Posts Tagged თსუ

Landmark – ჩემი ლავსთორი :)

Landmark-თან რომ კარგი მოგონებები მაკავშირებს, ადრეც მითქვამს. ხოდა ამ მოგონებების შესახებ მინდა დავწერო მცირე პოსტი.

2008 წლის 10 აპრილს ახლადშექმნილი Landmark “როკკლუბში” პირველ კონცერტს მართავდა. თსუ-ში პაიჭაძესთან დავალებად ვოისერის მომზადება მქონდა. ვინც არ იცით რა არის ვოისერი, გეტვყით, რომ ეს არის რადიო-მასალა (ინგლისურიდან voice – ხმა), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და გამოწვლილვით აღწერს ამა თუ იმ მოვლენას. „ვოისერის“ პირველი ნაწილი შესავალია, რომელსაც წერს რეპორტიორი და ეთერში კი წამყვანი კითხულობს. მეორეს და ძირითად ნაწილის თავად ავტორი, ანუ რეპორტიორი წერს და კითხულობს. გადავწყვიტე, რომ ჩემი ვოისერი Landmark-ის სასცენო დებიუტის შესახებ ყოფილიყო. სათითითაოდ ჩავწერე ბენდის წევრები. რესპონდენტთა საუბარს ფონად ბენდის სიმღერები დავადე. ოღონდ ცოტა მონტაჟით გავერთე და მოსაუბრეთა ნებისმიერი ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა და პაუზები ამოვჭერი. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ პაუზები, “მმ” და ა.შ სრულიად ზედმეტია, რომ მსმენელს არ უნდა დაახარჯინო დრო მსგავსი რაღაცების მოსმენაზე. შედეგად რესპოდენტთა საუბარი ცოტა აჩქარებული და არაბუნებრივი გამოვიდა :)) მაგრამ მთავარი ეს არ არის. კონცერტზე დამინახა და ყურებამდე შევუყვარდი ადამიანს, რომელთანაც დღემდე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. არა ვიტყუები, ყურებამდე არ შევუყვარდი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მოვეწონე და love at first sight-ის მსგავსი ემოცია გავუჩინე :დ

ხოდა აი ასე, Landmark–ის პირველ კონცერტზე პირველად დამინახა ჩემმა მომავალმა გულისსწორმა და პირველი დანახვისთანავე შევუყვარდი :დ

Landmark დღემდე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია 🙂

, , , , , , ,

2 Comments

რჩევები პირველკურსელებს


სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. უნივერსიტეტი ცხოვრების ახალი ეტაპია და ახალ პრობლემებთანაა დაკავშირებული. რადგან უნივერსიტეტში საკმაო დრო გავატარე, გავკადნიერდები და მცირე რჩევებს მივცემ პირველკურსელებს 🙂

1. სანამ სწავლა დაიწყება, მანამდე შეიარეთ უნივერსიტეტში. ბევრი პროცედურა სწავლის დაწყებამდეა მოსაგვარებელი (რეგისტრაცია, საგნების არჩევა). სასწავლებელში დროულად არგამოცხადების გამო ბევრ სტუდენტს შექმნია სერიოზული პრობლემები. ამ მხრივ ჩემი თსუ-ში სწავლისას დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული საგნების არჩევა. საგნის სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატებოდა ხოლმე ლექციაზე სტუდენტთა დასაშვებ რაოდენობას. ამიტომ უნდა მოგეხერხებინა და სხვებზე სწრაფად დარეგისტრირებულიყავი.

2. ლექტორებისა და იმ საგნების შესახებ, რომელთა სწავლაც მოგიწევთ, შეაგროვეთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია. გაიგეთ ა) რამდენად საინტერესოა იმ ლექტორის ლექციები, რომელსაც დაესწრებით. მერე მთქნარება და სულ იმაზე ფიქრი “როდის დამთავრდება ეს ოხერი ლექცია” რომ არ მოგიწიოთ. ბ) რამდენად ღირებულ მასალას მოგაწვდით ლექტორი, რამდენად გამოგადგებათ თქვენი პროფესიის შესწავლაში. საინტერესო არ უდრის გამოსადეგს. ერთ-ერთ ლექციაზე ფრიად საინტერესოდ გაგვყავდა დრო: ლექტორთან ათას თემაზე ვსაუბრობდით, ფსიქოლოგიურ ტესტებს ვავსებდით, თუმცა ღირებულს არაფერს ვსწავლობდით. გ) რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს მისი საგნის სწავლა. ბევრმა ლექტორმა “დაშინება” იცის ხოლმე: ჩემი საგნის სწავლა რთულია და დიდ დროს მოითხოვსო. ამიტომ ამ ინფორმაციის მისაღებად სჯობს სხვა წყარო მონახოთ, მაგალითად სტუდენტები. ერთ სემესტრში რამდენიმე რთული საგნის აღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. დ) აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება როგორი სახის ლიტერატურის გამოყენება მოგიწევთ: შეიძლება ლიტერატურის უმეტესი ნაწილი იმ ენაზე იყო დაწერილი, რომელიც არ იცით. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეგიქმნით: მოგიწევთ ვინმეს ათარგმნინოთ, სხვისი ნათარგმნის სწავლა კი ჩინურის სწავლას უდრის. ე) გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია ლიტერატურა და სად შეიძლება მისი შოვნა. შეიძლება ბიბლიოთეკაში სიარული და წიგნის მოლოდინში დიდი დროის გატარება მოგიწიოთ. ამიტომ კარგია მსგავს გართულებებს თუ წინასწარ განსაზღვრავთ და მათ მოგვარებას შეეცდებით: მაგალითად, ვინმე სხვა სტუდენტისგან ითხოვებთ ლიტერატურის ქსეროასლებს. წინასწარ გაფრთხილებთ: გამოყავით თქვენს სახლში ადგილი ქსეროასლებისთვის! დიდი ალბათობაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მასალა შეგიგროვდებათ მაკულატურისთვის :პ ვ) გაარკვიეთ ასევე შეფასების სისტემა. განსაკუთრებით მათ, ვისაც ფრიადზე სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების სურვილი აქვს. ზ) შეეცადეთ წარმოდგენა იქონიოთ თქვენი ლექტორის ხასიათზე :პ საყვარელი და “ბუნჩულა” ლექტორი შეიძლება დესპოტი აღმოჩნდეს, რაც, განსაკუთრებით, შეფასებების დაწერის დროს გამოჩნდება. ლექტორებზე უფრო ვრცლად შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

3. ბევრი აბიტურიენტისთვის მთავარი მიზანი ჩაბარებაა, ჩაბარების შემდეგ კი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს სწავლაზე. გახსოვდეთ, ჩაბარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის დამთავრება.

ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეთ სილაბუსი, პირადი დაკვირვება, იკითხეთ სხვა სტუდენტებთან, ლექტორებთან და ა.შ. წარმატებულ სასწავლო წელს გსიურვებთ!

, , , , ,

2 Comments

ჩვენი დროის დინოზავრები _ ორიოდე სიტყვა ძველ ბიჭებზედ

ძირითადად შავი სამოსით იმოსება. აქვს მკაცრი და აგრესიული მზერა. ყოველ 5 წუთში იფურთხება და იგინება დედას. ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებიდან სულ მცირე ახასიათებს მწეველობა. ატარებს დანას. პატარა წვრილმანზეც შეიძლება გამოგეკიდოთ და აგიტეხოთ ჩხუბი: მაგალითად თუ “ცუდად” შეხედეთ ან თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და გრძელი თმა გაქვთ. დროის უმეტესობა გაჰყავს ქუჩაში, ძმა-ბიჭების თავშეყრის ადგილზე _ ე.წ. “ბირჟაზე”_ ჩაცუცქულს. ხანდახან სერიოზული საქმეებიც გამოუჩნდება, როგორიცაა მაგალითად ქუჩური გარჩევები ან ჩხუბი. ჩმორებს “აწერს” ფულს ან ნებისმიერ ნივთს რაც მოეწონება. სძულს “ძაღლები”. კარგად იცის, რომ “ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს პოლიციის ჩაურევლად”. აქვს საუბრის განსაკუთრებული მანერა: ცხვირში ლაპარაკობს და სიტყვებს ხრინწით წარმოთქვამს. უსმენს ძირითადად რეპს. საყვარელი ფილმი _ სავარაუდოდ “ნათლიმამა” ან “ნაიარევი სახე”. “ქურდული გაგება” და ძმა-ბიჭები მისთვის ყველაზე მაღლა დგას. არავითარი სწავლა-განათლება, სამსახური არ აინტერესებს. მოკლედ, მისი სამომავლო პერსპექტივა ნულია. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ძველ ბიჭზე.

იყო დრო, როცა ქურდული წესები უფრო მეტად ფასობდა ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე კანონი. როცა ფიქრობდნენ, რომ “აუცილებელია ბიჭმა გაიაროს ქუჩის სკოლა”. ბევრი თავსაც იწონებდა იმით, რომ ახალგაზრდობაში წარმატებით გაიარა ეს სკოლა. მათ შორის პოლიტიკოსებიც. შავ-ბნელ 90-იანებთან შედარებით დღეს ძველი ბიჭების რიხცვმა იკლო. ბევრი მიხვდა, რომ “კაიბიჭობა” სხვა არაფერია თუ არა დროის კარგვა, დისკრიმინაციისა და უკანონობის მხარდაჭერა და უპერსპექტივობა. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში დღემდე არის შემორჩენილი “ძველბიჭური ” გაგება. გაოცებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი, როცა გავიგე, როგორ ხვდებოდნენ ჩემს ერთ მეგობარ მეტალისტ ბიჭს ძველი ბიჭები დანებით და ემუქრებოდნენ, ხოლო როცა მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, შემდეგი პასუხი მიიღო ” აბა, ამხელა თმით რომ დადიხარ რა გგონია? თმა შეიჭერი და პრობლემებიც აღარ გექნებაო”; როგორ ცემდა მას მეტროში ხუთი ძველი ბიჭი ისევდაისევ განსხვავებული გარეგნობის გამო, ხალხი კი იდგა და პირიქით აქეზებდა მოძალადეებს “ასე უნდა მისნაირებსო”; როგორ მოუვიდა ჩხუბი უნივერსიტეტში (თსუ-ს მეორე კორპუსში!) და დაცვამ იმ მოტივით გააშველა, რომ “სადმე მოფარებული ადგილი ნახეთ და იქ იჩხუბეთო” 😐

სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები დღესაც ხდება, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ “ძველბიჭობა” დროის ანაქრონიზმია, რასაც მალე გააცნობიერებს საზოგადოება. ძველი ბიჭების დრო წავიდა, ჩემს თვალში კი ისინი უბრალოდ გოიმები არიან. (მე მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის:დ)

, , , , , , , , , , , , , , ,

26 Comments

ნანატრი თავისუფლება ანუ რა კარგია ცხოვრება გამოცდების შემდეგ

როგორც იქნა მოვრჩი გამოცდებს!!! ბედნიერი ვარ ამით. გამოცდების დანიშვნა მარტო იმიტომაც შეიძლება იყოს კარგი, რომ მათი ჩაბარების მერე თავს თავისუფლად გრძნობ. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვარ. ჩემთვის ერთერთი ყველაზე კარგი დრო გამოცდებისშემდგომი პერიოდი, როცა იცი რომ ყველაფერი უკან ჩამოიტოვე და არც დავალებათა დედლაინები გაღელვებს და არც ის, რომ რომელიღაც საგანში სამეცადინო გაქვს. არც სახლში გარბიხარ დროზე ადრე იმ საბაბით, რომ კოლოკვიუმისთვის უნდა მოემზადო და არც ალკოჰოლური სასმელის დალევაზე ამბობ უარს. გაქვს ბევრი თავისუფალი დრო და ვისაც გინდა იმას დაუთმობ: შეყვარებულს, მეგობრებს, წიგნს, ფიქრს თუ უსაქმურობას.:)) მართალია, უნივერსიტეტში იმ პროგრამაზე, რაზეც ვსწავლობ, გამოცდების ჩაბარება მთლად რთულიც არ არის, მაგრამ მე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ასეთ რამეებს. გამოცდაზე მოუმზადებელი ვერ მივალ. ბევრ ლექტორსა და მასწავლებელს უთქვამს, რომ გამოცდები მხოლოდ ფორმალობაა და სულაც არაა საჭირო მათი ჩატარება, რადგან მათ გარეშეც კარგად იციან ვინ რა და როგორ ისწავლა. მე ვერ დავეთანხმები ამ აზრს. სხვა თუ არაფერი, გამოცდა მასალის გამეორების კარგი საშუალებაა. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

