Posts Tagged Loudspeakers

Oasis ფესტივალის მიმოხილვა

oasisfest

ორი დღის განმავლობაში მცხეთაში თეატრონის მიმდებარე ტერიტორია მუსიკალური ფესტივალის ქალაქად იქცა. ადამიანები  აღმოჩდნენ ჩვეულისგან განსხვავებულ გარემოში, სადაც შეგეძლო დაგესვენა, გართობოდი, შეგეძინა ახალი მეგობრები, დამტკბარიყავი მუსიკით, გეცეკვა, დაგელია, გეთამაშა ორდროშობანა თუ ხელბურთი, გარუჯულიყავი კიდეც, ერთი სიტყვით საინტერესოდ გაგეტარებინა დრო.

არცერთ ქართულ მუსიკალურ ღონისძიებას არ მოყოლია ამდენი პოზიტიური გამოხმაურება, რაც ოაზის ფესტივალს მოყვა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ფესტივალის მიმართ, საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ფესტივალამდე იყო ბევრი კითხვა, რომლებსაც ორგანიზატორებმა დროულად ან საერთოდ ვერ გასცეს პასუხი. ამან ბევრი გააღიზიანა. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს არ იყო მარტო კარგი მუსიკისა და “ზვუკის” დამსახურება. ფესტივალისთვის შესაფერისი ადგილი, კარვების ქალაქი, სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიება, ერთი სიტყვით, გარემო იყო ძალიან კარგი. შეკრებილი ადამიანებიც იყვნენ პოზიტიურად განწყობილნი. ბევრმა აღნიშნა, რომ განსხვავებით სხვა კონცერტებისგან, სადაც უხვად დაიარებიან იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ტიპები, რომლებიც ხან “როკერი” გოგოების გასაცნობად მოდიან და ხან უმიზეზო ჩხუბის ასატეხად, მცხეთაში ნაკლებად იყვნენ.

Salio

Salio

The Balloon Shooters

The Balloon Shooters

LOUDspeakers

ოაზის ფესტივალი ქართულმა ჯგუფმა The Jetbird გახსნა. ძალიან ვისიამოვნე ქართული ბენდებით. ძალიან კარგები იყვნენ და არ ჩამოუვარდებოდნენ უცხოურ ჯგუფებს Loudspeakers, Salio, The Balloon Shooters.

უცხოური ბენდებიდან ძალიან მომეწონა დანიური ინდიროკ, დენს-პანკ ბენდი Whomadewho. მსმენელებისგან ბევრი ტაში და ოვაცია დაიმსახურეს. ერთადერთი ჯგუფი იყო ფესტივალზე, ვინც ბისზე ისევ გამოვიდა.

Whomadewho

Whomadewho

Whomadewho

Mumiy Trol-მა ბავშვობა გამახსენა, ოდესღაც მიყვარდა ეს ჯგუფი, განსაკუთრებით მისი ვოკალისტი, მუდამ მოღიმარი ილია ლაგუტენკო. :დ

ილია ლაგუტენკო

ილია ლაგუტენკო

5’nizza–ს ყოფილი ვოკალისტის ანდრეი ზაპოროჟეცის (სანის) ბენდმა “SunSay” ასევე დიდი ოვაციები დაიმსახურა, განსაკუთრებით ყველასთვის ნაცნობი სიმღერის “Солдат”-ის შესრულებისას.

SunSay

SunSay

ხალხი ააცეკვა და სცენაზე “ცეცხლი დაანთო” გერმანულმა ელექტრონულმა ბენდმა სექსუალური “ფრონტვუმენით” Jahcoozi.

Jachoozi

Jachoozi

მიუხედავად იმისა, რომ ოაზის ფესტივალი იყო კარგი და ყველა აღფრთოვანებული დარჩა მისით, არ შემიძლია არ დავწერო იმ მინუსებზე, რაც მას ახლდა:

1. დაგვიანება: ორივე დღეს კონცერტი დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. საქართველოში იმდენად მიჩვეულები ვართ დაგვიანებას, რომ ამას ნაკლად არ მივიჩნევთ.

2. ფესტივალზე არ გამოსულა ლაინაფში მითითებული ბენდი Juveniles. ამას მაშინ მივხვდი, როცა სცენაზე მათ ნაცვლად სხვა ბენდი გამოვიდა: ZIG ZAG & CO პროექტი ქართველი ბასისტითა და დრამერით, ასევე ფრანგი პიანისტით სახელად ზიგი. კარგად მახსოვს რა ცუდი გამოხმაურება მოყვა როცა ოფენეარზე მსმენელმა Modesselektor ვერ იხილა.

3. არც მე და არც ჩემს მეგობრებს დაცვასთან ან პოლიციასთან არ შეგვქმნია პრობლემა. მაგრამ როგორც შემდეგ გავიგე, მარიხუანის მოწევის გამო რამდენიმე ადამიანი საკმაოდ უხეში ფორმით დააკავეს (ზოგი ამბობს 60-მდე, შსს კი მხოლოდ ორი ადამიანის დაკავებასა და დაჯარიმებას ადასტურებს). ეს იგივეა ალკოჰოლის დალევის გამო დაეჯარიმებინათ ვინმე იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივ ადგილებში დალევა არ შეიძლება. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიცია და დაცვა (ყველა არა, რა თქმა უნდა) ხშირ შემთხვევაში არ იქცევა ზრდილობიანად და თავაზიანად. ამ მხრივ ბევრი სამუშაოა.

პ.ს ძალიან მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი მუსიკალური ღონისძიება ტარდება და ვიღაც ღვთისნიერი ადამიანები ჩვენს გართობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავენ.

ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

, , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

ფესტივალი Oasis-ი

ამ ფესტივალზე მითქმა-მოთქმა დიდი ხნის წინ დაიწყო. სახელწოდების გამო ბევრს ეგონა, რომ ბრიტანული როკ-ბენდი, აწ უკვე დაშლილი Oasis ჩამოდიოდა საქართველოში. სინამდვილეში Oasis Festival-ს საერთო არაფერი აქვს ძმებ გალაჰერების ჯგუფთან. ფესტივალი 22-23 ივნისს გაიმართება მცხეთაში, თეატრონის პარკში. დაუკრავენ როგორც ქართული, ასევე ევროპული ბენდები (Mumiy Troll,  Jahcoozi, Loudspeakers, Motorama, Whomadewho, The Jetbird, Sunsay, Juveniles…)

გარდა მუსიკოსების გამოსვლისა შეგეძლებათ დაესწროთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, ვორკშოპებს. ფესტივალის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ადგილი კემპინგისა და პარკინგისთვის. ასევე იქნება ბევრი კვებითი ობიექტი.

?????

ფესტივალის ადგილმდებარეობის რუკა

ოაზის

ბილეთებს რაც შეეხება: თავდაპირველად 19 ლარად იყიდებოდა ბილეთი ორივე დღისთვის, ამჟამად 28 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მათი შეძენის წესებს. როგორც ვიცი, ბილეთები ადგილზე უფრო ძვირად გაიყიდება, ამიტომ აჯობებს წინასწარ იყიდოთ.

ფესტივალის ადგილზე მოსახვედრად იქნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც გავა სპორტის სასახლიდან და ეღირება 2 ლარი. გარდა ამისა დიდუბედან მცხეთის მიმართულებით ყოველ 15 წუთში გადის სამარშრუტო ტაქსები. დაწვრილებითი ინფოსთვის ნახეთ ეს ლინკი.

ბევრი კითხვა გააჩინა ფესტივალზე დაწესებულმა წესებმა:

ოაზის უასფრთხოება

ყველაზე დიდი გაოცება ჩემში კონფეტის შეტანის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, კონფეტში “კანფეტი” არ იგულისხმება, ესაა ფერად-ფერადი ქაღალდის პაწაწა მრგვალი ნაჭრები, რომელთაც გასართობად თავზე აყრიან ერთმანეთს ბალებსა და მასკარადებზე. ( წყარო http://www.nplg.gov.ge)

უკმაყოფილება გამოიწვია ჩანთის დადგენილმა ზომებმაც: ძნელი წარმოსადგენია ასეთ ჩანთაში კარავი ჩაგეტიოს, თუმცა, როგორც განმარტეს, კარავის მქონეთათვის გამოყოფილი იქნება სხვა შესავლელი. ზომის გამო კარვის შეტანისას პრობლემა არ შეგექმნებათ. ჩანთის ზომების მითითება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ტერიტორიაზე არ მოხდეს აკრძალული ნივთების და სასმლის შემოტანა.

მოწევას რაც შეეხება: აკრძალულია მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ზონაში.

პროფესიონალური ფოტო-ვიდეო აპარატებით გადაღების აკრძალვა ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ ფესტივალზე. მათ, ვისაც სურს პროფესიონალური კამერის შემოტანა, უნდა გაიაროს აკრედიტაცია. მობლურით და არაპროფესიონალური კამერით გადაღება ნებადართულია.

ერთი სიტყვით, წესების პირველი წაკითხვისას გაჩენილ კითხვებს ჩემთვის პასუხი გაეცა.

მონაწილეების სრულ სიას შეგიძლიათ გადახედოთ აქ:

oasis fest

საინტერესო შაბათ-კვირა გველოდება წინ 🙂

, , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

DDT vs Dub FX/Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2012-იც დასრულდა. 2009 და 2011 წლების ოფენეარებთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი ბევრად მასშტაბური იყო. წელს გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა კონცერტზე და მედიის მხრიდანაც ყურადღება უფრო დიდი იყო. ეს, პირველ რიგში, ალბათ, ფესტივალის ჰედლაინერმა ბენდმა  – DDT-მ გამოიწვია. DDT-ს, ჯერ კიდევ 1980 წელს, საბჭოთა რუსეთში დაარსებული ჯგუფის, ლაინაფში გამოჩენამ ბევრის გული გაახარა და ფესტივალზე მისვლა გადააწყვეტინა. პირადად მე ფესტივალზე ნაკლებად მაინტერესებდა მამაჩემის თაობის საყვარელი ჯგუფის ხილვა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის. (მე მაპატიეთ დდტ-ს ფანებო :)) თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან კარგად დაუკრეს კონცერტზე და თითქმის არავინ დაუტოვებიათ გულგრილი თავისი შესრულებით. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , ,

15 Comments

აკრძალული კოცნა

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველად ჩატარდა კოცნის ფესტივალი. წყვილი, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს იკოცნავა (დაახლოებით 3.5 სთ), თურქეთში ეთკვირიანი საგზურით დაჯილდოვდა. მე და ჩემს შეყვარბულსაც გვინდოდა მონაწილეობის მიღება ამ კონკურსში. ერთხელ, როცა “ახალი შეყვარებულები” ვიყავით, 5 საათის განმავლობაში ვიკოცნავეთ შეუჩერებლივ :პ საბოლოოდ მაინც არ წავედით kiss party-ზე: იმ დღეს ძალიან დაღლილები ვიყავით. კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფესტივალის ამსახველ ვიდეოს კომენტარებში კი საჯაროდ კოცნით შეშფოთებულმა ადამიანებმა არ დაიშურეს სალანძღავი სიტყვები კონკურსის მონაწილეებისთვის:

“პუუუუ დქვენი გამზრდელი მო…..ან ჯოგი ხარტ”

“თქვენ მოგიტკანთ პატრონი”

“უფალმა შეგინდოსთ და გაგინათოთ გონებააა უფალს ვთხოვ ყველა თქვენნაირს გონება გაუნათოს დაა ეს ქართველებს არ შეშვენის რომ საჯაროდ ეროტიულ სცენებს დგამენ უფალმა დაგლოცოთ და გაგინათოთ გონება”

“თქვე გარყვნილების “მქადაგებლებო” და ეშმაკის მოციქულებო ათი მცნება მაინც არ წაგიკითხავთ,ქართველმა ქართველობა დაკარგა…გულწრფელად მეცოდება ყველა ასეთი ადამიანი . . “

“თქვენი დედას ***ი ეს რა არის და მე შენი დედა ***ან ირაკლი ქაჩავა ხარ თუ ვიგაც გასიებული ***. ქართულ მენტალიტეტს რომ დაკარგავ კაცი დედა კი არ უნდა გაგინონ თვალ წინ უნდა მოგი***ან. თქვენი დედა ***ან ქართველები კი არა ღორები ხართ ნაბოზვრებო ფულის გამო სულსაც კი გაყიდით მე თქვენი დედას ***ი”

“მალე მინეტი კეთებას დაიწკებენ სახალხოდ ამათი დედას ***ი”

მეტად ზრდილობიანად გამოხატავენ ხომ თავიანთ აღშფოთებას? მთელი 153 გვერდი სულ ამგვარი კომენტარებით იყო გავსებული :))

Tbilisi Open Air -ის ფეისბუქის გვერდზე ვიღაცამ დადო ორი წყვილის ფოტო, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ კონცერტის დროს (უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მოზასავე წყვილის ნახვა შეგეძლოთ Open Air-ზე). აქაც ვერ დამალა ბევრმა კდემამოსილმა “ნამდვილი ქართული სულის” პატრონმა საკუთარი აღშფოთება და სულ “ბომჟურ სექსს დახამებული ადამიანები” უწოდა მოსიყვარულე წყვილებს. არადა მე მეგონა, რომ ყველა ნორმალურმა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ კოცნა და სექსი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ლიბერალის ვებ-გევრდზე სტატია წავიკითხე, რომელიც რიყეზე ახლადგახსნილ პარკში მოქმედ აკრძალვებს ეხებოდა. ავტორი წერს: “რიყის “ყველაზე თანამედროვე და დასავლური სტანდარტების” პარკში კოცნაც აკრძალულია და დაცვის მრისხანე თანამშრომელი ამ აკრძალვის სისწორეს ასე ასაბუთებს: “აი, მე რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გამომევლო, ეს ხომ არ მომეწონებოდა?!” თავიდან ვიფიქრე, რომ ავტორი აჭარბებდა, ვერ წარმომედგინა, რომ მსგავსი კურიოზული შენიშვნის მიცემა შეიძლება ვინმესთვის, სანამ თავად არ დავრწმუნდი: მზიურის პარკში დაცვისგან შენიშნვა მივიღე ჯდომის წესის გამო.

მერე ეს სიუჟეტი ვნახე და სრულიად გაოგნებული დავრჩი.

რატომაა ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი, თუკი ჩემს შეყავრებულს ვაკოცებ? რატომ უნდა იყოს აკრძალული სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ისეთი უწყინარი ფორმით, როგორიცაა კოცნა? :/ არავითარი კანონიერი შეზღუდვა საქართველოში საჯაროდ კოცნასთან დაკავშირებით არ არსებობს! მეტი საქმე არ გაქვთ წყვილების თვალთვალის გარდა, არიქა როდის დაიწყებენ კოცნაობას შენიშვნა რომ მვცეთო?

საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა, საქართველოში კი, თუ ასე გაგრძელდა, მალე კოცნა აღარ იარსებებს :დ

საზოგადოებაში კოცნა აკრძალულია შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში… სამხრეთ კორეაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის არამარტო კოცნა, ჩახუტებაც კი მიუღებელია! პაკისტანში მოკოცნავე წყვილს ქორწინების დამადასტურებელ ცნობას თხოვენ. ქორწინებაში მყოფ მოსიყვარულე წყვილს უფრო მსუბუქი სასჯელი ელის ქორწინებაში არამყოფ წყვილთან შედარებით. რა მარაზმია :ს მარტო ამის გამო არ ღირს ამ ქვეყნებში ცხორვება!

კოცნის მოწინააღმდეგენო: გარდა იმისა, რომ კოცნა ძალიან სასიამოვნოა, ის მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის! ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას, კოცნის დროს ხდება კალორიების დაწვა და ადრენალინის გამოყოფა, რაც ხელს უწყობს გულის მუშაობას.

და მაინც, აღშფოთებულო, ფრიად პატივცემულო და პატიოსანო მოქალაქეებო! მე არ მოვერიდები საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ქუჩასა თუ პარკში და დიახაც ბევრს ვაკოცებ , თქვენ ჯინაზე! :პ

Kiss :***

, , , , , , , , , , , ,

18 Comments

The Georgians 5 წლისაა!

23 მარტი. გეუბნებათ რამეს ეს თარიღი? თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ ამ რიცხვში შეიქმნა ჯგუფი The Georgians: ოთხმა ქართველმა ბიჭმა სცადა ისეთი არაქართული მუსიკის დაკვრა, როგორიცაა ბრიტპოპი და ინდი. ჯგუფის წევრების განცხადებით, ყველაზე მეტად მათზე გავლენა იქონია ბენდებმა Oasis, Doves,Muse.

ყველაფერი ასე იწყებოდა:

ამ 5 წლის განმავლობაში The Georgians-მა მოასწრო 115 კონცერტის გამართვა, მათ შორის მიიღო მონაწილეობა Alter Vision/Newcomers, Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, Nights Of Arles in Tbilisi, ევროვიზიის შესარჩევ ტურში. გახდა პროექტ “აივნის” პირველი სეზონის გამარჯვებული. 5 წლის განმავლობაში 5-ჯერ გამოიცვალა დრამერი. The Georgians-ის წევრები შეგხვდებიან სხვა ჯგუფებშიც: დრამერის გარდა ყველა წევრი უკრავს მინიმუმ ორ ბენდში.

დაბადების დღესთან დაკავშირებით 23 მარტს კლუბ “პარაშუტში” გაიმართა კონცერტი. The Georgians-ს დაბადების დღე კონცერტზე გამოსვლით მიულოცეს ჯგუფებმა:Mutual Friends, The Smile, ShuSha, Lady Heroine, Zurgi, The Sticklers, Pink Pantera, Junk Yard, Loudspeakers. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა თბილისის ოპერის სოლისტი ირინა თაბორიძე. “პარაშუტში” ხალხის ტევა არ იყო. კონცერტი დასრულდა დიჯეების Thoma-ს, Amo-სა და Papuka-ს სეტებით. სულ რამდენიმე საათში დახეულჯინსიანი და კეტებიანი აუდიტორია შეცვალეს მაღალ ქუსლებზე შემდგარმა ქლაბერებმა.


Loudspeakers-ის ვოკალისტი string-ის გიტარისტთან


შუშა


Mutual Friends და ქარჩხა


Zurgi გიორგი მარის გარეშე The Smile-ს ბიჭებთან :დ


The Smile


Pink Pantera


Junk Yard


Lady Heroine


The sticklers


The Georgians & ირინა თაბორიძე

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

Aivani 2010 winner

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ხმა მისცეთ ….. . უბრალოდ შედით ამ ლინკზე და დააჭირეთ “I like It” http://www.mgi.ge/ka/index.php?p=aivani
წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ!”

ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ მიუღია ამ ბოლო დროის განმავლობაში მსგავსი შინაარსის გზავნილები ფეისბუქზე. ხმები პროექტ “აივნის” კონკურსში გასამარჯვებლად ჭირდებოდათ. საბოლოოდ რამდენიმე ქართულ ჯგუფს შორის ყველაზე მეტი “like” (4566) დააგროვა The Georgians-მა, შესაბამისად ის 2010 წლის გამარჯვებულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ აივანი არის მუსიკალური ონლაინ–შოუ, რომელიც გვთავაზობს ჯგუფებისა და მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას.(ჩემი პოსტი ამ პროექტის შესახებ).

8 იანვარს კლუბ 33ა–ში აივნის პირველი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც გამარჯვებულ ბენდ The Georgians–თან ერთად ასევე მონაწილეობდა აივანზე გამოსული შვიდი ჯგუფი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

10 Comments

შთაბეჭდილებანი Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ზე

სპორტის სასახლესთან მდგომი შიშველი მზეჭაბუკის ძეგლი აგერ უკვე მეორე წელია ოქტომბრის თვეს რამდენიმე დღით ტანსაცმლით იმოსება. წინასთან შედარებით წელს მას უფრო თბილად ეცვა: მის მაისურს წარწერით AlterVision “კაპიშონკაც” დაემატა. ეტყობა მისმა შემმოსავებმა ამინდის პროგნოზი გაითვალისწინეს. მინდა ავღნიშნო, ძალიან მოუხდა. ალბათ მიხვდით, რომ მზეჭაბუკის ჩაცმა დაკავშირებულია Tbilisi AlterVision/newcomers/2010-ის ფესტივალთან, რომელიც უკვე მეორედ იმართება სპორტის სასახლეში.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

იქ სადაც Rap Rise მეფობს ანუ Tbilisi AlterVision–თვის შერჩეული ბენდები


უყურეთ ამ ვიდეოს:

ესაა ჯგუფი Rap Rise . გსმენიათ რამე მათ სიმღერებზე „მეფეები”, „ნინი”, „ალიანსი”? “ეს სიმღერები იქცა HIT–ად არამარტო ბათუმისა და საქართველოს მაშტაბით, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ!!!) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაშიც გამოუჩნდა ჯგუფს მსმენელი” _ ვკითხულობთ RAP RISE–ის ბიოგრაფიაში “. რას ვიფიქრებდი ქართველი რეპერები ამდენს თუ “გაქაჩავდნენ” და ევროპასა და აზიაშიც კი მოიპოვებდნენ პოპულარობას :))
თურმე ეს ბენდი მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ–სამყაროს: “ამჟამად ჯგუფი RAP RISE მოიცავს მრავალ რეპ ჯგუფს, კლანსა და ორგანიზაციებს და მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ სამყაროსა და სხვა და სხვა გაერთიანებებს.” :)) Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments