Dreamar's Blog
Archive for იანვარი, 2014
ჩემი მუსიკალური ანგელოზები
ეს პოსტი ორ მუსიკოსზეა, რომელთა მუსიკითაც ამ ბოლო დროს მოვიხიბლე 🙂 ორივე მუსიკოსი ქალია. მათი ტრეკები ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს: როცა ვუსმენ, სხვა სამყაროში ვგრძნობ ხოლმე თავს.
პირველი ბავშვური გარეგნობის, უცნაური ჩაცმულობის, ხან მწვანე-, ხან ლურჯ-, ხან კი ვარდისფერთმიანი გოგონაა სახელად კლერ ბუშე (Claire Boucher). კლერი კანადიდანაა. მუსიკალურ სფეროში მას Grimes-ის სახელით იცნობენ. კლერის სასცენო სახელი მხატვარ კენ გრაიმსს უკავშირდება, რომელიც უცხოპლანეტელთა შავ-თეთრი ნახატებითაა განთქმული. გრაიმსმა სადებიუტო ალბომი 2010 წელს გამოუშვა. მისი მუსიკა ელექტრონიკის, ინდუსტრიალის, სინთპოპის, ინდი მუსიკისა და კიდევ მრავალი ჟანრის ნაზავია.
კლერი 11 წლის განმავლობაში ბალეტს სწავლობდა, უნივერსიტეტში – ნეირომეცნიერებასა და რუსულ ლიტერატურას. მაგრამ თანდათან ყველა მისი ინტერესი მუსიკამ გადაფარა. ის არამარტო მღერის, სიმღერების ავტორიცაა და ვიდეო კლიპების რეჟისორიც.
მის ბუშეზე დიდი გავლენა ქალმა შემსრულებლებმა და შუა საუკუნეების მუსიკამ მოახდინა. ცდილობს იყოს ვეგეტარიანელი.
პირველად Grimes-ის “Vanessa” მოვისმინე. მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე: არ მიყვარს “ჭყიპინა”, წვრილხმიანი ვოკალისტები. მერე “Genesis”-ს მოვკარი ყური, ამჯერად მომეწონა. სხვა სიმღერებიც მოვისმინე და მივხვდი, რომ საჩემო მუსიკაა: არაამქვეყნიურობის განცდას რომ გიქმნის და სადღაც ზეცისკენ მიგაქანებს :)) თვითონ კლერიც არაამქვეყნიურ არსებას ჰგავს, ფერადთმიან ანგელოზს.
მეორე ანგელოზი ბრიტანელი ტალია ბარნეტია (Tahliah Barnet). ტალია FKA twigs-ის სახელით მოღვაწეობს. მისი მუსიკაც ასევე რამდენიმე ჟანრის ნაზავია: ელექტრონიკა, პოპი, ტრიპჰოპი, ექსპერიმენტალი … ტალიას, გარდა მუსიკისა, ცეკვაც ეხერხება: ის მოცეკვავის როლში Jessie J-ის ვიდეო კლიპში “Do it like a dude” გამოჩნდა.
Twigs ამ მომაჯადოებელი სიმღერით გავიცანი და პირველივე მოსმენისთანავე შემიყვარდა:
განსაკუთრებით გზაში მიყვარს FKA twigs-სა და Grimes-ის მოსმენა, ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს ამ ორი განსხვავებული, საინტერესო და კრეატიული ქალის შემოქმედება.
ანგელოზი, ელექტრონული მუსიკა, კლერ, კლერ ბუშე, კლერ ბუშერი, კლერი, მომღერალი, მუსიკა, მუსიკოსი, ტალია ბარნეტი, ქალი, Claire Boucher, FKA twigs, grimes, Tahliah Barnet
-
You are currently browsing the archives for იანვარი, 2014
ეძიებდე და ჰპოვებდე :)
არქივი
- ივლისი 2018 (1)
- ოქტომბერი 2017 (1)
- აგვისტო 2017 (1)
- მარტი 2017 (1)
- აგვისტო 2016 (1)
- ივნისი 2016 (1)
- იანვარი 2016 (3)
- სექტემბერი 2015 (2)
- აგვისტო 2015 (1)
- ივლისი 2015 (5)
- აპრილი 2015 (1)
- თებერვალი 2015 (2)
- ნოემბერი 2014 (1)
- ივლისი 2014 (1)
- მაისი 2014 (1)
- მარტი 2014 (2)
- თებერვალი 2014 (2)
- იანვარი 2014 (1)
- დეკემბერი 2013 (1)
- ნოემბერი 2013 (2)
- ოქტომბერი 2013 (2)
- სექტემბერი 2013 (3)
- აგვისტო 2013 (1)
- ივლისი 2013 (3)
- ივნისი 2013 (4)
- მაისი 2013 (4)
- აპრილი 2013 (1)
- მარტი 2013 (1)
- თებერვალი 2013 (3)
- იანვარი 2013 (3)
- სექტემბერი 2012 (2)
- ივნისი 2012 (1)
- აპრილი 2012 (1)
- მარტი 2012 (1)
- თებერვალი 2012 (2)
- იანვარი 2012 (1)
- ნოემბერი 2011 (2)
- ოქტომბერი 2011 (4)
- სექტემბერი 2011 (5)
- აგვისტო 2011 (2)
- ივლისი 2011 (5)
- ივნისი 2011 (5)
- მაისი 2011 (4)
- აპრილი 2011 (2)
- მარტი 2011 (3)
- თებერვალი 2011 (2)
- იანვარი 2011 (2)
- დეკემბერი 2010 (1)
- ნოემბერი 2010 (2)
- ოქტომბერი 2010 (5)
- სექტემბერი 2010 (3)
- აგვისტო 2010 (1)
- ივლისი 2010 (1)
- ივნისი 2010 (3)
- მაისი 2010 (6)
- აპრილი 2010 (1)
- მარტი 2010 (3)
- თებერვალი 2010 (1)
- იანვარი 2010 (1)
- ნოემბერი 2009 (2)
- ოქტომბერი 2009 (1)
- სექტემბერი 2009 (2)
- აგვისტო 2009 (1)
- ივნისი 2009 (2)
- მაისი 2009 (1)
- აპრილი 2009 (2)
- Alter\Vision Alter\Vision\newcomers batumi summer set Eldrine facebook Greenbeam and Leon Loudspeakers Me and my monkey Metallica Mirror Illusion Mutual Friends newcomers Open Air Open Air 2015 placebo Rema ShuSha social media Sour Skin String Tbilisi Alter Vision Tbilisi Open Air tbilisi open air 2015 The Forest the Georgians U.R. აივანი აუდიოწიგნი ბათუმი ბლოგერი ბლოგი გენდერული თანასწორობა დაცვა დემოკრატია დისკრიმინაცია ელექტრონული მუსიკა ზაფხული იმედი ინფორმაცია კატა კაცი კინო კონცერტი მამაკაცი მარადიული სიყვარული მედია მერია მსახიობი მუსიკა ოსკარი ოცნება ოჯახი პირსინგი პოლიცია პორნოპოეზია ჟურნალისტი სააკაშვილი საზოგადოება სალომე კორკოტაშვილი საქართველო სექსი სიყვარული სოციალური მედია სტერეოტიპი ურთიერთობა ფეისბუქი ფესტივალი ფილმი ქალი ქმარი ცოლი ცხოველები ძველი ბიჭები წიგნი ხელისუფლება
იანვარი 2014 ო ს ო ხ პ კ კ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31
ბოლო კომენტარები