11 Comments

გამოცდების პერიოდი

ჩემს ცხოვრებაში დაიწყო სწავლისა და ღამეებისთევების პერიოდი: მოკლედ რომ ვთქვა, გამოცდები დამეწყო. მანამდე კი იყო ორკვირიანი სმა და დროსტარება :D(ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი გამომივიდა) ახალი წლიდან ძველით ახალ წლამდე. დღემდე არ მესმის რას ზეიმობენ ხოლმე ძველით ახალ წელს. ჩემთვის ახალი წელი არის 31 დეკემბერს და მაქსიმუმ 3 იანვრამდე გასტანოს, მერე ახალი წლის ზეიმი უკვე უაზრობად მიმაჩნია. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გავა ეს დაუსრულებელი მილოცვების პერიოდი 😐 წელს ძველით ახალ წელს ისეთი განწყობით შევხვდი, როგორიც 31 დეკემბერსაც არ მქონია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჯერ კიდევ 2009 წელი იყო და ზუსტად 12ზე მოვიდოდა 2010 🙂
ახლა რაც შეეხება გამოცდებს: არ მიყვარს ეს პერიოდი ( ან ვის უყვარს ნეტა). თუმცა, ამ პერიოდის გავლა შვებას მგვრის. თქვენ უნდა ნახოთ რა ბედნიერი ვარ ხოლმე ბოლო გამოცდას რომ ჩავაბარებ 🙂 ცოტა არ იყოს ბევრი მასალა მაქვს სასწავლი და რომ მახსენდება იმდენს ვნერვიულობ 😐 მერე უცებ დავფიქრდები ხოლმე, მე უნივერსიტეტის ამ სემესტრულ გამოცდებზე ასე ვნერვიულობ და წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებსაც გაცილებით რთულ სიტუაციაში უწევთ ყოფნა. პირველ რიგში რაც თავში მომდის ხოლმე, ომის დროს სახლში ქმრების გარეშე დარჩენილი ქალები არიან. მათ შვილებიც უნდა აღზარდონ, ომში წასულ ქმრებზეც იფიქრონ და ანუგეშონ კიდეც სხვები მაშინ, როცა მათ თვითონ სჭირდებათ ნუგეში. ან კიდევ მრავალშვილიანი დედა მახსენდება, რომელმაც არ იცის რით გამოკვებოს თავისი შვილები. მაინცდამაინც ეს მაგალითები რატო მომდის თავში არ ვიცი, ან რა შესადარებელია რაღაც გამოცდები ასეთ მძიმე პრობლემებთან. ალბათ ფილმების ბრალია 😀 არადა დიდი ხანია მსგავსი სიუჟეტის ფილმი არ მინახავს. მოკლედ, მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი კარგად იქნება!!! (გამამხნევებელი სიტყვები ყველასთვის :P)

