Archive for სექტემბერი, 2009

როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

ერთი თხოვნა მკითხველს: იუმორით შეხედეთ ამ პოსტს 🙂
მსგავს თემებზე სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ხოლმე ქართული ჟურნალ-გაზეთების ბოლო გვერდებზე. და კიდევ რაღაც სულელური ტესტები: “უყვარხარ თუ არა?”, “შეგიძლია თუ არა მამაკაცის მოხიბლვა” და ა.შ. პატარა რომ ვიყავი დიდი ინტერესით ვავსებდი ამ ტესტებს )) დღეს კი მსგავს სისულელეებზე მეცინება ხოლმე 🙂 მე შემოგთავაზებთ ჩემს რეცეპტს თუ როგორ უნდა დაიპყროთ მამაკაცის გული 😀 შევეცდები კარგად შევასრულო ესოდენ რთული მისია:D
მაშ ასე:
1. გარეგნობა – რაც არ უნდა თქვან, რომ მთავარია ადამიანის შინაგანი სამყარო, პირველი,რასაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქცევენ ყურადღებას, ესაა გარეგნობა. რა თქმა უნდა, იდეალურია, როცა ხარ 1.70- 1.78 სმ-მდე სიმაღლის, შენი პარამეტრებია 90-60-90, გაქვს დიდი ცისფერი თვალები და გრძელი ქერა თმა. ჩემი დაკვირვბიდან გამომდინარე მამაკაცების უმრავლესობას მსგავსი აღნაგობის გოგონები მოსწონს )) მოკლედ გარეგნობას უნდა დაუთმოთ დიდი დრო. რაც შეეხება ჩაცმულობას, უნდა ჩაიცვათ არც მთლად გამომწვევად და ვულგარულად, მაგრამ ისე, რომ ხაზი გაესვას თქვენს ქალურობას 😀 არავითარი კეტები და ბავშვური მაისურები! ერთხელ პატარა ექსპერიმენტი მოვაწყვე ჩემს მეგობარ ბიჭებთან ერთად: უნდა შეეფასებინათ ქუჩაში მოსიარულე გოგოები 1-დან 5 ქულამდე. იმ გოგონებმა, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი ეცვათ, ბევრად მაღალი შეფასება დაიმსახურეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ბიჭები ყოველთვის აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ კეტებსა და ჯინსებში გამოწყობილ გოგონებს 😀 მოკლედ იყავით რაც შეიძლება ქალურები და მიმზიდველები 😛
2. სიახლოვე – სოციალურ ფსიქოლოგიაში ვისწავლე, რომ მოწონების ერთ-ერთი განმსაზღვრელია სიახლოვე: რაც შეიძლება დიდი ხანი გაატარეთ იმ ბიჭის, რომლის გულის მოგებასაც ცდილობთ, გარემოცვაში. მთავარია, თავი არ მოაბეზროთ.
3. მსგავსება – გახდით ამ ბიჭის მსგავსი შეხედულებებში, გემოვნებაში და ა.შ. ამისვის საჭიროა გამოიკვლიოთ, რა მოსწონს მას, რა აწუხებს, რა არის მისი ჰობი… ეს ყველაფერი დაგეხმარებათ საერთო ენისა გამონახვასა და შემდგომ დაახლოვებაში. მაგალითად, თუ იცით რომ ის უსმენს NIRVANA-ს, მაშინვე ჩაეწერეთ ამ ჯგუფის ფანთა რიგებში. შეგიძლიათ უთხრათ, რომ გაქვთ NIRVANA-ს ყველა კონცერტის ჩანაწერი და დიდი სიამოვნებით ათოხვებდით მას. ან შეგიძლია მცირე ტყუილსაც მიმართოთ: უთხრათ, რომ თქვენი მშობლები დაესწრნენ ამ ჯგუფის ერთ-ერთ კონცერტს და სურათებიც გაქვთ ამ კონცერტიდან. აუცილებლად დაინტერესდება)) მთავარია,არ გადაამლაშოთ ტყუილში. მამაკაცს, რომლის მოხიბლვაც გსურთ, უნდა შეუქმნათ წარმოდგენა, რომ მისი მსაგვსი ხართ, გაწუხებთ იგივე პრობლემები, რაც მას… მოკლედ, რომ ძალიან კარგად გესმით მისი.
4. ყურადღება – არ უნდა მოაკლოთ ყურადრება. მუდამ დიდი ინტერესით უსენდეთ, რაც არ უნდა სისულელეს ამბობდეს. მის ნებისმიერ ხუმრობაზე გაიცინოთ და კომპლიმენტებითაც ხშირად შეამკოთ. უნდა შეუქმნათ რწმენა, რომ ძაან მაგარია და გენიალურია. ერთი სიტყვით, ნამდვილი მამაკაცია ( მსგავს ფრაზებზე მეცინება ხოლმე :D) ეს გამოიწვევს იმას, რომ თქვენს გვერდით თავს მუდამ კარგად იგრძნობს.
5. მეგობრები – შეეცადეთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ მის მეგობრებზეც. დაუახლოვდით მათ. მეგობრების აზრს შეიძლება ყოველთვის არ იზიარებენ , მაგრამ უსმენენ მაინც ))
6. კონკურენტები – თუ შეამჩნიე, რომ შენს მიერ მოწონებულ ბიჭზე სხვებიც “ნადირობენ”, რაც შეიძლება კეთილგონივრული ტაქტიკა უნდა აირჩიო მათთან მიმართებაში: უნდა დაუმეგობრდე. მეგობარი მეგობარს ხომ არ “დააწერს” შეყვარებულს? 😀 ყოველ შემთხვევაში მტრად არ უნდა იქციო კონკურენტი.
როცა დაინახავ, რომ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ ბიჭი შენს მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს, არ დაკმაყოფილდე მიღწეულით. როცა აგრძნობინებ შენს სიმპათიას, მერე უცებ სხვანაირი გახდი მის მიმართ. (ინტრიგაა :D) მთავარია გამოცანად რჩებოდე მისთვის :D:D:D
თუ რამდენად დაგეხმარებათ ჩემი რჩევები ან რამდენად ეთანხმებით მათ, მომწერეთ კომენტარებში. დასასრულს მინდა თქვა, რომ არ არსებობს მამაკაცი, რომლის გულის მონადირებაც შეუძლებელია :D:D:D

, , , ,

28 Comments

შანსი newcomer-ებს :)

ყველას გვახსოვს რაოდენ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაისში გამართულმა Tbilisi Open Air-მა. ფესტივალის 24 მონაწილეთაგან 5 საქართველოდან იყო. (Smile, Play Paranoid, Keti Orjonikidze And Dr. Saga’s Funk Rock Project, String, Stephane & 3G). ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რა პრინციპით შეირჩა ფესტივალში მონაწილე ქართული ბენდები. ერთი რამ ნამდვილად შეიძლება ითქვას, მათ (Tbilisi Open Air-ში მონაწილე ქართველ მუსიკოსებს) ბედმა გაუღიმათ, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა გამოჩენილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად. შეიძლება საზღვარგარეთულ Open Air-ებთან შედარებით თბილისში გამართული სულაც არ იყო გრანდიოზული და ბევრი ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდა.
წინ ორგანიზატორების დაპირებისამებრ გველის Tbilisi Open Air 2010. ფესტივალზე ევროპაში მოღვაწე ორ ცნობილ ჯგუფსაც ჩამოიყვანენ. მათი ვინაობა ჯერ არაა ცნობილი. მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს Metallica ან Radiohead (!!!), რისი მე პირადად არ მჯერა :|ისღა დამრჩენია, დაველოდო 2010 წლის მაისს. მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები ახალდამწყებ ქართველ მუსიკოსებს სთავაზობენ შესანიშნავ შანსს გავიდნენ საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე. ამისთვის საჭიროა მუსიკოსებმა 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე შეავსონ აპლიკაცია (სპორტის სასახლის უკან) და თან მოიტანონ საკუთარი სიმღერები CD-ზე (მინიმუმ 3 სიმღერა), ფოტოები, ბიოგრაფია და ვიდეო (თუ აქვთ). შეირჩევა 10 შემსრულებელი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 23 ოქტომბერს იპოდრომზე გამართულ კონცერტში . 10 შემსრულებლიდან 2 გამარჯვებული კი 2010 წელს მაისში გამართულ Open Air-ზე გამოვა. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ საიტზე გუშინ ჯერ მხოლოდ 3 მუსიკოსს ჰქონდა შეტანილი საბუთები. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ყველა დამწყებ ქართველ მუსიკოსს და ვურჩევ გამოიყენონ ეს შანსი 🙂

, , , , , , , , ,

2 Comments