Archive for აგვისტო, 2015

კურორტი შოვი – მინი ჩერნობილი

სოფელი შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. გარდა ულამაზესი ტყისა და მთებისა, კურორტი ცნობილია თავისი წყლებით: ტერიტორიაზე სხვადასხვა შემადგენლობის მქონე მინერალური წყლის თექვსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი. შოვის ჰავასა და მჟავე წყლებს სამედიცინო ჩვენება აქვს: კურორტი საუკეთესო ადგილია სუნთქვის ორგანოთა, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებების, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემის, ანემიის მქონეთათვის.

მცირე ისტორია: კურორტის დამაარსებელია ექიმი შამშე ლეჟავა, რომელიც წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. ევროპაში განათლებამიღებული ექიმი საკურორტო საქმიანობით დაინტერესდა: ის აქტიურად ეცნობოდა და შეისწავლიდა ევროპულ კურორტებს. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1913 წელს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე შამშე ლეჟავამ კურორტის გახსნაზე დაიწყო მუშაობა. თუმცა, იდეის ხორცშესხმა მხოლოდ ათი წლის შემდეგ, 1923 წელს მოხერხდა. შოვის მშენებლობა 1928 წელს დასრულდა. ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტად იქცა.

უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ შოვში ბევრი რამ არც შეცვლილა. უფრო სწორედ, თუკი რამე გაკეთდა, ისიც ძალიან დიდი ხნის წინ. აქ დრო გაჩერებულია. ყველაფერს სიძველის სუნი ასდის. კურორტის ტერიტორიაზე ბევრ დანგრეულ შენობას შეხვდებით, რომლებიც ძველად მაღალჩინოსანთა დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. სანატორიუმის ტერიტორიაზე განთავსებული სკამები დაჟანგებულია და დანგრეული, მინერალურ წყლებთან მისადგომი ადგილებიც უკეთესად მოწყობას საჭიროებენ. დარჩენილ და მთელ შენობებში ისევ იღებენ დამსვენებლებს. მცირე ცვლილებების მიუხედავად, აქ საბჭოეთის სუნი დგას. დღევანდელ დროში მსგავსი დაძველებული ინფრასტრუქტურა და მიტოვებული შენობები მხოლოდ ჩერნობილის ფოტოებზე მინახავს.

შოვი

shovi1 Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი