Posts Tagged ლექცია

ცოტაოდენი რამ ლექტორების შესახებ

ისინი სხვადასხვანაირები არიან: მოხუცები, ახალგაზრდები, მკაცრები, საყვარლები, სკოლის მოსწავლის მსგავსები, ზურგზე “რუგზაკმოკიდებულები” და ყურში “ნაუშნიკ” გარჭობილები (კი ასეთებიც არსებობენ!), საბჭოთა ყაიდის და პროგრესულად მოაზროვნეები, მცოდნეები და ამ ცოდნის გადმოცემის უნარიანები ან პირიქით _ უუნარონი, პლაგიატორები, ზარმაცები (ლექციის ჩატარება რომ ეზარებათ), საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონენი (“20 წელია უნივერსიტეტში ვასწავლი და მსგავსი რამ არავის უკადრებია ჩემთვის” :დ), კონტაქტურები, უცნაურები, აი, ისეთები ვერაფერს რომ ვერ გაუგებ, პატრიოტები, ჰომოფობები, დესპოტები და ა.შ.

ნუ მოელით მათგან ობიექტურობას! ისინი ყოველთვის მეტნაკლებად სუბიექტურები არიან შეფასებების დაწერისას. ჰყავთ “ლუბიმჩიკები”, რომლებსაც თითქმის ყოველთვის უწევენ შეღავათებს.

ხშირ შემთხვევაშო ცოდნაზე მეტად ზრდილობას აფასებენ: ათიათასჯერ ზრდილობა დაფასდაო, ხომ გაგიგიათ ეს ანდაზა, ხოდა სულ რომ არაფერს სწავლობდეთ და მხოლოდ ლექციებზე იაროთ და ზრდილობიანად მოიქცეთ, ლექტორი ამას დაგიფასებთ :დ

უყვართ როცა უსმენენ გაფართოებული თვალებით, ინტერესდებიან მათი მონაყოლით და კითხვებს უსვამენ. დისკუსია კარგია, მაგრამ უმეტესობას მოსწონს, როცა სტუდენტები მის აზრს ეთანხმებიან.

მნიშვნელოვანია სტუდენტის იმიჯი, როგორია ის ლექტორის თვალში. ამაზეა დამოკიდებული მათი სამომავლო ურთიერთობა. მაგალითად, თუ ბევრს საუბრობთ ჭკვიანური სახით, მიუხედავად იმისა, რომ ლექციის თემის აზრზე არ ხართ, გამუდმებით გინდათ გამოხატოთ თქვენი შეხედულება, ლექტორს უკეთესად დაამახსოვრდებით ვიდრე მაგალითად, ყურადღებით რომ უსმენდეთ და ხმას არ იღებდეთ, სანამ თვითონ არ გკითხავდეთ რამეს. ოღონდ ასეთ დროს დიდი შანსია, რომ სხვა სტუდენტებს მოაბეზრებთ თავს :დ

გახსოვდეთ, რომ ლექტორების უმრავლესობას ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს და მხოლოდ გამორჩეულები ამახსოვრდება :პ

Advertisements

, , , ,

2 Comments

რჩევები პირველკურსელებს


სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. უნივერსიტეტი ცხოვრების ახალი ეტაპია და ახალ პრობლემებთანაა დაკავშირებული. რადგან უნივერსიტეტში საკმაო დრო გავატარე, გავკადნიერდები და მცირე რჩევებს მივცემ პირველკურსელებს 🙂

1. სანამ სწავლა დაიწყება, მანამდე შეიარეთ უნივერსიტეტში. ბევრი პროცედურა სწავლის დაწყებამდეა მოსაგვარებელი (რეგისტრაცია, საგნების არჩევა). სასწავლებელში დროულად არგამოცხადების გამო ბევრ სტუდენტს შექმნია სერიოზული პრობლემები. ამ მხრივ ჩემი თსუ-ში სწავლისას დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული საგნების არჩევა. საგნის სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატებოდა ხოლმე ლექციაზე სტუდენტთა დასაშვებ რაოდენობას. ამიტომ უნდა მოგეხერხებინა და სხვებზე სწრაფად დარეგისტრირებულიყავი.

2. ლექტორებისა და იმ საგნების შესახებ, რომელთა სწავლაც მოგიწევთ, შეაგროვეთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია. გაიგეთ ა) რამდენად საინტერესოა იმ ლექტორის ლექციები, რომელსაც დაესწრებით. მერე მთქნარება და სულ იმაზე ფიქრი “როდის დამთავრდება ეს ოხერი ლექცია” რომ არ მოგიწიოთ. ბ) რამდენად ღირებულ მასალას მოგაწვდით ლექტორი, რამდენად გამოგადგებათ თქვენი პროფესიის შესწავლაში. საინტერესო არ უდრის გამოსადეგს. ერთ-ერთ ლექციაზე ფრიად საინტერესოდ გაგვყავდა დრო: ლექტორთან ათას თემაზე ვსაუბრობდით, ფსიქოლოგიურ ტესტებს ვავსებდით, თუმცა ღირებულს არაფერს ვსწავლობდით. გ) რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს მისი საგნის სწავლა. ბევრმა ლექტორმა “დაშინება” იცის ხოლმე: ჩემი საგნის სწავლა რთულია და დიდ დროს მოითხოვსო. ამიტომ ამ ინფორმაციის მისაღებად სჯობს სხვა წყარო მონახოთ, მაგალითად სტუდენტები. ერთ სემესტრში რამდენიმე რთული საგნის აღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. დ) აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება როგორი სახის ლიტერატურის გამოყენება მოგიწევთ: შეიძლება ლიტერატურის უმეტესი ნაწილი იმ ენაზე იყო დაწერილი, რომელიც არ იცით. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეგიქმნით: მოგიწევთ ვინმეს ათარგმნინოთ, სხვისი ნათარგმნის სწავლა კი ჩინურის სწავლას უდრის. ე) გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია ლიტერატურა და სად შეიძლება მისი შოვნა. შეიძლება ბიბლიოთეკაში სიარული და წიგნის მოლოდინში დიდი დროის გატარება მოგიწიოთ. ამიტომ კარგია მსგავს გართულებებს თუ წინასწარ განსაზღვრავთ და მათ მოგვარებას შეეცდებით: მაგალითად, ვინმე სხვა სტუდენტისგან ითხოვებთ ლიტერატურის ქსეროასლებს. წინასწარ გაფრთხილებთ: გამოყავით თქვენს სახლში ადგილი ქსეროასლებისთვის! დიდი ალბათობაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მასალა შეგიგროვდებათ მაკულატურისთვის :პ ვ) გაარკვიეთ ასევე შეფასების სისტემა. განსაკუთრებით მათ, ვისაც ფრიადზე სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების სურვილი აქვს. ზ) შეეცადეთ წარმოდგენა იქონიოთ თქვენი ლექტორის ხასიათზე :პ საყვარელი და “ბუნჩულა” ლექტორი შეიძლება დესპოტი აღმოჩნდეს, რაც, განსაკუთრებით, შეფასებების დაწერის დროს გამოჩნდება. ლექტორებზე უფრო ვრცლად შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

3. ბევრი აბიტურიენტისთვის მთავარი მიზანი ჩაბარებაა, ჩაბარების შემდეგ კი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს სწავლაზე. გახსოვდეთ, ჩაბარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის დამთავრება.

ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეთ სილაბუსი, პირადი დაკვირვება, იკითხეთ სხვა სტუდენტებთან, ლექტორებთან და ა.შ. წარმატებულ სასწავლო წელს გსიურვებთ!

, , , , ,

2 Comments

ახალ ეტაპზე გადასვლა


დღეს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ბოლო ლექცია მქონდა. სკოლას რომ ვამთავრდებდი, ბევრად უფრო დამწყდა გული, ვიდრე ახლა. თვალი გადავავლე “ცოდნის ტაძარში” 😛 განვლილ წლებს. ბევრად მეტი ცოდნის მოცემა შეეძლო დედა-უნივერსიტეტს ჩემთვის, ვიდრე მივიღე. ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მქონდა კამერასთან შეხება. მოკლედ პრაქტიკული სამუშაოს ნაკლებობა – ეს პრობლემა დიდი ხანია არის უნიში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკობს ამ საკითხზე, ჯერჯერობით მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
თსუ-ში შემთხვევით აღმოვჩნდი, თეატრალურში ვაბარებდი და აქ ამოვყავი თავი. უნიში მოსვლის პირველი დღეც კარგად მახსოვს: როგორ შეგვყარეს ერთმანეთისთვის უცნობი, მომავალი კურსელები დარბაზში და გვაცნობდნენ ჩვენს მომავალ ლექტორებს. მაშინ საშინელი იმედგაცრუება განვიცადე 😐 მაგრამ მას შემდეგ გავიდა ხანი და უნისაც მივეჩვიე, მე-6 კორპუსი მშობლიური გახდა ჩემთვის:) სტუდენტობის გემო კარგად მაინც ვერ ვიგემე. უნიში სტუდენტური ცხოვრება ხომ ძალზე მდარეა. მიუხედავად ამისა, უნიში სტუდენტობის პერიოდს მაინც აქვს თავისი ხიბლი. მე ეს პერიოდი უკვე განვვლე და ახლა უკვე ახალ ეტაპზე გადასვლის დროა:)

, , , , ,

5 Comments

%d bloggers like this: