Posts Tagged თაზო

როგორ შევხვდი მოცარტს

“თუ ქალაქში გამგზავრებას აპირებთ, და უნდა იცოდეთ, რომ უნივერსიტეტი დიდი ქალაქია, _ აუცილებლად შეხვდებით ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს. ამიტომ გირჩევთ შინ დარჩეთ. დარჩეთ შინ!” ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ეს კურტ ვონეგუტის რჩევაა. იმ ვონეგუტისა, რომელიც მართლაც რომ ენამოსწრებულად ხუმრობდა. ხუმრობა კი როგორც თვითონ ამბობს, თავდაცვის კარგი საშუალებაა და სიცილს ძალიან ხშირად შიში იწვევს. აქამდე მხოლოდ ერთი ამერიკელი კურტი მხიბლავდა: ლამაზი და ცისფერთვალება, განწირული ხმით რომ გვიმღეროდა:”Come as you are, as you were, as I want you to be, as a friend, as a friend, as an old enemy”. დიახ, აბერდინში 1967 წელს დაბადებული Nirvana-ს გიტარისტი და ვოკალისტი, გრანჟის მამა _ კურტ კობეინი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი ამერიკელი კურტი გავიცანი: კურტ ვონეგუტ უმცროსი, 1922 წელს ინდიანაპოლისში დაბადებული მწერალი, იუმორის უბადლო ოსტატი (უბადლო – რა უცნაური სიტყვაა). ის, რაც ნამდვილად უნდოდა ამ მწერალს “ხალხისთვის სიცილით შვების მოგვრა იყო. ასპირინის აბის მსგავსად, იუმორიც შეიძლება შვებისმომგვრელი აღმოჩნდეს.” ვონეგუტის სიცილის აბები წარმატებული და შვებისმომგვრელი გამოდგა, რადგან მსოფლიო მასშტაბით მას უამრავი მომხმარებელი გაუჩნდა. Read the rest of this entry »

Advertisements

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

10 Comments

სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

6 Comments

%d bloggers like this: