Posts Tagged პირსინგი

სტერეოტიპები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს

ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ (პ.ს ზოგადად გამოთქმა “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” :დ)

ქართველის ბუნებაში კანონმორჩილება არ დევს

ლამაზი ქალი სულელია

ქალს უყვარს როცა მამაკაცი უხეშად ეპყრობა

ქალს არ უნდა ენდო

კაცები არ ტირიან

ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია

ქალი ცუდი მძღოლია

ქალის მთავარი ფუნქციაა იყოს კარგი მეუღლე და დედა

რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე

კაცი ქალზე ჭკვიანია (ამას ხშირ შემთხვევაში მოსდევს “აბა, დამისახელე რომელიმე მეცნიერი ქალი”)

კაცს არ უხდება გრძელი თმა, პირსინგი და ა.შ

როკერები სატანისტები არიან

ესაა რაც გამახსენდა. (რომ გამახსენდება კიდევ დავამატებ :დ) თქვენ მიერ შეძულებული სტერეოტიპებიც დაამატეთ კომენტარებში.

პ. ს გილოცავთ ახალ 2012 წელს! გისურვებთ თქვენი სტერეოტიპების მსხვრევას :დ 🙂

, , , , , ,

15 Comments

I’m sorry …

შენზე იმდენ ხანს ვოცნებობდი…
ერთ მშვენიერ დღესაც მხვდა წილად ბედნიერება ამესრულებინა ეს ოცნება. სიამოვნებით დაგითმე ჩემს სხეულზე ბინა. ისეთი მოხარული ვიყავი ამით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. მაპატიე, მაგრამ ვერ შეგეჩვიე, შენ ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნი. ძალიან მომწონხარ, ერთი წუთითაც არ მინანია ჩვენი ურთიერთობის დაწყება, ყოველთვის ვიამაყებ ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ გამიგე, მე ასე აღარ შემიძლია. თან ზაფხული არ არის მთლად კარგი პერიოდი ჩვენი ურთიერთობისთვის. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება: ცოტა ხნით მაინც, გარკვეული დროით ჩვენ უნდა დავშორდეთ. გახსოვდეს, მე შენ ისევ ძალიან ძალიან მომწონხარ. მშვიდობით, ჩემო პირსინგო!!!
P.S. Morticia, ვწუხვარ თუ ამ ჩემი გადაწყვეტილებით იმედები გაგიცრუე.

, , , , , ,

11 Comments

I did it!!!

როგორც იქნა მე ეს გავაკეთე. არადა უკვე ორი წელია მინდა. ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა. გუშინწინ კი უცებ თავში დამარტყა ან დღეს ან არასდროს–მეთქი და ავიხდინე დიდი ხნის სურვილი: პირსინგი გავიკეთე ტუჩის ქვემოთ. ამ დღიდან თუკი სადმე ნაცნობი მხვდება დაახლოებით ასეთი დიალოგი იმართება ჩევნს შორის:
– ვაუუ პირსინგიიი! გიხდება. სად გაიკეთე?
– სახლში.
– სახლში? :O ვინ გაგიკეთა?
– მე თვითონ.
– მართლააა? არ გეტკინა?
– ისე რა.
– გამაყუჩებელი დალიე?
– არა.
– აუუ როგორ გაუძელი…
ნემსის გაყრის პროცესის დროს ტკივილი საერთოდ ვერ ვიგრძენი. თან რაღაც წუთები მოვუნდი. გამიხარდა, თურმე რა ადვილი ყოფილა–მეთქი, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. უშუალოდ პირსინგის გაკეთების პროცესი იყო ძალიან რთული. სქელი აღმოჩნდა და ვერაფრით ვერ ეტეოდა ნახვრეტში. რამდენჯერმე მომიწია კიდევ გახვრეტა რამდენიმე ნემსით. ბევრი წვალების მერე როგორც იქნა გავიკეთე პირსინგი, ისე გამიხარდა მისი მეორე ბოლოს დანახვა კანის გარე მხარეს 🙂

ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე. ჭამის დროს მგონია რომ გადამეყლაპება და ამიტომ ძალიან ნელა და პატარა ლუკმებით ვჭამ 😐 პირსინგის გამოცვლაც მინდა. საქართველოში პირსინგების მეტად მწირი არჩევანია. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც ამდენი ხანი არ ავისრულე ჩემი სურვილი – თბილისის მასშტაბით ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი მოსაწონი პირსინგი: ძალიან ცოტაა, თითქმის სულ ერთნაირები და თან უბრალოები. სჯობს საზღვარგარეთ შეიძინოთ, გამოიწეროთ რომელიმე საიტიდან. მე ვერ მოვაბი მაგას თავი 😛 ხო კიდევ თუ გინდათ პირსინგის გაკეთება, გაითვალისწინეთ, რომ სჯობს წელიწადის დროის გრილ პერიოდებში გაიკეთოთ.

დედაჩემს არ მოეწონა პირსინგი. ეს მოსალოდნელიც იყო. ყველაზე ძალიან ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის რეაქციების დანახვა მაინტერესებს 😛 ჩემმა დამ რომ გაიკეთა პირსინგი, გაოცებულები ეკითხებოდნენ: რკინა–მეტალი რად გინდა სახეზეო 😐 რას იზამ, მართალია არაკომფორტულია, მაგრამ ვიზუალურად მომწონს.

, ,

9 Comments

არეულ-დარეული პოსტი

დღეს სანდრო და თიკო გავაცილეთ. დილაადრიან მოგვიწია აეროპორტში მისვლა, მერე მთელი დღე ნახევრადმძინარენი დავდიოდით. მოკლედ ვაცილებდით და ვფიქრობდით: რა ბედნიერები არიან სანდრო და თიკო აშშ-ში რომ მიდიან. ისინი წავიდნენ, ჩვენ დავრჩით ჩვენ-ჩვენი ფიქრებითა და ჩვენ-ჩვენი გეგმებით. მე უნივერსიტეტის გამოცდები მაქვს წინ, სადიპლომო ნამუშევარიც უნდა გავაკეთო, მერე კიდევ სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარო და თან დიპლომი დავიცვა. ბევრი სამუშაო მელის 🙂 ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები ამ ყველაფერს. დავიღალე, მყუდროება და სიწყნარე მომენატრა. დღეს მინიმუმ 7 ადამიანთან ერთად ვატარებ. ადრე ძალიან მიყვარდა ხალხმრავლობა, ახლა მომბეზრდასავით: ერთდროულად რამდენიმე ადამიანი რომ ლაპარაკობს, ხშირ შემთხვევაში, არავინ არავის არ უსმენს, ელემენტარულად იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მოსმენა შეუძლებელია, ირგვლივ ყაყანია, შენი ყურადღება რამდენიმე ადამიანზე უნდა გაანაწილო და რაც უფრო ბევრი ადამიანია, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობ თითოეულს. “მყუდრო სიტუაციები” (თუ შეიძლება ასე ითქვას) მომენატრა ძალიან, თბილი და გულახდილი საუბრები, ფილმების ყურება ჩაბნელებულ ოთახში (ოღონდ არა კოლექტიურად)… 🙂 კიდევ რამე კარგი ცვლილება მინდა, თუნდაც გარეგნობაში: პირსინგის გაკეთება მინდა, ოღონდ ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა. ყურებიც კი არ მაქვს გახვრეტილი და წარბის გახვრეტა მომინდა უცებ 😛 ტუჩზეც მომწონს პირსინგი. ბევრმა მითხრა, მოგიხდებაო. მაგრამ მაინც თავს ვიკავებ: ჯერ გიორგი მეუბნებოდა, არ გაიკეთო პირსინგი, არ მომწონსოო. მერე ერთ მშვენიერ დღესაც მითხრა, თუ გინდა გაიკეთეო. მოკლედ დავიბენი. არადა სულაც არ მინდა ბევრი და შეუძლებელი, ხომ მეთანხმები?

, , ,

3 Comments

%d bloggers like this: