Archive for ივნისი, 2010

სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

6 Comments

I’m sorry …

შენზე იმდენ ხანს ვოცნებობდი…
ერთ მშვენიერ დღესაც მხვდა წილად ბედნიერება ამესრულებინა ეს ოცნება. სიამოვნებით დაგითმე ჩემს სხეულზე ბინა. ისეთი მოხარული ვიყავი ამით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. მაპატიე, მაგრამ ვერ შეგეჩვიე, შენ ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნი. ძალიან მომწონხარ, ერთი წუთითაც არ მინანია ჩვენი ურთიერთობის დაწყება, ყოველთვის ვიამაყებ ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ გამიგე, მე ასე აღარ შემიძლია. თან ზაფხული არ არის მთლად კარგი პერიოდი ჩვენი ურთიერთობისთვის. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება: ცოტა ხნით მაინც, გარკვეული დროით ჩვენ უნდა დავშორდეთ. გახსოვდეს, მე შენ ისევ ძალიან ძალიან მომწონხარ. მშვიდობით, ჩემო პირსინგო!!!
P.S. Morticia, ვწუხვარ თუ ამ ჩემი გადაწყვეტილებით იმედები გაგიცრუე.

, , , , , ,

11 Comments

I did it!!!

როგორც იქნა მე ეს გავაკეთე. არადა უკვე ორი წელია მინდა. ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა. გუშინწინ კი უცებ თავში დამარტყა ან დღეს ან არასდროს–მეთქი და ავიხდინე დიდი ხნის სურვილი: პირსინგი გავიკეთე ტუჩის ქვემოთ. ამ დღიდან თუკი სადმე ნაცნობი მხვდება დაახლოებით ასეთი დიალოგი იმართება ჩევნს შორის:
– ვაუუ პირსინგიიი! გიხდება. სად გაიკეთე?
– სახლში.
– სახლში? :O ვინ გაგიკეთა?
– მე თვითონ.
– მართლააა? არ გეტკინა?
– ისე რა.
– გამაყუჩებელი დალიე?
– არა.
– აუუ როგორ გაუძელი…
ნემსის გაყრის პროცესის დროს ტკივილი საერთოდ ვერ ვიგრძენი. თან რაღაც წუთები მოვუნდი. გამიხარდა, თურმე რა ადვილი ყოფილა–მეთქი, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. უშუალოდ პირსინგის გაკეთების პროცესი იყო ძალიან რთული. სქელი აღმოჩნდა და ვერაფრით ვერ ეტეოდა ნახვრეტში. რამდენჯერმე მომიწია კიდევ გახვრეტა რამდენიმე ნემსით. ბევრი წვალების მერე როგორც იქნა გავიკეთე პირსინგი, ისე გამიხარდა მისი მეორე ბოლოს დანახვა კანის გარე მხარეს 🙂

ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე. ჭამის დროს მგონია რომ გადამეყლაპება და ამიტომ ძალიან ნელა და პატარა ლუკმებით ვჭამ 😐 პირსინგის გამოცვლაც მინდა. საქართველოში პირსინგების მეტად მწირი არჩევანია. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც ამდენი ხანი არ ავისრულე ჩემი სურვილი – თბილისის მასშტაბით ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი მოსაწონი პირსინგი: ძალიან ცოტაა, თითქმის სულ ერთნაირები და თან უბრალოები. სჯობს საზღვარგარეთ შეიძინოთ, გამოიწეროთ რომელიმე საიტიდან. მე ვერ მოვაბი მაგას თავი 😛 ხო კიდევ თუ გინდათ პირსინგის გაკეთება, გაითვალისწინეთ, რომ სჯობს წელიწადის დროის გრილ პერიოდებში გაიკეთოთ.

დედაჩემს არ მოეწონა პირსინგი. ეს მოსალოდნელიც იყო. ყველაზე ძალიან ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის რეაქციების დანახვა მაინტერესებს 😛 ჩემმა დამ რომ გაიკეთა პირსინგი, გაოცებულები ეკითხებოდნენ: რკინა–მეტალი რად გინდა სახეზეო 😐 რას იზამ, მართალია არაკომფორტულია, მაგრამ ვიზუალურად მომწონს.

, ,

9 Comments