Archive for ნოემბერი, 2013

Tbilisi Fall Set

16 ნოემბერს Batumi Summer Set -ის ორგანიზატორებმა Tbilisi Fall Set შემოგვთავაზეს. კონცერტი მთაწმინდის პარკში, Underwheel Club-ში გაიმართა. Fall Set-ის ჰედლაინერი Modeselektor იყო. გერმანული ელექტრონული ბენდი ჯერ კიდევ Open Air-ზე უნდა სტუმრებოდა თბილისს, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ მათი გამოსვლა ჩაიშალა. ამის გამო ბევრს დაწყდა გული.

ამჯერად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ადგილი იყო კარგად შერჩეული. ზოგადად, Underwheel Club მომწონს და მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

modeselektorფოტოს პირველწყარო

ფესტივალზე ქართველი შემსრულებლებიც Luna9 და Tomma გამოდიოდნენ. თუმცა, ხალხის უმეტესობა გერმანული დუეტის მოსასმენად იყო მოსული. Modeselektor-ის სცენაზე გამოსვლის მოახლოებასთან ერთად კლუბში დამსწრეთა რაოდენობაც მატულობდა. ბოლოს იმდენი ადამიანი მოგროვდა, რომ შეუძლებელი იყო სცენის წინ დგომა.

ერთი რამ დავასკვენი: რაც უფრო დატვირთული სამუშაო კვირა გაქვს, მით უფრო მეტად გინდება განტვირთვა ვიქენდზე, მით უფრო მიილტვი გართობისაკენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ: მსგავსი მუსიკალური ივენთები კი მისწრებაა ჩემთვის 😀

ერთადერთი რაც არ მომეწონა: უზარმაზარი რიგი საპირფარეშოსთან. თითქმის 40 წთ ვიდექი რიგში :/ ისე კი ძალიან კარგი იყო: კარგი მუსიკა, კარგი სივრცე, გვერდით მეგობრები და ცეკვა დილამდე :დ

სამწუხაროდ, ფოტოაპარატი არ მქონია და მხოლოდ ამ სელფშოტს დავჯერდი :დ

Photo1846a

პ.ს ორგანიზატორების თქმით, ელექტრონული მუსიკის ეს ფესტივალი სეზონური უნდა გახდეს. ასე, რომ წინ Winter Fest გველის!

, , , , ,

2 Comments

ტური განახლებულ თელავსა და ყვარელში

არ ვიქნები პირველი, თუკი ვიტყვი, რომ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს საქართველოში სანახავი. ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული კუთხეა კახეთი თავისი კულრუტული ძეგლებით, ბუნებით, ეროვნული პარკებითა და ნაკრძალებით. ცოტა ხნის წინ მომეცა საშუალება თელავსა და ყვარელს ვსტუმრებოდი.  მსოფლიო ბანკმა სპეციალური ტური მოაწყო ბლოგერებისთვის. ჯერ მარტო ხედებით მოვიხიბლე გზაში: ძალიან ლამაზია ყვითლად და წითლად შეფერილი მთები, ამ ფერად მთებს იქით კი მორუხო-თეთრი კავკასიონი. დავრწმუნდი, რომ შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო დროა კახეთში სტუმრობისთვის.

ბოლოს როდის იყავით თელავში? იცით თუ არა, რომ თელავისა და ყვარლის გარკვეული ნაწილი რეაბილიტირებულ და რესტავრირებულ იქნა? ჩატარებული სამუშაოების შთამბეჭდაობაში რომ დარწმუნდეთ, არაა აუცილებელი ძველ დროს (რეაბილიტაციამდე) იყოთ იქ ნამყოფი. ამისთვის საკმარისია, გადახედოთ ქუჩებს, რომელთაც არ შეხებიათ რესტავრირება. განსხვავება თვალშისაცემია.

განახლებული ქუჩა თელავში

განახლებული ქუჩა თელავში

SAM_0769a

რეაბილიტირებული ყვარელი

ქუჩა ყვარელში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია

ქუჩა ყვარელში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეეხო

კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი, რომელიც მსოფლიოს ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში კახეთში რესტავრირდა და მოდერნიზებულ იქნა შენობები და ისტორიული ნაგებობები (იგულისხმება პარკინგის, საჯარო ტუაელეტების, კაფეების აშენება-მოწყობა კულტურულ ძეგლებთან), შეკეთდა ასევე სახლის ჭიშკრები, კეთილმოეწყო გარე განათებები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გაკეთდა გზები, ბილიკები ველოსიპედით მოსიარულეთათვის (თუმცა, კახეთში ყოფნისას ველოსიპედით მოსიარულე არცერთი ადამიანი არ დამინახავს), ცენტრებში განთავსდა საინფორმაციო ტურიტსული ჯიხურები, რებილიტირებულ იქნა პარკები…ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო ამ კუთხის ბიზნესგარემოს განვითარებასაც: გაიხსნა ახალი სასტუმროები, კვებითი ობიექტები და ა.შ. კახეთში იმატა ტურისტებიც რიცხვმაც.

სასტუმრო “როიალ ბატონი”, რომლის აუზითაც მოვიხიბლე და რომელიც ილიას ტბას გადმოჰყურებს

SAM_0690a

არიან რეაბილიტაციით როგორც კმაყოფილი, ასევე უკმაყოფილო მოქალაქეები. მაგალითად, თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მერი მადლობელია, რომ მის სახლს ჭერი გადახურეს: “პენსიონერი ვარ და ამის გაკეთებას ჩემი ხარჯით ვერ შევძლებდი”, – ამბობს მერი. ზოგი ჩივის, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ფასადებს შეეხო, შიგნიდან კი სახლები გაურემონტებელი დარჩა. ერთადერთი რაზეც თითქმის ყველა თანხმდება ისაა, რომ თელავის ქუჩებში ტურისტების რიცხვმა იმატა.

ჩვენი სტუმრობისას თელავში ფესტივალი “New ნადიმი” გაიამრთა. “New ნადიმი”  წელს პირველად ჩატარდა. ერთკვირიანი ფესტივალი მეტად მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული: ფესტივალის ფარგლებში გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ფილმების ჩვენება, კერამიკული ნაკეთობების გამოფენა, „ღვინის ფესტივალი“, სადაც წარმოდგენილი იყო ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოები და სამონასტრო ღვინოც, სხვადასხვა ქართული პროდუქტების: თაფლის, ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა, კახური მუსიკალური ანსამბლების კონცერტი, ტრადიციული და თანამედროვე ტექსტილის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ძველი მანქანების გამოფენა, თვითნასწავლი კახელი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის გამოფენა “თუში ქალების პორტრეტები”…

ფესტივალზე იქვე დამზადებული ჩურჩხელის დაგემოვნების  საშუალება გქონდათ:

ჩურჩხელის გაკეთების პროცესი

ჩურჩხელის გაკეთების პროცესი

კახელი მიხო და მარო

კახელი მიხო და მარო

“New ნადიმზე” შეგეძლოთ გეცადათ ბედი ძერწვაში:

6a

დავითი ძერწვის პირველ საკუთარ ნიმუშს აკეთებს

რატომღაც მეგონა, რომ თელავში ღონისძიებები იშვიათად იმართება. აღმოჩნდა, რომ მთელი წელი სხვადასხვა კულტურული თუ გასართობი ღონისძიებითაა დატვირთული: აქ ტარდება ელისო ვირსალაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი “შენ ხარ ვენახი”, სახალხო დღესასწაული “ერეკლეობა”, “ელენეობა” (ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი დღესასწაული) … ამას შეემატა “New ნადიმიც”, რომელიც ამიერიდან ყოველწიური გახდება.

კიდევ ბევრი ადგილია კახეთში, რომლის ნახვაც ღირს. მაგალითად, უძველესი კულტურული ძეგლები (ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ბოდბის მონასტერი (IV ს), გრემის სამონასტრო კომპლექსი, დავით გარეჯის ლავრა, იყალთოს მონასტერი, ნეკრესის, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსები, უჯარმის ციხე და ა.შ.), ეროვნული პარკები და ნაკრძალები (ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ბაწარასა და ბაბანეურის ნაკრძალები…), მუზეუმები (ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სიღნაღისა და თელავის მუზეუმები). დაწვრილებით ინფორმაციას კახეთის ღირსშესანიშნაობების, სასტუმროებისა და მომსახურების სხვა ობიექტების შესახებ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ. ასე, რომ თუკი საინტერესო ადგილების ნახვა გსურთ, ესტუმრეთ კახეთს.

, , , , ,

დატოვე კომენტარი