Posts Tagged Landmark

Landmark – ჩემი ლავსთორი :)

Landmark-თან რომ კარგი მოგონებები მაკავშირებს, ადრეც მითქვამს. ხოდა ამ მოგონებების შესახებ მინდა დავწერო მცირე პოსტი.

2008 წლის 10 აპრილს ახლადშექმნილი Landmark “როკკლუბში” პირველ კონცერტს მართავდა. თსუ-ში პაიჭაძესთან დავალებად ვოისერის მომზადება მქონდა. ვინც არ იცით რა არის ვოისერი, გეტვყით, რომ ეს არის რადიო-მასალა (ინგლისურიდან voice – ხმა), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და გამოწვლილვით აღწერს ამა თუ იმ მოვლენას. „ვოისერის“ პირველი ნაწილი შესავალია, რომელსაც წერს რეპორტიორი და ეთერში კი წამყვანი კითხულობს. მეორეს და ძირითად ნაწილის თავად ავტორი, ანუ რეპორტიორი წერს და კითხულობს. გადავწყვიტე, რომ ჩემი ვოისერი Landmark-ის სასცენო დებიუტის შესახებ ყოფილიყო. სათითითაოდ ჩავწერე ბენდის წევრები. რესპონდენტთა საუბარს ფონად ბენდის სიმღერები დავადე. ოღონდ ცოტა მონტაჟით გავერთე და მოსაუბრეთა ნებისმიერი ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა და პაუზები ამოვჭერი. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ პაუზები, “მმ” და ა.შ სრულიად ზედმეტია, რომ მსმენელს არ უნდა დაახარჯინო დრო მსგავსი რაღაცების მოსმენაზე. შედეგად რესპოდენტთა საუბარი ცოტა აჩქარებული და არაბუნებრივი გამოვიდა :)) მაგრამ მთავარი ეს არ არის. კონცერტზე დამინახა და ყურებამდე შევუყვარდი ადამიანს, რომელთანაც დღემდე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. არა ვიტყუები, ყურებამდე არ შევუყვარდი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მოვეწონე და love at first sight-ის მსგავსი ემოცია გავუჩინე :დ

ხოდა აი ასე, Landmark–ის პირველ კონცერტზე პირველად დამინახა ჩემმა მომავალმა გულისსწორმა და პირველი დანახვისთანავე შევუყვარდი :დ

Landmark დღემდე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია 🙂

, , , , , , ,

2 Comments

Altervision newcomers 2011

შეიძლება ამ პოსტის დაწერა დამაგვიანდა, მაგრამ არ შემიძლია ერთი პოსტი არ მივუძღვნა ალტერვიჟენის ფესტივალის თემას. მითუმეტეს რომ ადრეც აქტიურად ვაშუქებდი.

მაშინ როცა თბილისისა და საქართველოს ერთი ნაწილი სარკოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, ან ცოტა უფრო გვიან, თბილისის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ თბილისობის დღესასწაული ალტერნატიულად აღენიშნათ, მწვადებისა და ტრადიციული სუფრული სიმღერების გარეშე.

Altervision Newcomers 2011 სპორტის სასახლესთან, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სარკოზის რა ვუთხარი, რაღა მაინცდამაინც ამ დღეს მოუნდა ჩამოსვლა :/ ზუსტად მაგის გამო მხოლოდ ბოლო ორ გამომსვლელს მივუსწარი. არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა ფესტივალში მონაწილე შემსრულებლების მოსმენისა.

Altervision Newcomers – ის Line Up:

– Landmark
– Radioactive
– The Mins
– SvanSikh
– The Georgians
– Countryman
– Rema
– Plus Master
– Global House Project

Plus Master

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მან, ვინც იმის გამო არ წამოვიდა კონცერტზე, რომ უფასო იყო, ჩემი აზრით, ძალიან ბევრიც დაკარგა. კარგი იქნებოდა, რომ ბილეთებით ყოფილიყო ფესტივალზე დასწრება: როგორც არაერთმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, ის ხალხიც აღარ მოვიდოდა აქ, ვისაც არაფერი ესაქმებოდა. მაგრამ მე პუბლიკას დიდად არ შევუწუხებივარ, არც “გარჩევების” მომსწრე ვყოფილვარ და არც “ამას მუსიკა როგორ უნდა ერქვას” მსგავსი ფრაზები მომისმენია. შეიძლება იმიტომ, რომ სცენასთან ვიდექი და ჩემ უკან რა ხდებოდა, ნაკლებად ვადევდენბდი თვალს.
ცოტა შემაცბუნა სცენის შორიახლოს გაშლილმა მაგიდებმა, მწვადის სუნმა და იქ მოქეიფე ხალხმა. ნამდვილად აჯობებდა მსგავსი სანახაობა სცენასთან არ ყოფილიყო.

რაც შეეხება “ზვუკს”, ნორმალური იყო. სპორტის სასახლეში გამართულ წინა ალტერვიჟენზე ბევრად კარგი მომეჩვენა. ყველაზე ყველაზე მთავარი: ძალიან მომეწონა ჯგუფების შესრულება! ყოჩაღ მუსიკოსებს! თითქმის ყველამ აღნიშნა ეს.

