Posts Tagged Tbilisi Alter Vision

შთაბეჭდილებანი Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ზე

სპორტის სასახლესთან მდგომი შიშველი მზეჭაბუკის ძეგლი აგერ უკვე მეორე წელია ოქტომბრის თვეს რამდენიმე დღით ტანსაცმლით იმოსება. წინასთან შედარებით წელს მას უფრო თბილად ეცვა: მის მაისურს წარწერით AlterVision “კაპიშონკაც” დაემატა. ეტყობა მისმა შემმოსავებმა ამინდის პროგნოზი გაითვალისწინეს. მინდა ავღნიშნო, ძალიან მოუხდა. ალბათ მიხვდით, რომ მზეჭაბუკის ჩაცმა დაკავშირებულია Tbilisi AlterVision/newcomers/2010-ის ფესტივალთან, რომელიც უკვე მეორედ იმართება სპორტის სასახლეში.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

იქ სადაც Rap Rise მეფობს ანუ Tbilisi AlterVision–თვის შერჩეული ბენდები


უყურეთ ამ ვიდეოს:

ესაა ჯგუფი Rap Rise . გსმენიათ რამე მათ სიმღერებზე „მეფეები”, „ნინი”, „ალიანსი”? “ეს სიმღერები იქცა HIT–ად არამარტო ბათუმისა და საქართველოს მაშტაბით, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ!!!) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაშიც გამოუჩნდა ჯგუფს მსმენელი” _ ვკითხულობთ RAP RISE–ის ბიოგრაფიაში “. რას ვიფიქრებდი ქართველი რეპერები ამდენს თუ “გაქაჩავდნენ” და ევროპასა და აზიაშიც კი მოიპოვებდნენ პოპულარობას :))
თურმე ეს ბენდი მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ–სამყაროს: “ამჟამად ჯგუფი RAP RISE მოიცავს მრავალ რეპ ჯგუფს, კლანსა და ორგანიზაციებს და მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ სამყაროსა და სხვა და სხვა გაერთიანებებს.” :)) Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

შანსი newcomer-ებს :)

ყველას გვახსოვს რაოდენ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაისში გამართულმა Tbilisi Open Air-მა. ფესტივალის 24 მონაწილეთაგან 5 საქართველოდან იყო. (Smile, Play Paranoid, Keti Orjonikidze And Dr. Saga’s Funk Rock Project, String, Stephane & 3G). ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რა პრინციპით შეირჩა ფესტივალში მონაწილე ქართული ბენდები. ერთი რამ ნამდვილად შეიძლება ითქვას, მათ (Tbilisi Open Air-ში მონაწილე ქართველ მუსიკოსებს) ბედმა გაუღიმათ, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა გამოჩენილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად. შეიძლება საზღვარგარეთულ Open Air-ებთან შედარებით თბილისში გამართული სულაც არ იყო გრანდიოზული და ბევრი ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდა.
წინ ორგანიზატორების დაპირებისამებრ გველის Tbilisi Open Air 2010. ფესტივალზე ევროპაში მოღვაწე ორ ცნობილ ჯგუფსაც ჩამოიყვანენ. მათი ვინაობა ჯერ არაა ცნობილი. მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს Metallica ან Radiohead (!!!), რისი მე პირადად არ მჯერა :|ისღა დამრჩენია, დაველოდო 2010 წლის მაისს. მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები ახალდამწყებ ქართველ მუსიკოსებს სთავაზობენ შესანიშნავ შანსს გავიდნენ საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე. ამისთვის საჭიროა მუსიკოსებმა 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე შეავსონ აპლიკაცია (სპორტის სასახლის უკან) და თან მოიტანონ საკუთარი სიმღერები CD-ზე (მინიმუმ 3 სიმღერა), ფოტოები, ბიოგრაფია და ვიდეო (თუ აქვთ). შეირჩევა 10 შემსრულებელი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 23 ოქტომბერს იპოდრომზე გამართულ კონცერტში . 10 შემსრულებლიდან 2 გამარჯვებული კი 2010 წელს მაისში გამართულ Open Air-ზე გამოვა. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ საიტზე გუშინ ჯერ მხოლოდ 3 მუსიკოსს ჰქონდა შეტანილი საბუთები. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ყველა დამწყებ ქართველ მუსიკოსს და ვურჩევ გამოიყენონ ეს შანსი 🙂

, , , , , , , , ,

2 Comments