Archive for ოქტომბერი, 2010

გლდანიდან დაწყებული თბილისი

თბილისობა ჩემთვის ასოცირდება მწვადებთან, ჩურჩხელებთან, მთვრალ ადამიანებთან, გარეთ გამოფენილ ღორის თავებთან, ქართული ესტრადის “ვარსკვლავებთან”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გლდანთან და როკ–კონცერტთან. წლევანდელი თბილისობა 21 ოქტომბერს გლდანში გაიხსნა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანის ახალ პარკში გაიმართა კონცერტი, შემდეგი ჯგუფების მონაწილეობით: The Nali Band, Shadow’s Eye, String, U.R., Comic Condition.

კონცერტის წამყვანი ვინი

გლდანში სულ 2ჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ გავლით და მეორედ ძველით ახალ წელს. ის ახალი წელი კარგად მახსენდება: შუა ტრასაზე ვცეკვავდით მე და ჩემი მეგობრები, ხალხი კი გიჟებივით გვიყურებდა მანქანებიდან 🙂 მიუხედავად ასეთი კარგი მოგონებებისა, ამ უბანზე მაინც სტერეოტიპული შეხედულება მაქვს: ვფიქრობდი, რომ თბილისობის კონცერტზე პარკში ბევრი გლდანელი ძველი ბიჭი მოვიდოდა (“როკელებს” ცუდად რომ უყურებენ)  და აუცილებლად მოხდებოდა რამე მცირე კონფლიქტი მაინც. არც იმის იმედი მქონდა, რომ მაყურებელი სცენაზე გამოსულ მუსიკოსებს აყვებოდა. მოკლედ დიდი ხანია აღარ მჯერა იმის, რომ უფასო კონცერტზეც შეიძლება მიიღო სიამოვნება. მაგრამ საბედნეროდ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა: ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ხმის ჟღერადობაც ნორმალური იყო (იმასთან შედარებით რაც არის ხოლმე მსგავს კონცერტებზე).

Shadow’s Eye

ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა Shadow’s Eye–ს _ პუბლიკა გამოაცოცხლეს და “დრაივის მარცვალი დასთესეს”, რომელიც შემდეგ U.R.–მდა გააღვივა. “კიდევ, კიდევ” _ ყვიროდა ხალხი  Shadow’s Eye–ის გამოსვლის შემდეგ. ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ: U.R.–ის ვოკალსტი ნიკ ლეშჩენკო მაყურებელს ინგლისურად მიმართავდა სულ: “Are You ready? I can’t hear u! Make some noise! ” და ა.შ. მაშინ როცა დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ქართულ ენაზე საუბრობს, ასეთი მიმართვები ცოტა არ იყოს ყალბად ჟღერს.

 

U.R.

String–ს რაც შეეხება: ეს ის String არ იყო, წლების წინ რომ დავდიოდი მათ კონცერტებზე.   მომეჩვენა, რომ ცოტა დრაივი შემოაკლდათ. შეიძლება ვცდები. ყოველ შემთხვევაში, წლების წინ უფრო დიდი სიამოვნებას ვიღებდი String–ის გამოსვლებიდან.

String

მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ასეთი გრანდიოზული სახალხო დღესასწაულები, კონცერტი მომეწონა. პ.ს ყველას გილოცავთ თბილისობას!

, , , , , , , , , , , , , , , ,

5 Comments

იქ სადაც Rap Rise მეფობს ანუ Tbilisi AlterVision–თვის შერჩეული ბენდები


უყურეთ ამ ვიდეოს:

ესაა ჯგუფი Rap Rise . გსმენიათ რამე მათ სიმღერებზე „მეფეები”, „ნინი”, „ალიანსი”? “ეს სიმღერები იქცა HIT–ად არამარტო ბათუმისა და საქართველოს მაშტაბით, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ!!!) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაშიც გამოუჩნდა ჯგუფს მსმენელი” _ ვკითხულობთ RAP RISE–ის ბიოგრაფიაში “. რას ვიფიქრებდი ქართველი რეპერები ამდენს თუ “გაქაჩავდნენ” და ევროპასა და აზიაშიც კი მოიპოვებდნენ პოპულარობას :))
თურმე ეს ბენდი მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ–სამყაროს: “ამჟამად ჯგუფი RAP RISE მოიცავს მრავალ რეპ ჯგუფს, კლანსა და ორგანიზაციებს და მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ სამყაროსა და სხვა და სხვა გაერთიანებებს.” :)) Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

მოემზადეთ Tbilisi Altervision Newcomers–ისთვის

30 ოქტომბერს Tbilisi AlterVision/newcomers/2010 გაიმართება. ქართველი ახალბედა მუსიკოსების გარდა, კონცერტზე გამოვა ევროპელი შემსრულებელი Tom Novy ( ტომ ნოვი ). ბენდებს, ვისაც სურდა AlterVision–ზე გამოსვლა, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეტანათ საკუთარი აუდიოჩანაწერები Altervision Group–ის ოფისში. ჩანაწერთა მოსმენის შედეგად უკვე გამოვლინდა 25 ბენდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს showcase-ში. კონცერტზე გამომსვლელთა საბოლოო სია კი showcase–ის შემდეგ გახდება ცნობილი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

3 Comments

მოხუცებულებო, თავი დამანებეთ!