Global House Project

ერთი დასკვნა, რაც გამოვიტანე ისაა, რომ სავსებით შესაძლებელია მცირე ფინანსებით კარგი, ნორმალური კონცერტის გამართვა: მთავარი არც შოუა, არც მუსიკოსთა ტანსაცმელი და მაკიაჟი, მთავარია შესრულება და ხმის ჟღერადობა!

ერთი რამ, რაც ასევე ძალიან “ტეხს” არის ის, რომ გამომსვლელ ბენდებს ჰონორარი არ გადაუხადეს :/

, , , , , , , , , ,

5 Comments

AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია

AlterVision Newcomers-ის კონცერტი უკვე ტრადიციად იქცა. ყოველი წლის შემოდგომას ახალბედა ჯგუფებს ეძლევათ შანსი წარდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურად ორგანიზებულ კონცერტში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელ პოსტში ვწერდი “მიუხედავად უამრავი კრიტიკისა და მოწინააღმდეგისა, Tbilisi Altervision Newcomers–ს მნიშვნელოვანი მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში. სერიოზული მზადება, სასცენო კოსტუმებისა და მაკიაჟის შერჩევა, მაღალი ხარისხის live–ჩანაწერი, უზარმაზარი რეკლამა და პიარი _ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტიმულია ახალბედა შემსრულებლებისთვის. როკ–კლუბსა თუ ხორავას თეატრში გამართულ უღიმღამო კონცერტებთან შედარებით ალტერვიჟენი ნათელი წერტილია.”

შარშან ამ კონცერტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 114 ბენდმა გამოთქვა. წელს მათი რიცხვი, თუ არ ვცდები, 40-მდე იყო. (შეგასხენებთ, რომ იმ ბენდებს/მუსიკოსებს ვისაც უნდოდა Newcomers AlterVision-ში მონაწილეობა, 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით “ალტერვიჟენ გრუფის” ოფისში უნდა გამოეგზავნათ შემდეგი საბუთები 1)3 აუდიო ჩანაწერი (MP3 ფორმატში), 2)ჯგუფის ბიოგრაფია, 3)ჯგუფის ფოტოსურათი, 4)ვიდეო, 5)შევსებული სარეგისტრაციო ფორმა).

წელს მზადება ალტრვიჟენისთვის შარშანდელთან შედარებით უფრო ადრე დაიწყო 😛
უკვე ცნობილია იმ ბენდების სია, ვინც შოუ-ქეისზე მიიღებს მონაწილეობას (ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ გამოვა AlterVision Newcomers-ის კონცერტზე). ეს ბენდებია:
The Georgians
Radioactive
The Pulse
Shota Adamashvili “Country Man”
Rema
The Animals from Mars
Svansikh
Landmark
Side Effect
Global House Project
Fuck’n’Roll
November
Burn
Fly
Plus Master
Eleqtromouse
Dress Code
The Mins

ამ სიაში გამიხარდა The Georgians, Radioactive, Landmark და შოთა ადამაშვილის ხილვა. Radioactive-ს სულ ცოტა ხნის წინ გავეცანი და მომეწონა. თქვენ თავად შეაფასეთ ამ სიმღერით:

Landmark-ს რაც შეეხება, დიდი ხანია მომწონს მათი შემოქმედება და შექმნის დღიდან ვადევნებ ამ ბენდს თვალს. ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ჯგუფთან :პ ესეც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა:

The Georgians-ს ერთხელ უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული AlterVision Newcomers-ში. ამ კონცერტების შესახებ შეგიძლიათ შემდეგ პოსტებს გაეცნოთ.

შოთა ადამაშვილი, იგივე ქანთრიმენი, შეიძლება პროექტ”ნიჭიერიდან” გახსოვდეთ ან სადმე მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვედრიხართ. ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანია : )

არ შემიძლია Svansikh-ზე არ ვთქვა ორიოდე სიტყვა: არც ისე დიდი ხანია რაც მისი ახალი ტრეკი მოვისმინე და მაშინვე მოვიხიბლე:

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ცნობებს სხვა ჯგუფების შესახებ შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ. 🙂
მანამდე კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი პოსტი შარშანდელ AlterVision Newcomers-ზე.

, , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

Aivani 2010 winner

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ხმა მისცეთ ….. . უბრალოდ შედით ამ ლინკზე და დააჭირეთ “I like It” http://www.mgi.ge/ka/index.php?p=aivani
წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ!”

ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ მიუღია ამ ბოლო დროის განმავლობაში მსგავსი შინაარსის გზავნილები ფეისბუქზე. ხმები პროექტ “აივნის” კონკურსში გასამარჯვებლად ჭირდებოდათ. საბოლოოდ რამდენიმე ქართულ ჯგუფს შორის ყველაზე მეტი “like” (4566) დააგროვა The Georgians-მა, შესაბამისად ის 2010 წლის გამარჯვებულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ აივანი არის მუსიკალური ონლაინ–შოუ, რომელიც გვთავაზობს ჯგუფებისა და მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას.(ჩემი პოსტი ამ პროექტის შესახებ).

8 იანვარს კლუბ 33ა–ში აივნის პირველი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც გამარჯვებულ ბენდ The Georgians–თან ერთად ასევე მონაწილეობდა აივანზე გამოსული შვიდი ჯგუფი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

10 Comments

%d bloggers like this: