Posts Tagged კატა

კატისა და აცრის ამბავი

ერთ მშვენიერ დღეს ვარაზისხევზე მივსეირნობდი. გზაზე ფუმფულა, რუხი ფერის, ძალიან ლამაზი კატა შემომხვდა. შემომკნაოდა და კუდს მიბზეკდა, თითქოს მიწვევდა, მოდი მომეფერეო. მეც, რა თქმა უნდა, ხელი გადავუსვი. ფისო სიამოვნებისგან აკრუტუნდა. იზნიქებოდა და იბზიკებოდა. ცოტა მოვეფერე. ხელის უკან წაღებისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე, კატას შეეშინდა და გამკაწრა. ნაკაწრი არ მტკენია, მაგრამ საკმაო როდენობის სისხლი წამომივიდა. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში ცოფით დაინფიცირების რისკი არსებობს. ჩემი მეორე მე კი საწინააღმდეგოს ფიქრობდა. პანიკიორი ადამიანები გამახსენდა, ვინც ცხოველის შეხებაზეც კი ასაცრელად გარბის. მეორე მხრივ კი არსებობდა მცირე შანსი, რომ კატა ცოფიანი ყოფილიყო. საგონებელში ჩავვარდი. პირველი რაც გავაკეთე, იყო მეგობრებთან “კონსულტაციის” გავლა. რასაც არავის გირჩევთ. რადგან მეგობრები (ასიდან ალბათ 90 შემთხვევაში) გაიხსენებენ მათი მეზობლებისა თუ ნათესავების გაცოფების ისტორიებს სწორედ ასეთი უმნიშვნელო ნაკაწრებისგან. დეტალებში მოგიყვებიან საზარელ ამბებს ადამიანის ცხოველად ქცევის შესახებ. მსგავსი ამბები შიშს მოგგვრით, შიშმა კი შესაძლოა ხელი შეუშალოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ყველა შემთხვევაში სჯობს აზრი სპეციალისტს ჰკითხოთ. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

3 Comments

Animals best friends!


ეს პოსტი მინდა მიუძღვნა ძალიან საყვარელ არსებებს, ჩვენს მეგობრებს – ცხოველებს. ამასწინათ უცხოელი რეჟისორის შაუნ მონსონის ფილმს ვუყურე ცხოველებზე. საინტერესო ფილმი იყო, უსაშინლესი და აღმაშფოთებელი კადრებით. რა სასტიკები ვართ ეს ადამიანები, რა ცუდად ვექცევით ცხოველებს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილები დავიკმაყოფილოთ. ამ ფილმის ნახვას ყველა ხორცისმოყვარულ ადამიანს ვურჩევ: რომ ნახავთ, დიდი შანსია იმის, რომ ხორცის ჭამა საერთოდ შეგზიზღდეთ და ვეგეტარიანელი გახდეთ.
ძალიან მიყავრს ცხოველები. ბავშვობიდან მოყოლებული უამრავი ცხოველი მყოლია სახლში და ახლაც მყავს საყვარელი ფისოები 🙂 თუ გამაბრაზა კატამ და თუ დავუყვირებ, მერე სულ იმას ვფიქრობ, ხომ არ ეწყინა-მეთქი და დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ 😛 არ მესმის, რატომ უნდა გეზიზღებოდეს ცხოველი. ძალიან ბევრისგან გამიგია შემდეგი ფრაზები: “კატას როგორ უნდა მოეფერო. მაგის ბეწვი რო გადაყლაპო, მოკვდები”, “კატა ეშმაკის ცხოველია” და ა.შ. პატარაობაში მითებს მიყვებოდნენ ხოლმე, როგორ გადაყლაპა ვიღაც ქალმა კატის ბეწვი, მერე როგორ აუვიდა ის ბეწვი ტვინში და ამის შედეგად მოკვდა 😐 ასე მგონია, რომ ვისაც ცხოველები არ უყვარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
არასდროს დამავიწყდება კადრი ფილმიდან როგორი თვალებით იყურება ნახევრადცოცხალი გატყავებული მელია 😦
არც ჩვენთანაა ცხოველთა დაცვის მხრივ უკეთესი სიტუაცია. (თუნდაც იქიდან გამომდინარე, რა სისასტიკით ექცევიან და კლავენ ქუჩის ძაღლებს) მესმის, რომ საქართველოში ამის გარეშეც უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს საწყალ ცხოველებს?

, , , , ,

9 Comments

ჩემი ჯოში

(პოსტი დაწერილია იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჟამს :D)

არის ხოლმე ცხოვრებაში მომენტები, როცა გგონია, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა მიმართული. როცა უახლოესი ადამიანები იმედებს გიცრუებენ და ისე გექცევიან, როგორც შენ არ იმსახურებ შენი აზრით. გულს გტკენენ უაზროდ. თავს სრულ მარტოსულად გრძნობ . ასეთ დროს მე პირადად ჩემს მანუგეშებლად ერთი არსება მეგულება ხოლმე – ჩემი ჯოში. ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გულნატკენი და გაბრაზებული ვიყო, ჯოში ყოველთვის გვერდში დამიდგება. მოვა, შემომხედავს თავისი დიდრონი გასხივოსნებული თვალებით, მომისმენს დიდი ინტერესით რამდენი ხანიც იქნება საჭირო (თუნდაც მთელი ღამე), ყოველგვარი რეპლიკის გარეშე, ყველაფერში უხმოდ დამეთანხმება, მომიალერსებს, მერე თავს მომადებს ლოყაზე და ჩემთან ერთად ტკბილად დაიძინებს. მართალია, ცოტათი პედოფილია და ბისექსუალი, ასევე მაბრაზებს ხოლმე, როცა მაგიდაზე ადის, მაგრამ ჯოში მაინც ჩემი უსაყვარლესი კატაა. მიყვარხარ ჯოშ, ვაფასებ შენს ერთგულებას. ვიცი რომ შენც გიყვარვარ 🙂
josh

, , , , , ,

6 Comments