ვის არ უმგზავრია თბილისის “სიამაყით”: ყვითელი ავტობუსით? აქ ასეთი არავინ მეგულება. ვინც ავტობუსში მჯდარა, ალბათ იცის, რომ ამ ტრანსპორტით მგზავრობისას გასათვალისწინებელია ერთი დაუწერელი წესი: მამაკაცმა დასაჯდომი ადგილი უნდა დაუთმოს ქალს, ახალგაზრდამ კი _მოხუცებულს. მგზავრს, რომელიც არ იცავს ამ წესს, უწოდებენ უზრდელსა და თავხედს. ნამდვილად გასაღიზიანებელია, როცა რომელიმე ბებია ფეხზე ძლივს დგას ავტობუსში, იქვე კი კომფორტულად მოკალათებულა ვინმე თინეიჯერი და აზრადაც არ მოსდის ბებიას ადგილი დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში მე ასე ვიქცევი ხოლმე: ჩუმად ვდგები ადგილიდან და ვუთმობ, ყოველგვარი ხმამაღალი “დაბრძანდით”–ის გარეშე. სულაც არ მინდა ამით თავი მოვიწონო და ხაზი გავუსვა, რომ ზრდილობიანი ვარ. “დაბრძანდით! – არა, იყავი შვილო! –არა რას ამბობთ, დაბრძანდით” _ მთელს ავტობუსში ყველას გასაგონად წამოწყებულ ყალბ დიალოგს ვერ ვიტან კიდევ. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

12 Comments

სტერეოტიპების ავი და კარგი

დღეს სიტყვა “სტერეოტიპს” ძალიან ხშირად იყენებენ. ძირითადად თანხმდებიან იმაზე, რომ ქართველების აზროვნება გაჯერებულია სტერეოტიპებით, რომ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ. ყველა, ვისაც უნდა პროგრესულ მოაზროვნედ მიიჩნიონ, ხაზს უსვამს იმას, რომ სტერეოტიპულად არ აზროვნებს. მოკლედ ამ სიტყვას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხმარობენ. არადა სტერეოტიპსაც გააჩნია თავისი კარგი მხარეები.

სტერეოტიპი _ ესაა განზოგადებული წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის შესახებ, ძირითადად პიროვნულ მახასიათებლებზე. სტერეოტიპი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შინაარსის. მაგალითად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია: “გერმანელები არიან შრომისმოყვარეები.”
ასევე არსებობს აუტო– და ჰეტეროსტერეოტიპი, აუტოსტერეოტიპი ეხება საკუთარ ჯგუფს, ხოლოდ ჰეტერო _ სხვა ჯგუფებს. ზოგჯერ აუტო და ჰეტეროსტერეოტიპები ემთხვევა ერთმანეთს.
სტერეოტიპი შეიძლება გადაეცემოდეს თაობიდან თაობას ისე, რომ ადამიანს რეალურად შეხებაც არ ჰქონდეს მის ობიექტთან. სტერეოტიპის ჩამოყალიბების ერთერთი ხელშემწყობია მედია და ასევე მცირეხნიანი და შეზღუდული კონტაქტი ამა თუ იმ ჯგუფთან.
სქემა, რომელიც ჩანერგილია ადამიანის გონებაში, გავლენას ახდენს მის შემდგომ აზროვნებაზე. იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანი ხედავს სტერეოტიპის (რომელსაც ეთანხმება) საწინააღმდეგო ფაქტებს, მაინც ემხრობა მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყურადღებას აქცევს და “სათვალავში” აგდებს იმ ინფოს, რომელიც მხარს უჭრეს მის წარმოდგენებს, იმ ინფო–ს კი რომელიც არ შეესაბამება მის სტერეოტიპს, უგულებელყოფს. ეს საშუალებას აძლევს შეაფასოს საკუთარი თეორიები როგორც სწორი (ადამიანს კი ყოველთვის აქვს სურვილი იყოს სწორი).

სტერეოტიპი შეიცავს საშიშროებას, რომ მის საფუძველზე ადამიანი განახორციელებს დისკრიმინაციულ ქცევას სხვა ჯგუფის მიმართ.

სტერეოტიპის დადებითი მხარეები

1. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სტერეოტიპი შეიძლება იყოს სიმართლისშემცველი. თუკი ასეა, ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის სტერეოტიპი, ყურადსაღებია. მაგალითად, ერთერთი კვლევის მონაწილეების ერთ ჯგუფს უჩვენეს ფოტოსურათი და უთხრეს ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანის სახელი და გვარი. მეორე ჯგუფს კი უთხრეს ადამიანის სახელი და გვარი და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის იყო კოლეჯის სტუდენტი. ორივე ჯგუფს სთხოვეს დაეხასიათებნათ ეს ადამიანი. მეორე ჯგუფის გაკეთებული დახასიათება უფრო ზუსტი აღმოჩნდა. მათ უცნობ ადამიანზე ილაპარაკეს იმ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, რომლებიც ზოგადად კოლეჯის სტუდენტს ეხება.

2. სტერეოტიპი არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესის პროდუქტი. ესაა გარკვეული ტიპის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში. ადამიანზე ყოველ წამს უამრავი სტიმული მოქმედებს, შეუძლებელია ყველა ამ სტიმულის დამუშავება. როდესაც გაქვს წინასწარ შემშავებული სქემა, ადვილად უმკლავდები ინფორმაციის სიმრავლეს.

გავითვალისწინოთ

სტერეოტიპებმა შეიძლება ითამაშოს ორიენტირის როლი სხვა კულტურისა თუ ჯგუფის წამომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ პირველი შეხვედრისას უნდა ხდებოდეს. სხვა ჯგუფის წარმომადგენელთა უფრო კარგად გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ამ სტერეოტიპების სისწორე _ და ამის შესაბამისად უგულებელვყოთ ან განვამტკიცოთ.
ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი სტერეოტიპები. მანდ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს როგორც სწორი, ასევე მცდარი, რომ ნებისმიერი ჯგუფის შიგნით არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები.
ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ამის შესახებ, წაიკითხეთ დევიდ მაცუმოტოს “ფსიქოლოგია და კულტურა”

, , , , , , , ,

3 Comments