, , , , ,

2 Comments

პირველი დღეები თსუ-ს მაგისტრატურაში

როგორც იქნა დამეწყო სწავლა მაგისტრატურაში. მიუხედავად სწავლის დაწყებისა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გარკვეული ვინ ჩაირიცხა თსუ-ში მაგისტრატურის იმ პროგრამაზე, რომელზეც ვაბარებდი (სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია). ბაკალავრიატი ჟურნალისტიკის განხრით დავამთავრე, არ მინდოდა ისევ იმავე განხრით გამეგრძელებინა სწავლა: ისევ იმავეს გამეორება მომიწევდა, რაც 4 წლის განმავლობაში ვისწავლე, ოღონდ უფრო გავრცობილი ფორმით. რადგანაც ფსიქოლოგია მაინტერესებს და თანაც ჩემი მაინორი სპეციალობაა, ამიტომ გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამაც ამ მიმართულებიდან ამერჩია.
სწავლა ორი კვირის დაგვიანებით დაგვეწყო. კი ვიცოდი თსუ-ში რა სიტუაციაა (განსაკუთრებით ფსიქოლოგების კორპუსში), მაგრამ მაინც რაღაც უკეთესის იმედი მქონდა. მაინც მაგისტრატურაა, თან ფსიქოლოგიის ეს განხრა ძალიან საინტერესოა. მაგრამ შევცდი 😐 ლექტორები სრულიად უღიმღამოდ კითხულობენ ლექციებს. იმდენად მომაბეზრებელი იყო პირველივე ლექცია, სად გავქცეულვიყავი არ ვიცოდი. მოწყენილობისგან “მესიჯობა”დავიწყე, როგორმე რომ გამეძლო ერთი საათი. ლექციათა განრიგი ცუდადაა შერჩეული: შუადღეს იწყება. ასე რომ თუ სამსახურის დაწყება გინდა, ძალიან გაგიჭირდება შეუთავსო სწავლას. იმედგაცრუებული ჭავჭავაძის უნივერსიტეტში წავედი. იქნებ იქ იყოს-მეთქი კიდევ მიღება მაგისტრატურაში. თანაც დავით პაიჭაძე ასწავლის ჭავჭავაძის მაგისტრატურაში ჟურნალისტიკას. მეც მასწავლიდა თსუ-ში რადიოგადაცემის მომზადებას. ერთერთი საუკეთესო ლექტორია იმათგან, ვისაც ვიცნობ. დიდი ინტერესითა და ყურადღებით მომისმინა. დამაკვალიანა. ჟურნალისტიკის განხრით სწავლის გაგრძელება არ მირჩია, ახალს არაფერს ისწავლიო, ჟურნალისტიკაში არ დაიკარგებიო, მთავარია პრაქტიკა და სჯობს რაიმე სხვა ცოდნას დაეუფლოო. ასეთი ლექტორები, რომლებიც კოლეგებად მიგიჩნევენ და მუდამ გამონახავენ სტუდნტების დასახმარებლად დროს, თსუ-ში ცოტაა. სამწუხაროდ, ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საბუთების მიღება უკვე დამთავრებული იყო 😐
გადავწყვიტე, თუ გრანტს ვერ ავიღებ, სწავლას არ გავაგრძელებ. ახლა ვფიქრობ და ვნანობ, რა მინდოდა ჯავახიშვილში რომ ვაბარებდი? 😐

, , , , , ,

11 Comments

ახალ ეტაპზე გადასვლა


დღეს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ბოლო ლექცია მქონდა. სკოლას რომ ვამთავრდებდი, ბევრად უფრო დამწყდა გული, ვიდრე ახლა. თვალი გადავავლე “ცოდნის ტაძარში” 😛 განვლილ წლებს. ბევრად მეტი ცოდნის მოცემა შეეძლო დედა-უნივერსიტეტს ჩემთვის, ვიდრე მივიღე. ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მქონდა კამერასთან შეხება. მოკლედ პრაქტიკული სამუშაოს ნაკლებობა – ეს პრობლემა დიდი ხანია არის უნიში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკობს ამ საკითხზე, ჯერჯერობით მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
თსუ-ში შემთხვევით აღმოვჩნდი, თეატრალურში ვაბარებდი და აქ ამოვყავი თავი. უნიში მოსვლის პირველი დღეც კარგად მახსოვს: როგორ შეგვყარეს ერთმანეთისთვის უცნობი, მომავალი კურსელები დარბაზში და გვაცნობდნენ ჩვენს მომავალ ლექტორებს. მაშინ საშინელი იმედგაცრუება განვიცადე 😐 მაგრამ მას შემდეგ გავიდა ხანი და უნისაც მივეჩვიე, მე-6 კორპუსი მშობლიური გახდა ჩემთვის:) სტუდენტობის გემო კარგად მაინც ვერ ვიგემე. უნიში სტუდენტური ცხოვრება ხომ ძალზე მდარეა. მიუხედავად ამისა, უნიში სტუდენტობის პერიოდს მაინც აქვს თავისი ხიბლი. მე ეს პერიოდი უკვე განვვლე და ახლა უკვე ახალ ეტაპზე გადასვლის დროა:)

, , , , ,

5 Comments

%d bloggers like this: