Archive for მაისი, 2011

მოტივირებული აზროვნება და 26 მაისის მოვლენები

2003 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას აშშ-მ დაიწყო ომი ერაყთან. ომის მთავარი მიზეზი იყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის, მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა. თუმცა, ეს ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. ომი მხოლოდ 2010 წელს დასრულდა. მას 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუშის ადმინისტრაცია ასევე შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი ხალხი, რომ სადამ ჰუსეინს კავშირი ჰქონდა “ალ-ყაიდასა” და 11 სექტემბრის ტრაგედიასთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ეს ცნობა და გამოიყენა როგორც გამამართლებელი არგუმენტი ერაყთან ომის დაწყებისა. თუმცა, საბოლოოდ ეს ინფორმაციაც ტყუილი გამოდგა: ჰუსეინს არასდროს უთანამშრომლია “ალ-ყაიდასთან” და არ მიუღია მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში. ერაყის პრეზიდენტმა ეს სიკვდილისწინა დაკითხვაშიც აღიარა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ბევრ მოქალაქე ამის შემდეგაც კი მაინც არ აღიარებდა, რომ სადამ ჰუსეინს არაფერი აკავშირებდა ბინ ლადენთან. (უფრო დაწვრილებითი ინფოსთვის გაეცანით ამ კვლევას )

მაინც რატომ განაგრძნობდნენ ამერიკელები ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ 11/09-ის მოვლენებში ხელი სადამ ჰუსეინსაც ერია? ეს უცნაური ქცევა შეიძლება აიხსნას მოტივირებული აზროვნებით (Motivated Reasoning). მოტივირებული აზროვნება _ ესაა ფსიქოლოგიური ფენომენი, ადამიანის გაუცნობიერებელი ტენდენცია მხარი დაუჭიროს მის უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებას და შეინარჩუნოს ის მაშინაც კი, როცა მას მიეწოდება ამ შეხედულების საწინააღმდეგო ინფორმაცია. ადამიანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რისიც ჯერა. იმის ნაცვლად, რომ ეძებოს რაციონალური ინფორმაცია, მოტივირებული მოაზროვნე ეძებს იმ ცნობებს, რომლებიც შეესაბამება მის შეხედულებას. მოტივირებულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს რათა თავი აარიდოს კოგნიტურ დისონანსს. (კოგნიტური დისონანსს შეიძლება ვუწოდოთ შინაგანი კონფქლიტი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში ორი საპირისპირო აზრის არსებობისას. რადგან ის მეტად არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს, ადამიანი ცდილობს მის შემცირებას). ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება არსებულ შეხედულებას, ადამიანი აიგნორებს. ხშირად მოტივირებულ აზროვნებას არასწორ დაკსვნებამდე მივყავართ.

რა შუაშია ეს ყველაფერი 25 მაისის მოვლენებთან? ზუსტად მოტივირებული აზროვნებით შეიძლება აიხსნას ქართული საქოგადოების ქმედება. მაშინ როცა ხელისუფლების მომხრენი ამართლებდნენ მიტინგის დაშლას და ბევრს საუბრობდნენ ნინო ბურჯანაძის ესკორტის მიერ მოკლულ პოლიციელზე, ასევე აქციის მონაწილეთა ხულიგნობაზე და ნინო ბურჯანაძის მზაკვრულ გეგმებზე, ოპოზიციის მომხრეები არ ამართლებდნენ ხელისუფლების ამ ქმედებას და მათი ყურადღების ცენტრში იყო სპეცნაზის მიერ გამოჩენილი სისასტიკე: მოხუცებისა და დაპატიმრებულების ცემა, ჟურნალისტთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელისუფლების მომხრეებს არ სურდათ ეღიარებინათ, რომ აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს, ხოლო ოპოზიციის მომხრეებს ის, რომ აქციის დარბევის პროვოცირებაში დიდი წვლილი თავად აქციის მონაწილეებს მიუძღოდათ. თუმცა, ალბათ ძალიან არაობიექტური უნდა იყო, რომ არ აღიარო აქციის დაშლისას ძალის გადამეტება. მართალია აქციის მონაწილეები მართლაც ამაზრზენად იქცეოდნენ (არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აბინძურებდნენ გარემოს, რამდენჯერმე ცემეს აქციაში არამონაწილე ადამიანები და ა.შ),რამდენიმე გაფრთხილების შემდეგაც არ დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და სპეცნაზს ჯოხით შეიარაღებულები დახვდნენ. თუმცა, ეს არ აძლევს სპეცნაზს იმის უფლებას, რომ სასტიკად ცემოს აქციის მონაწილე, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს მას. სპეცნაზის მთავარი მოვალეობა იყო აქციის დაშლა და არა დარბევა. თანაც, კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან მე უფრო დიდ დანაშაულად მიმაჩნია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის მხრიდან.

რაც მოვისმინე ძირითადი არგუმენტები, რომ აქციის აღკვეთის ღონისძიება „ორგანიზებულად და კანონიერად განხორციელდა”, შემდეგი იყო:
1) ევროპაში არასანქცირებულ მიტინგებს შლიან. თქვენ არ გინახავთ ნამდვილი დარბევა.

ა) 25 მაისის აქცია რომ უნდა დაეშალათ, მგონი ამას ყველა ეთანხმება. საკამათო და მიუღებელია თვითონ დაშლის ფორმა. ბ)ევროპაში მომხდარი ფაქტი იმთავითვე არ ნიშნავს მის სიკეთეს. ყველაფერი რაც ევროპაში ხდება, ვერ იქნება მისაღები და კარგი. გ) ვნახე ევროპაში გადაღებული აქციის დაშლის რამდენიმე ვიდეო. თუმცა, ისინი 25 მაისს გადაღებულ კადრებთან შესადარებელი არაა: საქართველოში გაცილებით აგრესიულად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. უცხოეთში გაადღებულ ვერცერთ ვიდეოში ვერ ვნახე, რომ ერთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს სპეცნაზს, რამდენიმე კაცს ერთად ეცემა. დ) პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის ევროპს ქვეყნებში სათანადოდაც ისჯებიან. ი

2)ცალკეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მთლიანობაში ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც აშკარად ჩანს სპეცნაზელთა მხრიდან ძალის გადამეტება. ასევე რამდენიმე იქ მყოფი ჟურნალისტის მიერ ნაამბობსაც გავეცანი, რომლებიც ასევე სპეცნაზის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ. ჟურნალისტის ვალდებულებაა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია აუდიტორიას, თანაც, კონკრეტულად ამ ჟურნალისტებისადმი მავქს ნდობა, ამიტომ მათ ნაამბობს ვეყრდნობი. ათამდე (თუ მეტი არა) ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს კამერები. ჟურნალისტებს უკრძალავდნენ გადაეღოთ აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტები. ამიტომ ძალიან ბევრმა ვიდეომ ვერ მოაწღია ჩვენამდე. აქციის მონაწილე 100-მდე ადამიანი არის დაპატიმრებული. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება ძალადობისა და ცემის კვალი, რომელიც დაპატიმრების შემდეგაა მიყენებული. მოკლედ, როგორ უნდა უგულებელყო ეს ფაქტები. ჯამში ძალიან ბევრი გამოდის, თანაც ძალადობის ბევრმა ფაქტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე, ზუსტად იმის გამო, რომ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. გარდა ამისა, პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ინსტიტუტებმა, მაგალითად როგორიცაა სახალხო დამცველი ან საია განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში არაპროპორციული იყო.

3) სპეცნაზელი ჩვეულებრივი ქართველი ადამიანია, რომელსაც გააჩნია ემოციები. ამიტომ მისი მხრიდან საპასუხო აგრესიის გამოჩენა არის მოსალოდნელი. ის ვერ იმოქმედებს რობოტივით. როგორიცაა ერი, ისეთი სპეცნაზი გვყავს

ამ არგუმენტით ნებისმიერ სფეროში შეიძლება არაპროფესიონალიზმის გმართლება. ზოგადად სამართალდამცავთა მხრიდან ხშირად აქვს ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას. ამის აღსაკვეთად საჭიროა მათი სათანადოდ დასჯა.

რაოდენ დიდი სიყვარული უნდა აკავშირებდეს ადამიანს ხელისუფლებასთან ან რაოდენ დიდი სიძულვილით იყოს განწყობილი ოპოზიციის მიმართ, ამ ფაქტების უგულებელყოფა არის თავის მოტყუება. უფრო რაციონალურ მსჯელობას მივმართოთ. არავინ არ არის შეუცდომელი ამქვეყნად: არც ჩვენ და არც ხელისუფლება.
პ.ს სპეციალურად არ ვსვამ აქციის ფოტოებს, არ მინდა ემოციებზე გათვლილი პოსტი იყოს.:დ

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

1 კომენტარი

10 ყველაზე ლამაზი სხეული

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყველაზე გამორჩეული ადამიანების გამოვლენა: ბევრს ვფიქრობდი ვინ იყო ყველაზე ლამაზი ქალი თუ კაცი, ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი… მათ ჩემს გონებაში სხვადასხვა ადგილს მივანიჭებდი სილამაზის, ჭკუისა თუ სიძლიერის მიხედვით და ამგვარად ვქმნიდი ყველაზე ლამაზების, ყველაზე ჭკვიანებისა თუ ყველაზე ძლიერების იერარქიას :დ რამდენიმე დღის წინ ბავშვობისდროინდელმა სურვილმა შემომიტია და ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ცნობილი ქალის გამოვლენა ვცადე. ლამაზი სხეული თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს, თვითშეფასება კი დაკავშირებულია ბედნიერებასთან. ის, ვისაც ლამაზი სხეული აქვს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ბედნეირი იქნება. ამიტომაცაა ამდენი თანხა რომ იხარჯება სხეულის სრულყოფაზე. ძალიან დიდი ხანი მოვუდნი ყველაზე ლამაზი სხეულის მფლობელების გამოვლენას, ვცდილობდი რაც შეიძლება ობიექტური ვყოფილიყავი :)) მაშ ასე, გთავაზობთ იმ ბედნიერი ქალების ჩემ ტოპ-ათეულს, ვინც საკუთარი სხეულით დაიკვეხნის 🙂
10. მეგან ფოქსი _ 26 წლის ამერიკელი მსახიობი. სიმაღლე _ 167 სმ, წონა _ 51 კგ.

Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

29 Comments

ევროვიზია და ნაგვის კარგად შეფუთვის ოსტატობა

ევროვიზია 2011-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია! გამარჯვება ჩვენს მეზობელს _ აზერბაიჯანს _ ხვდა წილად. ელისა და ნიკის სიმღერამ 43 ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მეტი სიმპატია დაიმსახურა. აზერბაიჯანმა, რომელსაც არც კი მიაკუთვნებენ ხოლმე ევროპას, შეძლო ევროპელთა გულის მოგება! ზოგადად ცნობილია, რომ ევროვიზიას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს არა ის, ვინც საუკეთესოდ იმღერებს, არამედ ის, ვის ქვეყანასაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ევროპის ქვეყნებში. შემსრულებელს ყველაზე მაღალ ქულას ძირითადად მისი მეზობელი ქვეყნები ანიჭებენ ხოლმე. თუმცა წელს, ჩემი აზრით, ევროვიზიის კონკურსი ყველაზე ნაკლებად იყო პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი: აზერბაიჯანის გამარჯვება სიმღერისა და შესრულების შედეგია. აი, რა სურთ ევროპელებს! მელოდიური სიმღერა სიყვარულზე ქალ-ვაჟის შესრულებით, ნაზი მზერა-შეხედვებითა და შეხებებით!

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსის ჩემი შეფასებები:
შესრულება _ ძალიან კარგი,
ვიზუალური მხარე, სპეცეფექტები, სცენის გაფორმება _ ძალიან კარგი,
ტექნიკური მხარე, ორგანიზება _ ძალიან კარგი,
კონკურსანტები _ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდები,
სიმღერები _ სრული ნაგავი :/ (უმეტესობა)
მუსიკალურ შედევრებს არ მოველი ამ კონკურსისგან, თუმცა რამე თუნდაც Rihanna-ს ან Katy Perry-ს სიმღერების დონის ხომ შეიძლება. ძლივს გავუძელი მეორე ნახევარფინალის ყურებას. კარგად შეფუთული ნაგავი
_ ამაზეა ნათქვამი.

რაც შეეხება საქართველოს: ჯგუფმა Eldrine მე-9 ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ევროვიზიის შარშანდელმა მონაწილემ სოფო ნიჟარაძემ. მე-9 ადგილი საქართველოს საუკეთესო შედეგია ამ კონკურსზე. სხვებთან შედარებით Eldrine-ს სიმღერა მართლაც კარგი იყო. შესრულებითაც კარგად შეასრულეს. უფრო მეტს იმსახურებდნენ.

, , , , , , ,

9 Comments

ბუნებრივი სილამაზე vs ხელოვნური სილამაზე

უკმაყოფილო ხართ თქვენი მკერდის მცირე ზომით? პლასტიკური ქირურგები შეძლებენ მისი ფორმისა და ზომის დახვეწას.
გრძელი და უშნო ცხვირი გაქვთ? ცხვირის რინოპლასტიკა გიშველით.
გაღიზიანებთ ცხიმოვანი ქსოვილები თქვენს სხეულზე? არც დიეტა და არც ვარჯიში გშველით? ლიპოსაქციაა თქვენი მხსნელი.

განსხვავებით წინა საუკუნეებისგან დღეს ადამიანს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეცვალოს საკუთარი გარეგნობა. ძალიან ბერვი ადამიანი აკრიტიკებს გარეგნობის შეცვლის ხელოვნურ მეთოდს: პლასტიკურ ქირურგიას. ეს მეთოდი ადამიანს ბუნებრიობას ართმევს და მის გარეგნობას ერთფეროვანსა და სტანდარტულს ხდის. პლასტიკური ქირურგიის ცუდი შედეგების დასამოწმებლად ხშირად შემდეგი მაგალითები მოჰყავთ:

ჯექსონი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი ცხვირის გამო

56 წლის იტალიელი დიზაინერი დონატელა ვერსაჩე

სილვესტერ სტალონეს დედა ჯეკი სტალონე

მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ყველაზე ლამაზებად და სასურველებად მივიჩნევთ, მრავალს გამოუცდია პლასტიკური ქირურგის სკალპელის “გემო”. თუმცა, მათ ამ ნაბიჯის გამო არ მაინცდამაინც არ აკრიტიკებენ _ ოპერაციის გარეშე ბევრად უფრო ლამაზი და ბუნერბივი იყოო.

25 წლის მსახიობი მეგან ფოქსი არაერთი გამოკითხვის შედეგად აღიარეს ერთერთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და სასურველ ქალად. თუმცა, სანამ ამ ტიტულებს მოიპოვებდა,მეგანმა რამდენიმე ცვლილებაც მოახდინა საკუთარ გარეგნობაში.

პლასტიკური ქირურგის სტუმრები იყვნენ:

salma hayek2

სელმა ჰაიეკი

ნატალი პორტმანი

ანჯელინა ჯოლი, რომელსაც ხშირად “აბრალებენ” ტუჩების დაბერვას. თუმცა, მისი ტუჩები ნამდვილად ბუნებრივია, განსხვავებით ცხვირისგან, რომელიც ოდნავ შეთხელებულია.


სკარლეტ იოჰანსონი

ჟიზელ ბიუნდჰენი

ქეით მოსი

ashlee simpsonეშლი სიმფსონი

nicolekidman_may23ნიკოლ კიდმანი

blake livelyბლეიქ ლაივლი

კოკო შანელს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი “Nature gives you the face you have at twenty; it is up to you to merit the face you have at fifty”. იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი არ უვლის საკუთარ თავს და მაინც ისეთი ლამაზი რჩება, როგორც ახალგაზრდობისას იყო. დღეს უამრავი მეთოდი არსებობს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბუნებრივ მეთოდებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვერაფერი, გარდა პლასტიკური ქირურგიისა, ვერ გიშველის: ცხვირი ვერ დაგიპატარავდება თავისთავად, მშობიარობის შედეგად გაჩენილ სტრიებს ვერანაირი კრემი ან მასაჟი ვერ გააქრობს და ა.შ. პლასტიკური ოპერაციების გამო ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან და ერთფეროვანნი ხდებიანო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგ სპეციალისტთან გაიკეთე ოპერაცია. მაგალითად, კარგი პლასტიკური ქირურგი ცდილობს შეცვალოს პაციენტის ცხვირი არა სტანდარტული ცხვირით, არამედ ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე იმით, რაც მოუხდება პაციენტს. ზემოთ მოყვანილი პოპულარული პიროვნებებიდან რომელს ეტყობა, რომ რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუკი წინანდელ ფოტოს არ შევადარებთ?

ბუნებრივობის დამცველებსა და ხელოვნურობის მოძულეთ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის დაბერებაც ბუნერბივი პროცესია. მაშინ ნუ შეებრძოლებიან ამ პროცესს: ნუ წაისვამენ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, ნუ გაიკეთებენ წარბების კორექციას, საერთოდ იარონ “ბანჯგვლიანებმა”, გაჭაღარავდნენ, გამელოტდნენ, მაკიაჯსაც ნუ იხმარენ და ნურც სუნამოებს დაისხამენ: სხეულის ბუნებრივი სუნით დაკმაყოფილდნენ!

, , , , , , , , , , , ,

15 Comments