Posts Tagged Sour Skin

Aivani 2010 winner

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ხმა მისცეთ ….. . უბრალოდ შედით ამ ლინკზე და დააჭირეთ “I like It” http://www.mgi.ge/ka/index.php?p=aivani
წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ!”

ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ მიუღია ამ ბოლო დროის განმავლობაში მსგავსი შინაარსის გზავნილები ფეისბუქზე. ხმები პროექტ “აივნის” კონკურსში გასამარჯვებლად ჭირდებოდათ. საბოლოოდ რამდენიმე ქართულ ჯგუფს შორის ყველაზე მეტი “like” (4566) დააგროვა The Georgians-მა, შესაბამისად ის 2010 წლის გამარჯვებულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ აივანი არის მუსიკალური ონლაინ–შოუ, რომელიც გვთავაზობს ჯგუფებისა და მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას.(ჩემი პოსტი ამ პროექტის შესახებ).

8 იანვარს კლუბ 33ა–ში აივნის პირველი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც გამარჯვებულ ბენდ The Georgians–თან ერთად ასევე მონაწილეობდა აივანზე გამოსული შვიდი ჯგუფი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

10 Comments

Batumi New Wave Rock Fest 2010 ანუ როგორ ამოვყავი თავი ქართულ სუფრაზე

დიდი ხნის შესვენების შემდეგ მე დავბრუნდი. ჩემი პირველი პოსტით ამხელა პაუზის შემდეგ მინდა მოგითხროთ ზაფხულის შთაბეჭდილებებზე, ამჯერად Batumi New Wave Fest 2010ის შესახებ. ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა. მის ბევრ მხარდამჭერთა შორის ერთერთი ყველაზე მთავარი ბათუმის მერია იყო. 7 და 8 აგვისტოს თბილისი დაცარიელებულია, უმრავლესობა ზღვისპირეთშია გაკრეფილი, ამიტომ ბათუმის შერჩევა ფესტივალის ადგილად კარგი იდეაა.
გამომსვლელი ბენდები დიდის ამბით კი ესალმებოდნენ სცენიდან ბათუმელებსა და ბათუმს, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობა თბილისელი იყო. მეტსაც გეტყვით, მიუხედავად ბათუმის ბულვარის მშვენიერებისა, თავი თბილისში მორიგ როკ-კონცერტზე მეგონა: აქ ისევ ის ნაცნობი სახეები დამხვდნენ, რომლებიც ყველა ასეთ როკ-კონცერტს ესწრებიან ხოლმე. კი ვიცოდი რომ ბევრ ნაცნობს ვნახავდი, მაგრამ ამდენნი თუ იქნებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი.
Read the rest of this entry »

, , , , , , ,

14 Comments

აივანი

მიყვარს დიდი აივანი. მითუმეტეს როცა იქიდან ლამაზი ხედი მოსჩანს. რა სჯობს გაზაფხულზე მშვენიერ ამინდში აივანზე ჯდომასა და იქიდან თვალის დევნებას სამყაროსთვის? 😀 მოკლედ მე სახლი აივნის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

აქამდე რაც წაიკითხეთ, უბრალოდ შესავალი იყო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც შემდეგში დავწერ. სულ სხვა აივანზე მინდა მოგითხროთ. balconytv-ს შესახებ თუ გსმენიათ რამე? თუ არა, გეტყვით, რომ არსებობს ერთი ჩვეულებრივი აივანი. ამ აივანზე დროდადრო მუსიკოსები იკრიბებიან და საკუთარ სიმღერებს მღერიან. ძირითადად აკუსტიკურ ვერსიებს. ამას ყველაფერს იღებენ ერთი კამერით და შემდეგ ვიდეოებს ათავსებენ ინტერნეტში. ყველანაირი შელამაზებისა და შესწორების გარეშე. თუ გიყვართ ცოცხალი შესრულება და თან გაინტერესებთ, ვის როგორი მუსიკალური ნიჭი აქვს, მაშინ balconytv მისწრებაა თქვენთვის. ჩემი აზრით, მუსიკოსის შეფასება თუ გინდა, ასეთ აივანზე უნდა მოიწვიო.
balconytv 2006 წლიდან არსებობს. გადაღებები მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქალაქში (ლონდონი, დუბლინი, ჰამბურგი…). ახლა უკვე ჩვენც გვაქვს ბედნიერება შევაფასოთ ქართველი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება აივანზე 😀 საბურთალოზე მდებარე ერთერთ კორპუსში მუსიკალური აივანი გაჩნდა. ამ აივანზე გადაღებული ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ youtube.com-სა და myvideo.ge-ზე. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ფავორიტი ჯგუფის ვიდეო: Sour Skin – She

ძირითადი ამბავი მოვყევი, ახლა კი დეტალებზე გადავალ. ეს ალბათ უფრო პირადული ამბები იქნება. ერთ მშვენიერ დღეს მე და გიორგი მივსეირნობდით ქუჩაში. უცებ დავინახე ველოსიპედზე მოკატავე ვიღაც ბიჭი, რომელიც ძალიან მეცნო. ეს ბიჭი Young Georgian Lolitaz-ის გიტარისტი ლევანი აღმოჩნდა. YGL-ს მოსმენა თინეიჯერობის პერიოდს უკავშირდება, ეს კი თითქოს საუკუნეების წინ იყოო. ამიტომ, ამ ჯგუფის ყველა წევრი, ჩემი წარმოდგენით, ოდნავ დაბერებული მაინც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ლევანი პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა 😀 აი ამ დროს მოხდა ჩემთვისა და გიორგისთვის “აივანის” შექმნის იდეის გაცნობა. გიორგი სიამოვნებით დათანხმდა ამ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას.
დათქმულ დღეს Sour Skin თავის გულშემატკივრებთან ერთად მიადგა საბურთალოზე მდებარე მუსიკალურ აივანს. გულშემატკივრებს რაც შეგვეხება: გადაღებაა, კონცერტია, რეპეტიციაა, არის იქ ჩვენი ადგილი თუ არა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველგან დავყვებით ხოლმე 😀 😀 😀 ყოველ შემთხვევაში მე გიორგის ყველგან დავყვები 😀 სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა She-ს გადაღებას. მომავალში ბიჭები კიდევ აპირებენ აივანზე დაკვრას. რა თქმა უნდა, ერთგული გულშემატკივარი, ჩემი სახით, გვერდით ეყოლებათ 😀

, , , , , ,

6 Comments