Posts Tagged სააკაშვილი

ხათუნა, თქვენი ცრემლების არ გვჯერა

ალბათ, გახსოვთ მიხეილ საააკაშვილი როგორ ამაყობდა პენიტენციური სისტემის მიღწევებით: “ფრანგები ჩვენგან სწავლობენ ციხის მართვასო” თუ არ გახსოვთ, ეს ვიდეო ნახეთ. რეალურად რა პირობები და მდგომარეობა იყო ციხეებში, აქ შეგიძლიათ ნახოთ. ეს საშინელი კადრები დღეს საღამოს გავრცელდა. ცოტა ხანში სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ, ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა ფეისბუქზე:

მოგესალმებით,

ნება მიბოძეთ გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე.

უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია. მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია – მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა.

khatuna

ღია წერილში ყოფილი მინისტრი გვიყვება საკუთარ ფსიქოლოგიურ განცდებზე ცნობილი კადრების ნახვის შემდეგ, სისტემაში მის მიერ დანერგილ სიახლეებზე, ევროპაში მიღებულ განათლებასა და თავის მიამიტ ბუნებაზე (“მე ვარ ძალიან მიმნდობი ადამიანი. ჩემი ოჯახი ბავშვობიდან მეუბნება, რომ ადამიანში უპირველეს ყოვლისა კარგი უნდა დავინახო, მის მდგომარეობაში ჩავაყენო თავი, რომ ადამიანი ბოროტებას მხოლოდ გაუნათლებლობის გამო ჩადის, იმიტომ რომ არ იცის სხვაგვარად როგორ მოიგვაროს კონკრეტული სიტუაცია, რომ უნდა შევიცოდო ადამიანი, რომელიც იწყევლება და იგინება, ვინაიდან მან არ იცის, თუ სხვაგვარად როგორ გამოხატოს თავისი მოსაზრება….”)

ხათუნა კალმახელიძე სინანულით აღნიშნავს, რომ:” ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.”

კადრები იყო საჭირო!!! ნაწამები პატიმრების ფოტოები, უამრავი ადამიანის მიერ იმის მტკიცება, თუ რა საშინლად მოექცნენ ციხეში, თვით სახალხო დამცველის მოხსენებებიც კი არ იყო საკმარისი, რომ ქალბატონ ხათუნას მცირეოდენი ყურადღება და ინტერესი გამოეჩინა ამ საკითხის მიმართ და უფრო მეტად ჩაძიებოდა.

მაშინ როცა პარლამენტში დეპუტატები სასჯელაღსრულების მინისტრის  წინაშე ყვებოდნენ რა ხდებოდა რეალურად ციხეებში, ქალბატონი იცინოდა. ახლა კი ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს. და რატომღაც უნდა გვჯეროდეს მისი გულწრფელობის.

Advertisements

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მოხუცებულებო, თავი დამანებეთ!

ვის არ უმგზავრია თბილისის “სიამაყით”: ყვითელი ავტობუსით? აქ ასეთი არავინ მეგულება. ვინც ავტობუსში მჯდარა, ალბათ იცის, რომ ამ ტრანსპორტით მგზავრობისას გასათვალისწინებელია ერთი დაუწერელი წესი: მამაკაცმა დასაჯდომი ადგილი უნდა დაუთმოს ქალს, ახალგაზრდამ კი _მოხუცებულს. მგზავრს, რომელიც არ იცავს ამ წესს, უწოდებენ უზრდელსა და თავხედს. ნამდვილად გასაღიზიანებელია, როცა რომელიმე ბებია ფეხზე ძლივს დგას ავტობუსში, იქვე კი კომფორტულად მოკალათებულა ვინმე თინეიჯერი და აზრადაც არ მოსდის ბებიას ადგილი დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში მე ასე ვიქცევი ხოლმე: ჩუმად ვდგები ადგილიდან და ვუთმობ, ყოველგვარი ხმამაღალი “დაბრძანდით”–ის გარეშე. სულაც არ მინდა ამით თავი მოვიწონო და ხაზი გავუსვა, რომ ზრდილობიანი ვარ. “დაბრძანდით! – არა, იყავი შვილო! –არა რას ამბობთ, დაბრძანდით” _ მთელს ავტობუსში ყველას გასაგონად წამოწყებულ ყალბ დიალოგს ვერ ვიტან კიდევ. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

12 Comments

თურმე რა ხდება ქვეყნად!

ჩემს ერთერთ პოსტში გიამბობდი, თუ როგორ გამოვხატე პროტესტი ქართული მედიის მიმართ (ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება). ჩემი პროტესტი ახლაც გრძელდება: ისევ არ ვადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებს. სიახლეებს ძირითადად ბლოგებიდან და facebook-დან ვიგებ. არადა თურმე რა ამბები არ ხდება ქვეყნად. მივსეირნობ დღეს რუსთაველზე და ვხედავ გზა გადაკეტეს. გამოჩნდა უამრავი ადამიანი დროშით ხელში. მორიგი საპროტესტო აქცია არ გეგონოთ, თურმე მასობრივ სცენას იღებდნენ ფილმისთვის. ფილმის რეჟისორი ვინმე რენი ჰარლინია. (“კერკეტი კაკალი 2”) ვინმე რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მეცნობა. ფილმი 2009 წლის აგვისტოს ომზეა. რაც მთავარია, სააკაშვილის როლს თამაშობს ენდი გარსია. (რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს) ფრიად გავოცდი დღეს პარლამენტის წინ ინგლისურად მოლაპარაკე ენდი გარსია რომ დავინახე საქართველოს პრეზიდენტის როლში. ფილმი ზოგადად ომისსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება. ვიღაცამ მითხრა, ჯოშ ჰარტნეტიც თამაშობსო რაღაც როლს და უნდა ჩამოვიდესო საქართველოში. რატომღაც არ მჯერა. (ისევე, როგორც შევარდნაძის გადადგომის ან ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის ამბავი არ მჯეროდა :D). ძალიან საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ქართულ-ოსური კონფლიქტი ფილმში. ამის გაგების საშუალება კი 2010 წლის მაისში მექნება, როცა ფილმი ეკრანზე გამოვა.

, , , , , , , , , , ,

4 Comments

Tbilisi Open Air

“სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები, თავისუფლების ატმოსფერო, ფანტასტიური ცოცხალი მუსიკა ღია ცის ქვეშ, შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან, ათასობით სტუმარი, გრანდიოზული სცენა”- ამას გვპირდებოდნენ Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები.  სამდღიანი ფესტივალი 15 მაისს დაიწყო. ერთერთი ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის,  თქმით: ახდა ჩვენი ბავშვობის ოცნება.  ვინ ოცნებობდა ბავშვობაში  ასეთ ფესტივალზე და რამდენად აუხდა ეს ოცნება, არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს შთაბეჭდილებებს მოგიყვები Tbilisi Open Air-ის შესახებ.

დღე პირველი – 15 მაისი

ფესტივალზე საუბარი მედიის საშუალებით დიდი ხნით ადრე დაიწყო, ამიტომ 15 მაისს ბევრი სულმოუთმენლად ელოდა. რეკლამამ თავისი ქნა: ფესტივალის გახსნის დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და ბამბის რიგის პატარა ქუჩა სულ გადაივსო.  ვის არ ნახავდით აქ:  მუსიკოსებს და მუსიკის მოყვარულებს, ჩვილ ბავშვებს, ბომჟებს, უბრალოდ ცნობისმოყვარეებს, “ძველ  ბიჭებს” და უამრავ ნაცნობს. სცენის ადგილმდებარეობამ არ დამაკმაყოფილა. მაყურებლისთვის მცირე ადგილი იყო გამოყოფილი, თანაც პირდაპირ სიონის გვერდით იდგა. ბევრს ჰელოუინი გაახსენდა: მაშინ იმ მიზეზით დაარბიეს ამ დღეობის მონაწილენი, რომ ეკლესიის გვერდით ასეთი ღონისძიების გამართვა მიუღებელი იყო. ახლაც ხუმრობა ხომ არ იყო როკ-კონცერტის გამართვა პირდაპირ ეკლესიასთან, აშკარად ხელს შეუშლიდნენ სიონის მრევლს. ამიტომ გაფაციცებით ვიყურებოდით აქეთ-იქით და ანაფორიანების გამოჩენას შიშით ვხვდებოდით. აქ ნახავდით ისეთებსაც, ვინც სულ არ იყო კონცერტის ხასიათზე: რა დროს კონცერტია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო – ამბობდნენ უკმაყოფილოდ. ზუსტადაც რომ ფესტივალების და კონცერტების დროა! თორემ ამოვიდა ყელში  ამდენი პოლიტიკა და აქციები. კარგია, რომ გამოჩნდნენ გონებაგახსნილი ადამიანები, რომლებსაც ამ ფესტივალის იდეა მოუვიდათ თავში. ფესტივალი ქართულმა ბენდებმა Smile-მა და Play Paranoid-მა გახსნეს. ისინი აღმოჩნდნენ ის იღბლიანი ქართული ჯგუფები, რომლებიც ჩასვეს ფესტივალის პროგრამაში. შემდეგი გამომსვლელებიდან მომეწონა ბენდი რუსეთიდან Cheese People, საინტერესო მუსიკა ჰქონდათ. როგორც    Tbilisi Open Air-ის ვებგვერდზე მათ შესახებ ეწერა: “ესაა რუსული სიგიჟე სამარადან. Cheese People ოთხკაციანი ბენდია, რომელიც ფანქ, დისკო, ელექტრონიკა და ჰიპ ჰოპ მიქსებით ერთობა და არათუ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი. მათი ხელწერა ევროპული ინდი და ელექტრონული ბენდების გავლენას განიცდის, ხოლო მათი ვოკალები, ჯეი-პოპის ვოკალური სტილის რუსული ადაპტაციაა”. გარდა მუსიკისა მომეწონა ვოკალისტი ქალის სცენური მოძრაობები 🙂 ძალიან მინდოდა Transglobal Underground-ის მოსმენა. მათ რეპეტიციის დროს მოვკარი ყური და მოვიხიბლე სიტარის მშვენიერი ჰანგებით:) მაგრამ სახლში წამოვედი და ამ ბენდის გამოსვლას ვეღარ ვუყურე.  კიდევ, რაც ჩვეულია ასეთი კონცერტებისთვის, იქ იყო ბევრი ნაგავი და ბევრი მთვრალი ახალგაზრდა. ეს ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნე 😉

დღე მეორე 16 მაისი

მეორე დღეს ფესტივალი უკვე იპოდრომზე გაიმართა. ნამდვილად კარგი და შესაფერისი ადგილი შეირჩა: დიდი სივრცე, სცენის გვერდით დამონტაჟებული მონიტორები, კარგი განათება, მოკლედ ასეთი ფესტივალი საქართველოში მართლაც არ გამართულა 🙂 თუმცა, ზოგი უკმაყოფილო იყო, რადგან  უფრო მეტს ელოდა. ამ დღეს სულაც არ მიდევნებია თვალი რა ხდებოდა სცენაზე. არც მახსოვს ვინ გამოვიდა და რა დაუკრა. მეგობრები ვისხედით ჩვენთვის და ვერთობოდით. წინა დღესთან შედარებით შეინიშნებოდა “ძველი ბიჭების” სიმრავლე, რომლებიც ხალხს ათვალიერებდნენ და ” შეხედე რამხელა თმა აქვს, ეს როკერია” ასეთი ფრაზებით ამკობდნენ მათთვის უჩვეულო ხალხს. ამ დღეს მე და კეტუშა ძალიან დავიღალეთ და საშინლად გვეძინებოდა. როცა სახლში ვბრუნდებოდით, გზაში ჩაგვეძინა და რომ გავიღვიძეთ, სახლისგან მოშორებით, სადღაც უკაცრიელ ადგილას აღმოვჩნდით 😐 თუმცა, კეთილი მგზავრების დახმარებით სახლში მშვიდობით დავბრუნდით (კინაღამ მეორედაც გავცდით ჩვენს გაჩერებას).

დღე მესამე 17 მაისი

ამ დღეს წინა დღეებთან შედარებით ბევრად მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი იპოდრომზე.  დამავიწყდა მეთქვა, იპოდრომი შემოღობილი იყო და ყველა შესასვლელთან საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ფესტივალზე მოსულ მსმენელს. ალკოჰოლური სასმელის შემოტანა არ შეიძლებოდა, შიგნით კი იყიდებოდა, მაგრამ ძვირი ღირდა 😐 ამიტომ ჩვენ სასმელის შემოსატანად სხვადასხვა ხერხს მივმართეთ: ჯერ არაყი მათარაში გადავასხით, მეორედ კი კეტომ გამოიჩინა გმირობა და ღობეზე გადაძვრა სასმელთან ერთად, თან ისე, რომ პოლიციამ ვერ შეამჩნია. სააკაშვილიც ესტუმრა ფესტივალს. აბა ისე როგორ იქნებოდა, ეგ ხომ დროს არ ჩამორჩება.

ფესტივალი დამთავრდა. იმედია, Tbilisi Open Air ტრადიციად იქცევა და მომავალში ბევრად უფრო ცნობილი მუსიკოსების მოსმენის საშუალება გვექნება:)

P.S. ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნატა რომანოვსკაიას :*

მე – ნატა

, , , , , , , , , , , ,

11 Comments

%d bloggers like this: