალური შეხედულებების მქონე ადამიანი და არა ჟურნალისტი. მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ავტორის ობიექტურობაზე. თანაც ხომ შეიძლება ჟურნალისტი სრულიად განსხვავებულ თემებს ეხებოდეს ბლოგზე და არა იმას, რაზეც მუშაობს. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტით ეკრძალება პოსტების წერა.

ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა (როცა არც მედია-მუშაკები იქნებიან “წაგებულები” და არც მათი ხელმძღვანელები) არის მისცე უფლება მედია-მუშაკს აწარმოოს ბლოგი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით (მაგალითად, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული განცხადებები).

ბოლოსდაბოლოს თვითგამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, ჟურნალისტები რატომ უნდა იყვნენ “დაჩაგრულები” ამ მხრივ? :პ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

, , , , , , , , , , , , ,

19 Comments

რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა 😐 თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი 😐 ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :)))

, , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

dreamar.wordpress.com ერთი წლისაა!

ამას წინათ ბლოგებს ვათვალიერებდი და ამ პოსტის წაკითხვისას გამახსენდა, რომ ჩემს ბლოგსაც დაბადების დღე აქვს. დიახ ზუსტად ერთი წლის წინ 2009 წლის 17 აპრილს დავწერე პირველი პოსტი ამ ბლოგზე. ეს ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოსტია 😛
რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში? დავოსტატდი თუ არა ბლოგინგში? გავხდი თუ არა ბლოგოსფეროს ღირსეული წარმომადგენელი? 😛
ჩემი ბლოგის ვიზიტორთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი სიზარმაცის (?) ბრალია: ძალიან იშვიათად ვპოსტავ. როცა მკითხველი შემოდის შენს გვერდზე და ახალი არაფერი ხვდება დიდი ხნის განმავლობაში, ამის გამო, რა თქმა უნდა, დაკარგავ მას. ამასთან უნდა აღვნიშნო, როცა ბლოგს ვქმნიდი ვიზიტორთა დიდი რაოდენობის მოზიდვა სულაც არ დამისახავს მთავარ მიზნად. უბრალოდ მინდოდა მეწერა ჩემ ყოველდღიურობაზე, ფიქრებზე, შეხედულებებზე, მეგობრებზე და ა.შ. რა სჯობს იმას, როცა ვინმე ეცნობა შენს აზრებს. სოციალური მედია კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. (ბოლო დროს იმდენი რამ მოვისმინე სოციალური მედიის სიკეთეზე, არ შემეძლო პოსტში არ გამესვა ხაზი ამისთვის: რათა გამოჩნდეს თანამედროვე ადამიანი რომ ვარ :თვითირონია: :D:D:D ) ბლოგი (პირადს ვგულისხმობ) ჩემთვის საჯარო დღიურივითაა. დღიურების წერა კი ყოველთვის მიყვარდა. ბევრი მიზეზი არსებობს რატომ უნდა გახდე ბლოგერი. ამ საკითხზე წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო პოსტს, რომლის ავტორი 12 წლის (!) მალაიზიელი ბავშვია. გირჩევთ წაიკითხოთ 🙂
როგორი ბლოგი ითვლება წარმატებულად? რომელსაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს? ჩემი აზრით, მხოლოდ ეს არ კმარა. თქვენ რას დაამატებდით ?
მოკლედ წარმატებას ვუსურვებ ჩემს ბლოგუკას! 😀

, , , , , ,

4 Comments

თურმე რა ხდება ქვეყნად!

ჩემს ერთერთ პოსტში გიამბობდი, თუ როგორ გამოვხატე პროტესტი ქართული მედიის მიმართ (ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება). ჩემი პროტესტი ახლაც გრძელდება: ისევ არ ვადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებს. სიახლეებს ძირითადად ბლოგებიდან და facebook-დან ვიგებ. არადა თურმე რა ამბები არ ხდება ქვეყნად. მივსეირნობ დღეს რუსთაველზე და ვხედავ გზა გადაკეტეს. გამოჩნდა უამრავი ადამიანი დროშით ხელში. მორიგი საპროტესტო აქცია არ გეგონოთ, თურმე მასობრივ სცენას იღებდნენ ფილმისთვის. ფილმის რეჟისორი ვინმე რენი ჰარლინია. (“კერკეტი კაკალი 2”) ვინმე რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მეცნობა. ფილმი 2009 წლის აგვისტოს ომზეა. რაც მთავარია, სააკაშვილის როლს თამაშობს ენდი გარსია. (რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს) ფრიად გავოცდი დღეს პარლამენტის წინ ინგლისურად მოლაპარაკე ენდი გარსია რომ დავინახე საქართველოს პრეზიდენტის როლში. ფილმი ზოგადად ომისსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება. ვიღაცამ მითხრა, ჯოშ ჰარტნეტიც თამაშობსო რაღაც როლს და უნდა ჩამოვიდესო საქართველოში. რატომღაც არ მჯერა. (ისევე, როგორც შევარდნაძის გადადგომის ან ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის ამბავი არ მჯეროდა :D). ძალიან საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ქართულ-ოსური კონფლიქტი ფილმში. ამის გაგების საშუალება კი 2010 წლის მაისში მექნება, როცა ფილმი ეკრანზე გამოვა.

, , , , , , , , , , ,

4 Comments

%d bloggers like this: