Posts Tagged რუჯი

დამიბრუნეთ ზაფხული

ხშირად ვყოყმანობ ხოლმე დავწერო თუ არა პირადული პოსტები. ზოგჯერ რაღაც იმდენად ინტიმურია, რომ “გენანება” მისი “გასაჯაროება”. თან ზოგს არ აინტერესებს მსგავსი პოსტები და არასერიოზულად მიიჩნევს, ზოგს, პირიქით, პირადული ამბების გარდა ვერაფრით დააინტერესებ. მაგრამ ამჯერად მინდა ზუსტად პირადული ხასიათის პოსტი დავწერო 🙂 იმიტომ, რომ ძალიან შემომაწვა მონატრების გრძნობა.

თანდათან აცივდა, სულ ცოტაც და პალტოთი მომიწევს სიარული. მე კიდევ ისევ ზაფხული და მზე მინდა, შორტები, მოკლე კაბები და მაისურები, რუჯი და ზღვა :დ დილით რომ ყველაზე ადრე დგები და სხვებს აღვიძებ თხოვნით, ზღვაზე წამოვიდნენ, ცივი და გამჭვირვალე ზღვა, ყოველდღიური კითხვა “დღეს რა ვჭამოთ”, დისკუსია დღის მენიუს შერჩევაზე, კუფუ ტკანჩი და რა თქმა უნდა, ეს სიმღერა

დამიბრუნეთ ზაფხული! :))
პ.ს ის, რის გარეშეც წარმოუდგენელია ჩემი ზაფხული: “რაზნიცა” :დ

, , , , , ,

4 Comments

დაბრუნება

როცა დიდი ხნით ვცილდები ხოლმე მშობლიურ ქალაქსა და უბანს, დაბრუნებისას გაუცხოების გრძნობა მეუფლება. მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა. ისეთივე მომეჩვენა თბილისი, როგორიც დავტოვე.

ჩემი შიში გამართლდა: სახლი არეულ-დარეული დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გზამ საშინლად დამღალა, მაშინვე ცოცხს ვტაცე ხელი და გამოგვა დავიწყე. ვერ ვიტან დალაგებას, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად ვერ ვიტან დაულაგებელ სახლს:პ პირველი სიურპრიზი კატებმა შემომთავაზეს: დააფსეს ჩემს გახნილ ჩანთას, რომლიდანაც ტანსაცმლის ამოლაგებას ვაპირებდი. ოხ, ეს კატები რა ნერვებს მიშლიან ხოლმე, არადა სახლში დაბრუნებამდე რამდენჯერ მინატრია ახლა რომელიმე კატა კალთაში მყავდეს-მეთქი წამოსკუპებული და ვეფერებოდე. მგონი უკვე მოთხოვნილებად მექცა ფისოებისთვთვის თავზე ხელის გადასმა :დ

ჩემი დის რეაქცია ჩემს დანახვაზე: რა ჯუნგლებიდან გამოქცეულს გავხარ! :/ ჩემი რუჯი არ მოეწონა. მე კი მომწონს ჩემი შოკოლადისფერი. არადა ვინ წარმოიდგენს, რომ ჩემს თოვლივით თეთრ კანს ასე გაშავება ძალუძს. :დ

ერთ-ერთი რამ რაც მაკლდა დასვენების დროს, ფეისბუქი იყო 🙂 ხოდა ძნელად მისახვედრი არაა, რომ ჭამის შემდეგ კომპიუტერს მივახტი: ისევ საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო სტატიები, სასაცილო ვიდეოები, სულელური სტატუსები, დისკუსიები, ფრენდ რიქუესტები, მოკლედ ზღვა ინფორმაცია! მეც ხარბად დავეწაფე.

ღამის 11 საათზე უკვე მეძინება. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ _ აღარ მომიწევს სხვებისთვის თხოვნა: გაიღვიძეთ, ნახეთ რა კარგი ამინდია, წამოდით ზღვაზე!

, , , , , ,

2 Comments

%d bloggers like this: