Posts Tagged Keti Orjonikidze And Dr. Saga’s Funk Rock Project

შანსი newcomer-ებს :)

ყველას გვახსოვს რაოდენ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაისში გამართულმა Tbilisi Open Air-მა. ფესტივალის 24 მონაწილეთაგან 5 საქართველოდან იყო. (Smile, Play Paranoid, Keti Orjonikidze And Dr. Saga’s Funk Rock Project, String, Stephane & 3G). ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რა პრინციპით შეირჩა ფესტივალში მონაწილე ქართული ბენდები. ერთი რამ ნამდვილად შეიძლება ითქვას, მათ (Tbilisi Open Air-ში მონაწილე ქართველ მუსიკოსებს) ბედმა გაუღიმათ, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა გამოჩენილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად. შეიძლება საზღვარგარეთულ Open Air-ებთან შედარებით თბილისში გამართული სულაც არ იყო გრანდიოზული და ბევრი ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდა.
წინ ორგანიზატორების დაპირებისამებრ გველის Tbilisi Open Air 2010. ფესტივალზე ევროპაში მოღვაწე ორ ცნობილ ჯგუფსაც ჩამოიყვანენ. მათი ვინაობა ჯერ არაა ცნობილი. მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს Metallica ან Radiohead (!!!), რისი მე პირადად არ მჯერა :|ისღა დამრჩენია, დაველოდო 2010 წლის მაისს. მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები ახალდამწყებ ქართველ მუსიკოსებს სთავაზობენ შესანიშნავ შანსს გავიდნენ საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე. ამისთვის საჭიროა მუსიკოსებმა 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე შეავსონ აპლიკაცია (სპორტის სასახლის უკან) და თან მოიტანონ საკუთარი სიმღერები CD-ზე (მინიმუმ 3 სიმღერა), ფოტოები, ბიოგრაფია და ვიდეო (თუ აქვთ). შეირჩევა 10 შემსრულებელი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 23 ოქტომბერს იპოდრომზე გამართულ კონცერტში . 10 შემსრულებლიდან 2 გამარჯვებული კი 2010 წელს მაისში გამართულ Open Air-ზე გამოვა. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ საიტზე გუშინ ჯერ მხოლოდ 3 მუსიკოსს ჰქონდა შეტანილი საბუთები. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ყველა დამწყებ ქართველ მუსიკოსს და ვურჩევ გამოიყენონ ეს შანსი 🙂

, , , , , , , , ,

2 Comments