Archive for აპრილი, 2012

უღმერთო მღვდელი

პირველ რიგში გილოცავთ აღგდომას! სულ არ ვაპირებდი სააღდგომოდ ამ პოსტის დაწერას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივედი, რაც პაატა შამუგიას სტატიას გავეცანი თანდართული ვიდეოთი.

გარემოვაჭრეების დანახვისას, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე რამდენად რთული სამუშაო აქვთ: ქარსა თუ წვიმაში, სიცხესა თუ სიცივეში გარეთ უწევთ დგომა საკუთარი თავის, შვილებისა თუ მშობლების სარჩენად. შესციცინებენ ქუჩაში გამვლელებს, იმ იმედით რომ ვინმე რამეს იყიდის. როგორც ვიცი, გარევაჭრობა 2006 წლიდან თბილისის ქუჩებში აკრძალულია და ისჯება 20-დან 50 ლარამდე. გარემოვაჭრესთვის ვაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციის ფუნქცია და მოვალეობაა.  ზემოთ მოყვანილ ვიდეოში გარემოვაჭრისგან პროდუქციის (საეკლესიო სანთლები) აღებასა და ვაჭრობის შეწყვეტას არც მეტი არც ნაკლები, სასულიერო პირი მოითხოვს!!! და თან იმ მიზეზით, რომ  “სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს ქსელში, საპატრიარქოს ლიცენზია უნდა გქონდეს, გასაგებია?! ეგრე სადაა, შენ აქ სანთლები ყიდო, ფული აკეთო და საპატრიარქოს გვერდი აუარო…” ანუ სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი არის საეკლესიო ბიზნესისთვის ხელის შეშლა. არ მესმის, რა უღმერთო უნდა იყო ადამიანი, რომ ავადმყოფი შვილის დედას მხოლოდდამხოლოდ ამ მიზეზით აუკრძალო საკუთარი თავის რჩენა. ან რა უგულო უნდა იყო ადამიანი, რომ ამ ქალის ცრემლების დანახვისას მაინც უტიფრად გააგრძელო იმის მტკიცება, რომ სანთლების გაყიდვით, ფულს პარავ საპატრიარქოს. Read the rest of this entry »

, , , , ,

1 კომენტარი