ჩვენი დროის დინოზავრები _ ორიოდე სიტყვა ძველ ბიჭებზედ

ძირითადად შავი სამოსით იმოსება. აქვს მკაცრი და აგრესიული მზერა. ყოველ 5 წუთში იფურთხება და იგინება დედას. ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებიდან სულ მცირე ახასიათებს მწეველობა. ატარებს დანას. პატარა წვრილმანზეც შეიძლება გამოგეკიდოთ და აგიტეხოთ ჩხუბი: მაგალითად თუ “ცუდად” შეხედეთ ან თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და გრძელი თმა გაქვთ. დროის უმეტესობა გაჰყავს ქუჩაში, ძმა-ბიჭების თავშეყრის ადგილზე _ ე.წ. “ბირჟაზე”_ ჩაცუცქულს. ხანდახან სერიოზული საქმეებიც გამოუჩნდება, როგორიცაა მაგალითად ქუჩური გარჩევები ან ჩხუბი. ჩმორებს “აწერს” ფულს ან ნებისმიერ ნივთს რაც მოეწონება. სძულს “ძაღლები”. კარგად იცის, რომ “ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს პოლიციის ჩაურევლად”. აქვს საუბრის განსაკუთრებული მანერა: ცხვირში ლაპარაკობს და სიტყვებს ხრინწით წარმოთქვამს. უსმენს ძირითადად რეპს. საყვარელი ფილმი _ სავარაუდოდ “ნათლიმამა” ან “ნაიარევი სახე”. “ქურდული გაგება” და ძმა-ბიჭები მისთვის ყველაზე მაღლა დგას. არავითარი სწავლა-განათლება, სამსახური არ აინტერესებს. მოკლედ, მისი სამომავლო პერსპექტივა ნულია. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ძველ ბიჭზე.

იყო დრო, როცა ქურდული წესები უფრო მეტად ფასობდა ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე კანონი. როცა ფიქრობდნენ, რომ “აუცილებელია ბიჭმა გაიაროს ქუჩის სკოლა”. ბევრი თავსაც იწონებდა იმით, რომ ახალგაზრდობაში წარმატებით გაიარა ეს სკოლა. მათ შორის პოლიტიკოსებიც. შავ-ბნელ 90-იანებთან შედარებით დღეს ძველი ბიჭების რიხცვმა იკლო. ბევრი მიხვდა, რომ “კაიბიჭობა” სხვა არაფერია თუ არა დროის კარგვა, დისკრიმინაციისა და უკანონობის მხარდაჭერა და უპერსპექტივობა. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში დღემდე არის შემორჩენილი “ძველბიჭური ” გაგება. გაოცებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი, როცა გავიგე, როგორ ხვდებოდნენ ჩემს ერთ მეგობარ მეტალისტ ბიჭს ძველი ბიჭები დანებით და ემუქრებოდნენ, ხოლო როცა მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, შემდეგი პასუხი მიიღო ” აბა, ამხელა თმით რომ დადიხარ რა გგონია? თმა შეიჭერი და პრობლემებიც აღარ გექნებაო”; როგორ ცემდა მას მეტროში ხუთი ძველი ბიჭი ისევდაისევ განსხვავებული გარეგნობის გამო, ხალხი კი იდგა და პირიქით აქეზებდა მოძალადეებს “ასე უნდა მისნაირებსო”; როგორ მოუვიდა ჩხუბი უნივერსიტეტში (თსუ-ს მეორე კორპუსში!) და დაცვამ იმ მოტივით გააშველა, რომ “სადმე მოფარებული ადგილი ნახეთ და იქ იჩხუბეთო” 😐

სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები დღესაც ხდება, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ “ძველბიჭობა” დროის ანაქრონიზმია, რასაც მალე გააცნობიერებს საზოგადოება. ძველი ბიჭების დრო წავიდა, ჩემს თვალში კი ისინი უბრალოდ გოიმები არიან. (მე მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის:დ)

, , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by mkitxveli on მარტი 11, 2011 - 11:54 AM

    არიან კიდევ ასეთები? და რა კარგია რომ არ ვიცნობ მსგავს ტიპებს 🙂

    • #2 by dreamar on მარტი 11, 2011 - 3:14 PM

      სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან :/

  2. #3 by Sophie SUNNY Golden on მარტი 11, 2011 - 3:27 PM

    ლოლ
    პალეონტოლოგიას დაუინტერესებიხარ, მარ :დ

    ისე, მეც დიდხანს მეგონა, რომ აღარ იყვნენ ასეთი ტიპები, მაგრამ ადრე საქართველოს ერთერთ რაიონში მოვხვდი და იქ კიდევ ცოცხლობენ მსგავსი დინოზავრები. ვიმედოვნებ, გადაშენდებიან მალე.
    ისე, ლაშა ბუღაძის “ბოლო ზარი” მახსენება სულ ამათზე, საკუთარ ფურთხში სხედან და ამაყობენ კიდეცო.

  3. #4 by siyvarulovna on მარტი 11, 2011 - 3:31 PM

    არ მჯერა რომ დღეს ისეთი “საზოგადოება”, პირველ აბზაცში, რომ არის აღწერილი, კიდევ არსებობს.

    მეორეს მხრივ მივიჩნევ, რომ ბიჭმა რაღაც დოზით “ქუჩის სკოლა უნდა გაიაროს”. ასე თუ ისე რაღაცა კარგს მაინც ისწავლის.

    90–იანებში ქურდის სიტყვა უფრო იმიტომ ფასობდა, რომ პოლიცია–მილიცია იყო უუნარო და ის “ძმა–ბიჭები” რაღაცას მაინც ახერხებდნენ

  4. #5 by Mallorie on მარტი 11, 2011 - 8:51 PM

    ეგ ვიდეო ადრეც მქონდა ნაყურები და გაოცებული დავრჩი.
    თუ დადგმულია, ასე უნიჭოდ რომელმა რეჟისორმა იუფროსა, და თუნამდვილია, მაინც გაოცებული ვარ.

  5. #6 by mkitxveli on მარტი 11, 2011 - 8:55 PM

    siyvarulovna შეგიძლია “ქუჩის სკოლა” განმიმარტო რას ნიშნავს?

  6. #7 by mkitxveli on მარტი 11, 2011 - 8:59 PM

    ახლაღა ვნახე ეს ვიდეო, ერთი შეხედვითაც ჩანს რომ პირველი პერსონაჟი “მოძველო” დადგმულია, ასეთი ტიპები ეკრანზე ასე არ ლაპარაკობენ, გეთანხმებით ხელოვნურია ძალიან.

    ეს ვიდეოც დიდი ხნის წინ არის გადაღებული, წესით ჩემს გვერდით კაბინეტში 🙂 🙂

    • #8 by dreamar on მარტი 11, 2011 - 9:49 PM

      კი ეტყობა რომ ხელოვნურია, როგორც ჩანს პასუხები წინასწარ აქვთ მოფიქრებული. თუმცა მთლად შორსაც არაა რეალობისგან 🙂

  7. #9 by Nina Gorecki on მარტი 11, 2011 - 9:28 PM

    ისე მეც რაღაც იშვიათად ვხედავ ასეთ ტიპებს 🙂 გომიობას რაც შეეხება, ჩვენი ძველი მეტალისტებისგან ჯასთ მუსიკალური გემოვნებით განსხვავდებიან, ისე ერთნაირად სივიწროვეში ჩაკეტილი, არაფრის მაქნისი ტიპები არიან ყველანი :DD

    ამ პოლიციის ეპიზოდმა გამომაშტერა. ამაზრზენია.

  8. #10 by catherinemolko on მარტი 12, 2011 - 8:35 AM

    როგორც, ჩანს “ძელი ბიჭობა” არ გამქრალა. როგორც ჩანს კი არა ასეა.. ახლანდელი ძველები მიხვდნენ, რომ განათლება აუცილებელია, მაგრამ ციხეში მჯდარი ქურDი მამიკოების ზურგი ამაგრებთ.. ეს არაქუჩური დამალული კაი ბიჭობაა.. : D რაც ბევრჯერ მინახავს ))

  9. #11 by ირინა on მარტი 13, 2011 - 9:22 AM

    საიდან გაგახსენდა ეგ თემა:)))))) ჩემი სკოლა:)) ორივე გმირს ვიცნობ:))) დათუნა ალადაშვილი მაგ ვიდეოს ავტორის ძმაკაცია 😀 (რა გავაკეთო, მაქვს გართულება ამ სუბიექტურობაზე) და დადგმულია ეგ სიუჟეტი, არც ის მეორეა ძველი ბიჭი:))))))))) ისე, მგონი ეგ ასაკი ბიჭებს დღეს სკოლის დამთავრებასთან ერთად უმთავრდებათ. როგორც კი უმაღლესში აბარებენ, ხვდებიან რამხელაა მსოფლიო, და რომ ის მხოლოდ საკუთარი უბნით არ შემოიფარგლება. 😀 აქედან დასკვნა: სკოლაში არავინ ზრუნავს მათ აღზრდაზე და რაღაც კუთხით მასწავლებლები კიდეც იწონებენ “ქუჩის სკოლას”.
    P.S. ისე, დათუნა დღეს აშშ–ში სწავლობს, ნიუ–იორკის კონსერვატორიაში და საკმაოდ წარმატებულია როგორც თავის კარიერაში, როგორც ვიცი, გოგოებშიც :))

  10. #12 by mkitxveli on მარტი 14, 2011 - 9:44 AM

    ირინკაა დადგული რომაა ეტყობა აშკარად 🙂 შენი კომენტარის ბოლო აბზაცი განსაკუთრებით მომეწონა 🙂

  11. #13 by Finch on აპრილი 8, 2011 - 10:27 PM

    იმენაა 100% იანი ხაარ მაგარია ძააან სურათზე ვიღადავე მაგრად 😀
    შენი მეგობრის გამო ვწუხვარ,დამიჯერეთ მალე “ისინი” აღარ იარსებებენ ; )

  12. #14 by merabwiklauri on დეკემბერი 21, 2011 - 6:24 AM

    შენ ეტყობა არ გესმის რა განსხვავებაა კაი ბიჭს, ქუჩის ბიჭს, ძველ ბიჭს და ბესპრიძელნიკს შორის, ალბათ შენ ისიც არ გესმის თვითონ რა კატეგორიას ეკუთვნი, სანამ რაღაცას დაწერდე აუცილებელია რაღაცა გაიგო და მოისმინო, ქუჩის ბიჭისთვის სწავლა ზედმეტია, მაგრამ კაი ბიჭი უსწავლელი კაცი ვერ გახდება, თუნდაც იმიტომ რომ გრძელთმიანი როკერი და მეტალისტი ქინძები ვერცერთ საქმეს ვერ მოაგვარებენ, და რატომ იცი? არც ტრაკი აქვთ, არც დუხი ეყოფათ, არც სასაუბრო ლექსიკონი აქვთ და კაცს რო ჭკუა ქონდეს ქალივით თმებს არ გაიზრდიდა, თუ ვინმე არ მეთანხმება ამიხსნას რატომ და მერე მე ავუჯხსნი რატომაც 🙂

    • #15 by dreamar on დეკემბერი 21, 2011 - 11:28 PM

      ზუსტად გაგებული, მოსმენილი და ნანახი რომ მაქვს, ამიტომაც დავწერე 🙂 ჰაერიდან არ მომიტანია ის, რაც დავწერე.სწავლა არავისთვისაა ზედმეტი. არც იმაში დაგეთანხმები, რომ “გრძელთმიანი როკერები და მეტალისტები” ვერცერთ საქმეს ვერ მოაგვარებენ. და არ აქვთ დუხი ან ლექსიკური მარაგი. ძალიან მაინტერესებს, რაზე დაყრდნობით გამოგაქვს ასეთი დასკვნა? და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს კაცის თმის სიგრძეს, ჭკუის ქონა-არქონა თმის სიგრძესთან რა კავშირშია? : )

      • #16 by dreamar on დეკემბერი 21, 2011 - 11:37 PM

        პ.ს ძალიან ბედნიერი ვარ რომ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიებიდან არცერთს ვეკუთვნი :დ

    • #17 by catherinemolko on დეკემბერი 22, 2011 - 3:29 PM

      ქურდი დაგავიწყდათ აი ის ყველაზემაგარიროჟა რრომაა ლოლ!!!!!
      ”ქალივითო” აღნიშნე და ქალობა შეურაცხყოფაა?? თუ კაცს ქალზე მეტი ჭკუა აქვს??
      ადრე გავიგე ერთ-ერთი ნაცნობისგან ქალს იმიტომ არ შეუძლია იყოს ქურდი, რომ ქურდები არ იტ*******ნო :დ. აი ეს ერთი წინადადება საკმარისია იმისთვის რომ შენი ჩამონათვალი ერთ აბსურდათ აღვიქვა.

  13. #18 by niaza on იანვარი 25, 2012 - 2:14 PM

    tavidan ki magram mere su tyuiliaa @@

  14. #19 by sss on თებერვალი 25, 2012 - 9:15 PM

    😀 😀 😀 😀 😀

  15. #20 by Tokoo on თებერვალი 25, 2012 - 9:16 PM

    jer erti tqven rato saubrobt ka ibichbeze?

  16. #23 by Tokoo on თებერვალი 25, 2012 - 9:16 PM

    visac ekutvnis iman isaubros

    • #24 by dreamar on თებერვალი 27, 2012 - 7:37 PM

      ვის ეკუთვნის? :დ შენ გინდა თქვა, რომ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებული უფლება-მოსილება ჭირდება? :დ

  17. #25 by Tokoo on თებერვალი 25, 2012 - 9:17 PM

    da saertod gazviadebuli blefiaaaaaaa :* :*

  18. #26 by polemos0108 on აგვისტო 11, 2013 - 1:40 PM

    საყვარელი ფილმი: უძინართა მზე.

  19. #27 by გიორგი on იანვარი 5, 2020 - 12:13 PM

    21-ე საუკუნეში კიდევ არსებობენ ,,კაი ბიჭები”? ,,ძველი ბიჭები”? ვაი რა გვეშველება, რომელ საუკუნეში ვართ ჩარჩენილები.

დატოვე კომენტარი