Archive for თებერვალი, 2010

მზადება Open Air 2010-ისთვის ანუ როგორ დაუმეგობრდა ნანი ბრეგვაძე ელექტრონშიკებს :D


The forest, Alter Vision/Newcomers (ფოტო მოვიპოვე forum.ge-ზე)

2009 წლის 23 ოქტომბერს თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართა Alter\Vision\newcomers. კონცერტში მონაწილეობა მიიღო 12-მა ქართულმა ჯგუფმა და ასევე Cynic Guru-მ და Temple Hedz-მა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა იმ დღეს თავი სპორტის სასახლეში. მიუხედავად დიდი მზადებისა, ვერ ვიტყვი რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ დარბაზში ცუდი sound-ი იდგა (ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა საქართველოში). თავდაპირველად Alter\Vision\newcomers-ზე უნდა შერჩეულიყო 2 ჯგუფი, რომელიც Open Air 2010-ში მიიღებდა მონაწილეობას. შემდეგ ციფრი 2 4-თ შეიცვალა. შედეგების გამოცხადება 2010 წლის იანვრისთვის გადაიდო, მაგრამ ამაოდ ველოდი იანვრის თვეს:| როგორც ახლახანს შევიტყვე, ჟიურის (თუ რაც ჰქვია) ძალიან გაუჭირდა 4 ჯგუფის ამორჩევა. ამიტომაც 8 მარტს იმართება კიდევ ერთი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს AlterVision-ზე გასული 8 ჯგუფი. შემდეგ ამ რვიდან შეირჩევა უკვე ის ბედნიერი ოთხი ბენდი, ვინც Open Air 2010-ზე გამოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ Open Air-ზე მათ შეიძლება ისეთ ჯგუფებთან მოუხდეთ გამოსვლა, როგორიცაა Metallica ან Radiohead (კიდევ ბევრი კარგი მუსიკალური ჯგუფი იყო იმათ ჩამონათვალში, ვინც შეიძლება ეწვიოს თბილისს).
კონცერტი გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. საინტერესო კი იმით იქნება, რომ ქართული როკ-ჯგუფები იმღერებენ პოპ-შემსრულებლებთან ერთად. მაგალითად, Rema ანრი ჯოხაძესთან ერთად შეასრულებს თავის სიმღერებს, პორნოპოეზია თიკა ფაცაციასთან, The Forest კი ნანი ბრეგვაძესთან (!!!). ბევრმა უარყოფითი აზრი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით: პაპსავიკ მომღერლებს ასეთ კონცერტზე რა უნდათო, კონცერტის იმიჯს ლახავენო. ჩემი აზრით კი ძალიან საინტერესო იდეაა. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ სცენაზე ნანი ბრეგვაძეს ელექტრონშიკებთან ერთად 😀


Altervision-ის კულმინაცია: The Georgians-ის გიტარისტი ულმობლად ლეწავს გიტარას 😀

, , , , , , , , , , ,

3 Comments