Posts Tagged თბილისი

5 მიზეზი, რის გამოც თოვლი არ უნდა გიყვარდეს

ფოტოს პირველწყარო

წლევანდელმა ზამთარმა ბევრის გული გაახარა და დიდი ხნის ნატვრა აუსრულა: როგორც იქნა თბილისში თოვლმა დადო.  მართლაც, ზამთარს თუ არ იგუნდავე, თოვლის ბაბუები არ გააკეთე, თხილამურებით არ ისრიალე  (ან ზამთრის სხვა სპორტით არ დაკავდი), მაშინ რაა ზამთარი? :))  მიყვარს თოვლით დაფარული, გაშლილი სივრცის ყურება. მიყვარს თოვლი მაშინ, როცა ქალაქიდან სადმე შორს, მიყრუებულ ადგილას ხარ, ბუხარს უზიხარ და ცხელ ჩაის სვამ, გარეთ კი დიდი, თეთრი ფიფქები ცვივა.  მაგრამ მაინც არ მესმის იმ ხალხის, ვინც თბილისში თოვლის მოსვლას ნატრობს. საკმარისია, მცირედ მოთოვოს თბილისში, რომ (1) საგზაო მოძრაობა მაშინვე ფერხდება. თოვლით დაფარული გზები საათობით იკეტება, რის გამოც მგზავრობისთვის დაგეგმილი 30 წთის ნაცვლად 2 ან მეტი საათი გჭირდება. (2) თოვლიან დღეს დაგვიანება 90%ითაა გარანტირებული, ნებისმიერი მნიშვნელობის საქმის გადადებაც. (3) დღისით ნანატრი თოვლი დნება, ღამით იყინება და საბოლოოდ ვიღებთ ყინულ-თოვლის მასას, რის გამოც გუნდაობაც შეუძლებელი ხდება და ქუჩაში სიარულიც. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ: (4) თოვლის გამო გზებზე იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების, (5) საავადმყოფოებში კი _ მოტეხილობების მქონე პაციენტთა რიცხვი. 

მაინც რატომ უნდა გინდოდეს თბილისში თოვლის მოსვლა? იმიტომ, რომ ლამაზია? თუ გუნდაობის გამო?  რა ინფანტილურობაა! რა ფასი აქვს ამ სილამაზეს, თუ მის გამო ადამიანები შავდებიან.

ფოტოს პირველწყარო 

Advertisements

, , , , ,

18 Comments

თბილისის მერიის მორიგი სიურპრიზი

გუშინ მეტროს სადგურებში სალაროებთან უჩვეულო რიგები იდგა. თბილისის მერიამ მცირე სიურპრიზი მოუწყო მოქალაქეებს: სამგზავრო ბარათის მფობელებს უსასყიდლოდ 5 ლარი ერიცხებათ. 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გააქტიურება ნებისმიერი მეტროსადგურის სალაროში შეიძლება 1 იანვრამდე. ეს ამბავი თბილისელებს თავად მერმა, გიგი უგულავამ, ახარა გუშინ მეტროსადგურ “ავლაბარში” სტუმრობისას. ცოტა უნცაურია ამ სიურპრიზის მიზეზი, რომელსაც მერია ასახელებს – გაძვირებული მგზავრობის კომპენსაცია. რატომ გაახსენდათ გაძვირებული ტრანსპორტით შეწუხებული მოქალაქეები მაინცდამაინც ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი უკვე რამდენიმე თვეა რაც გაიზარდა? ან რატომ გადაწყვიტეს, რომ კომპენსაციისთვის 5 ლარი კმარა?

ფაქტია, რომ მიუხედავად მგზავრობის ღირებულების გაძვირებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევდაისევ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ტრანსპორტის გადაადგილების მოუწესრიგებელი გრაფიკი, გადატენილი ავტობუსები, ერთი უბნიდან მეორეში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის საჭიროება, ძველი “მარშუტკები” ძველი პირობებით და ახალი, გაძვირებული ტარიფი. თუ მართლა მოქალაქეთა კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნავს მერია, არ ჯობდა ის 5 მილიონი ლარი, რაც ბარათებზე თანხის ჩარიცხვისთვის გამოიყო, სხვა რამისთვის, თუნდაც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოეყენებინა? :/

მოკლედ, ტყუილად ცდილობს მერია მოქალაქეთა გულის მოგებას ამ ნაბიჯით, რომელიც, სხვა არაფერია, ჩემი აზრით, თუ არა თბილისის ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვა. :/

, , , , , , , , ,

3 Comments

დაბრუნება

როცა დიდი ხნით ვცილდები ხოლმე მშობლიურ ქალაქსა და უბანს, დაბრუნებისას გაუცხოების გრძნობა მეუფლება. მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა. ისეთივე მომეჩვენა თბილისი, როგორიც დავტოვე.

ჩემი შიში გამართლდა: სახლი არეულ-დარეული დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გზამ საშინლად დამღალა, მაშინვე ცოცხს ვტაცე ხელი და გამოგვა დავიწყე. ვერ ვიტან დალაგებას, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად ვერ ვიტან დაულაგებელ სახლს:პ პირველი სიურპრიზი კატებმა შემომთავაზეს: დააფსეს ჩემს გახნილ ჩანთას, რომლიდანაც ტანსაცმლის ამოლაგებას ვაპირებდი. ოხ, ეს კატები რა ნერვებს მიშლიან ხოლმე, არადა სახლში დაბრუნებამდე რამდენჯერ მინატრია ახლა რომელიმე კატა კალთაში მყავდეს-მეთქი წამოსკუპებული და ვეფერებოდე. მგონი უკვე მოთხოვნილებად მექცა ფისოებისთვთვის თავზე ხელის გადასმა :დ

ჩემი დის რეაქცია ჩემს დანახვაზე: რა ჯუნგლებიდან გამოქცეულს გავხარ! :/ ჩემი რუჯი არ მოეწონა. მე კი მომწონს ჩემი შოკოლადისფერი. არადა ვინ წარმოიდგენს, რომ ჩემს თოვლივით თეთრ კანს ასე გაშავება ძალუძს. :დ

ერთ-ერთი რამ რაც მაკლდა დასვენების დროს, ფეისბუქი იყო 🙂 ხოდა ძნელად მისახვედრი არაა, რომ ჭამის შემდეგ კომპიუტერს მივახტი: ისევ საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო სტატიები, სასაცილო ვიდეოები, სულელური სტატუსები, დისკუსიები, ფრენდ რიქუესტები, მოკლედ ზღვა ინფორმაცია! მეც ხარბად დავეწაფე.

ღამის 11 საათზე უკვე მეძინება. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ _ აღარ მომიწევს სხვებისთვის თხოვნა: გაიღვიძეთ, ნახეთ რა კარგი ამინდია, წამოდით ზღვაზე!

, , , , , ,

2 Comments

%d bloggers like this: