Posts Tagged Eldrine

ევროვიზია და ნაგვის კარგად შეფუთვის ოსტატობა

ევროვიზია 2011-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია! გამარჯვება ჩვენს მეზობელს _ აზერბაიჯანს _ ხვდა წილად. ელისა და ნიკის სიმღერამ 43 ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მეტი სიმპატია დაიმსახურა. აზერბაიჯანმა, რომელსაც არც კი მიაკუთვნებენ ხოლმე ევროპას, შეძლო ევროპელთა გულის მოგება! ზოგადად ცნობილია, რომ ევროვიზიას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს არა ის, ვინც საუკეთესოდ იმღერებს, არამედ ის, ვის ქვეყანასაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ევროპის ქვეყნებში. შემსრულებელს ყველაზე მაღალ ქულას ძირითადად მისი მეზობელი ქვეყნები ანიჭებენ ხოლმე. თუმცა წელს, ჩემი აზრით, ევროვიზიის კონკურსი ყველაზე ნაკლებად იყო პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი: აზერბაიჯანის გამარჯვება სიმღერისა და შესრულების შედეგია. აი, რა სურთ ევროპელებს! მელოდიური სიმღერა სიყვარულზე ქალ-ვაჟის შესრულებით, ნაზი მზერა-შეხედვებითა და შეხებებით!

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსის ჩემი შეფასებები:
შესრულება _ ძალიან კარგი,
ვიზუალური მხარე, სპეცეფექტები, სცენის გაფორმება _ ძალიან კარგი,
ტექნიკური მხარე, ორგანიზება _ ძალიან კარგი,
კონკურსანტები _ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდები,
სიმღერები _ სრული ნაგავი :/ (უმეტესობა)
მუსიკალურ შედევრებს არ მოველი ამ კონკურსისგან, თუმცა რამე თუნდაც Rihanna-ს ან Katy Perry-ს სიმღერების დონის ხომ შეიძლება. ძლივს გავუძელი მეორე ნახევარფინალის ყურებას. კარგად შეფუთული ნაგავი
_ ამაზეა ნათქვამი.

რაც შეეხება საქართველოს: ჯგუფმა Eldrine მე-9 ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ევროვიზიის შარშანდელმა მონაწილემ სოფო ნიჟარაძემ. მე-9 ადგილი საქართველოს საუკეთესო შედეგია ამ კონკურსზე. სხვებთან შედარებით Eldrine-ს სიმღერა მართლაც კარგი იყო. შესრულებითაც კარგად შეასრულეს. უფრო მეტს იმსახურებდნენ.

, , , , , , ,

9 Comments

საქართველოს ევროვიზიაზე Eldrine წარადგენს


19 თებერვალს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გამართულ ევროვიზიის ეროვნული ფინალში გაიმარჯვა ბენდმა Eldrine. ის 10 მაისს გერმანიაში გამართულ ევროფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგება. ჩემი პოსტი არ იქნება ეროვნული ფინალის ობიექტური განხილვა, არ მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც ისედაც იცით ან რასაც შეიძლება სხვაგან გაეცნოთ. თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა სცენაზე ჩემი სუბიექტური შეხედულებების გარეშე, უყურეთ myvideo-ზე ან tvali.ge-ზე 1 არხის19 თებერვლის ეთერის ჩანაწერს 6.30-საათიდან დან 7. 30-მდე.

ევროვიზიის ეროვნულ ფინალში მონაწილეობის სურვილი 50-მა მუსიკოსმა გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში 10 თებერვლამდე
სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერის, ავტობიოგრაფიისა და ფოტოსურათის მიტანა. 50-დან თავდაპირველად შეირჩა 10 კონკურსანტი, შემდეგ სამი კონკურსანტი (ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ქეთი ორჯონიკიძე ) გამოეთიშა ევროვიზიის შესარჩევ ტურს: თაკო გაჩეჩილაძე ავად ყოფნის გამო, დანარჩენმა ორმა რატომ თქვა უარი მონაწილეობაზე, უცნობია. კითხვები ეროვნული ფინალის მიმართ თავიდანვე გაჩნდა. ცნობილი იყო, რომ “ნაციონალურ ფინალისტს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. ხმის მიცემის პროცედურა ათივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცემა თავის რჩეულს დაურეკოს ან დაუმესიჯოს. ზარის ღირებულება – 1 ლარი იქნება, თითოეული ნომრიდან – 20 ზარისა თუ სმს –ის დაფიქსირება მოხდება.” ანუ ვინ გაიმარჯვებდა დამოკიდებული იყო ჟიურიზეც და მაყურებელზეც. მაგრამ უცნობია, როგორ უნდა შეთანხმებულიყო ჟიურისა და მაყურებლის აზრი. მაგალითად, რა მოხდებოდა, თუკი ხალხის სიმპათია და ჟიურის ფავორიტი არ დაემთხვეოდა ერთმანეთს: ჟიურის გადაწყვეტილებას მიენიჭებოდა უფრო დიდი მნიშვნელობა თუ მაყურებლისას? გამარჯვებულის გამოცხადებისას არ დაუკონკრეტებიათ რომელმა შემსრულებელმა რამდენი ხმა მიიღო მაყურებლებისგან. ეჭვი მეპარება, რომ Eldrine-ს აეღო ყველაზე მეტი ხმა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ჯგუფია. უბრალოდ მგონია, რომ თემო საჯაიასა და ნინი შერმადინს უფრო მეტი მსმენელი ჰყავთ, ვიდრე Eldrine-ს. ამიტომ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, ალბათ ჟიურიმ უფრო გადაწყვიტა, ვიდრე ხალხმა. უბრალოდ, რა საჭირო იყო მაშინ ამ “ხმის მიცემის პროცედურის” გამართვა, ვერ ვხვდები 😐

ყველაზე სასაცილო და კურიოზული რამ! შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ მე ახლახანს გავიგე: ევროვიზიაზე გამოსული შემსრულებლები მღერიან მინუს ფონოგრამაზე! ის, ვინც ინსტრუმენტებით გამოდის, ჩათვალეთ, რომ ტყუილად უკავია. რუსულ მუსიკალურ შოუებში არის მსგავსი შემთხვევები ხშირად და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, როგორ ცდილობენ შეგიქმნან ილუზია, რომ უკრავენ. ძალიან არაბუნებრივად გამოსდით. 🙂

ხშირად მსმენია, რომ ნამდვილი მუსიკოსი არ უნდა იღებდეს ისეთ კონკურსებში მონაწილეობას, როგორიც ევროვიზიაა. ეს ხომ, პირველ რიგში, კომერციული და პოლიტიკური შოუა. “ჭეშმარიტ” ხელოვანს კი მსგავსი “პაპსავიკური” პროექტები არ უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ევროვიზია არის ევროპულ მუსიკალურ ბაზარზე გასვლის, კარგი პროდიუსერის პოვნისა და უცხოური ქვეყნის სცენაზე გამოსვლის საშუალება. ამიტომ ევროფესტივალში მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, სულაც არაა დასაძრახი.

მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია შარშან ევროვიზიისთვის გამოყოფილმა ფინანსებმა. “უღირს თუ არა საქართველოს “ევროვიზია” 802 100 ევროდ?” ამ საკითხზე ბევრი იდავეს. ეტყობა ორგანიზატორებმა ფინანსებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინეს და ევროვიზიის ეროვნული ფინალისთვის რაც შეიძლება მცირე ხარჯები გამოყვეს. ეს ყველაფერი აისახებოდა: სცენის გაფორმებაზე, კონცერტისას დადგმულ შოუზე, მომღერალთა ტანსაცმელზე (მათ თვითონ იზრუნეს ჩაცმულობაზე)… თავად მუსიკოსებს უხდებოდათ აპარატურის ატანა-ჩამოტანა სცენაზე. მოკლედ, “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ” :დ


პირველი მაყურებლის წინაშე თემო საჯაია წარსდგა. სწორედ ის თემო, რომელმაც სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტად წარმოგვიდგინა თავი: “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ,მე ვიბრძვი რომ შენც მითხრა “მიყვარხარ”- გვიმღეროდა ის თავის ბოლო კლიპში. ევროვიზიის შესარჩევ ტურზე თემო სამშობლოს დამცველ ჯარისკაცად წარმოგვიდგა:

არ მეგონა თუ ასეთი მაღალი იქნებოდა თემო საჯაია. დახვეწილი მანერებითა და საუბრით მაჩოს შთაბეჭდილება დატოვა :დ

სიმღერა, რომელიც იყო ჩემი ერთერთი ფავორიტი და რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ გაჰიტებას მაინც იმსახურებს, არის სალომე კორკოტაშვილისა და სემის Love. და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კორკოტა ძალიან საყვარელი გოგოა თავისი ბავშვური იმიჯით 🙂 სემიც და სალომეც ბევრს იღიმებოდნენ. მიყვარს მოღიმარი ხალხი :პ

ჯგუფმა, რომელმაც იმთავითვე მიიქცია ყველას ყურადღება, განსაკუთრებით კი მამაკაცებისა, იყო სუპერსექსუალური ბენდის იმიჯზე პრეტენზიის მქონე „ტკბილი აბები“ (Sweet Pills). ყოველ ჯერზე როგორც კი ჩემს სამეგობრო წრეში ჩამოვარდებოდა საუბარი ევროვიზიაზე, სულ ამ გოგონებს ახსენებდნენ 🙂 ვინ უფრო ლამაზი, გამხდარი ან მაღალი იყო – კონკურსის დროსაც კი ამის გარჩევა მიმდინარეობდა :დ

“ვარსკვლავების აკადემიის” გამარჯვებული_ დიტო ლაგვილავა_ თუ გახსოვთ ? თავისუფალი, უკომპლექსო და მხიარული ადამიანი, როგორც თავის თავს ახასიათებს 🙂 ჯგუფ November-თან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის შესარჩევ ტურში სიმღერით ,,ამ ახალ დღეს”.

საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ნინი შერმადინმა კონკურს x factor-ის გამარჯვებულის ტიტული და მავანთა თქმით ახალი სიყვარულიც _ მარკუს მეტრეველი_ მოიპოვა. ნინიმ ევროვიზიის კონკურსშიც სცადა ბედი, მაგრამ ცდა წარუმატებელი გამოდგა. არადა ბევრი სწორედ მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას. სხვათაშორის მარკუსიც თან ახლდა კონცერტზე :პ

კონკურსზე ყველაზე სიმპატიური ბიჭები ყველაზე არაქართული ჟღერადობის მქონე ჯგუფის (როგორც წამყვანმა აღნიშნა), The Georgians-ის, წევრები იყვნენ. “შეხედე, შეხედე რა საყვარელია” ჩურჩულებდნენ ჩემ უკან ვიღაც გოგოები მათი გამოსვლისას. კინაღამ მივუტრიალდი და ვუთხარი “დაწყნარდით, ოთხივეს შეყვარებული ჰყავს” :დ

გამარჯვება ყველაზე ბოლოს გამოსულ ბენდ Eldrine-ს ერგო. ამ ბენდს პირველად Tbilisi AlterVision-ზე მოვუსმინე. რადგანაც ერთერთ ძველ პოსტში მიწერია Eldrine-ს შექმნის ამბავი (ამბავია სწორი და არა ისტორია:პ) აქ აღარ დავწერ. კონკურსის დღეს ჯგუფის ვოკალისტს მაღალი სიცხე ჰქონდა და ამის გამო არც წინა დღეებში გამართულ რეპეტიციებს დაესწრო. თუკი საქართველოს ევროვიზიაზე წარმდგენი წინა სამი კონკურსანტი სოლო-შემსრულებელი იყო, ამჯერად მას პირველად ბენდი წარადგენს. მოიპოვებს თუ არა წინა წლებთან შედარებით უფრო მაღალ ადგილს საქართველო ევროვიზიაზე, ამას 10 მაისს გავიგებთ. წარმატებას ვუსურვებ Eldrine-ს!

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

13 Comments

იქ სადაც Rap Rise მეფობს ანუ Tbilisi AlterVision–თვის შერჩეული ბენდები


უყურეთ ამ ვიდეოს:

ესაა ჯგუფი Rap Rise . გსმენიათ რამე მათ სიმღერებზე „მეფეები”, „ნინი”, „ალიანსი”? “ეს სიმღერები იქცა HIT–ად არამარტო ბათუმისა და საქართველოს მაშტაბით, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ!!!) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიაშიც გამოუჩნდა ჯგუფს მსმენელი” _ ვკითხულობთ RAP RISE–ის ბიოგრაფიაში “. რას ვიფიქრებდი ქართველი რეპერები ამდენს თუ “გაქაჩავდნენ” და ევროპასა და აზიაშიც კი მოიპოვებდნენ პოპულარობას :))
თურმე ეს ბენდი მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ–სამყაროს: “ამჟამად ჯგუფი RAP RISE მოიცავს მრავალ რეპ ჯგუფს, კლანსა და ორგანიზაციებს და მთლიანად აკონტროლებს ბათუმის რეპ სამყაროსა და სხვა და სხვა გაერთიანებებს.” :)) Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments