Archive for სექტემბერი, 2010

“ბოზი” მამაკაცების თემის გაგრძელება: უნდა გვიყვარდეს თუ გვძულდეს ისინი?

თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ამიტომ ქართულ ბლოგოსფეროში ამ თემაზე ყოველი ახალი კარგი პოსტი ძლიერ მახარებს ხოლმე. ამას წინათ ket_eva_n წერდა “ბოზი მამაკაცების” შესახებ. ამ ტიპის მამაკაცებში იგულისხმებიან ისინი, “რომლებსაც თვეში 4 შეყვარებული ყავთ, დღის მანძილზე 3 ქალთან დადიან და სამივეს ეფიცებიან, რომ ერთადერთია… მარტო სექსის გამო უნდათ შენთან კონტაქტი..” პოსტში არ ეწერა, მაგრამ შეგეძლო ამოგეკითხა შემდეგი აზრი “ოხ, ეს მამაკაცები, ყველანი ერთნაირები არიან”. (როგორც ket_eva_n–მა შემდეგში აღნიშნა, ქართველი მამაკაცების უმეტესობა მართლაც “ბოზებად” მიაჩნია). ვის უნდა დაეწერა ასეთი პოსტი, თუ არა მას, ვისაც საკუთარ თავზე განუცდია მსგავსი რამ? დიახ, როგორც ირკვევა, თავად ket_eva_n–იც “ბოზის” მსხვერპლი აღმოჩნდა: მის თბილსა და მოსიყვარულე მამაკაცს თურმე წელიწადზე მეტია სხვა შეყვარებული ჰყოლია. გამოსავალი ამ სიტუაციიდან: “ბოზ” მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა და დაიგნორება. ყოველ შემთხვევაში ket_eva_n ასე მოიქცა და ფეისბუქზეც კი არ დაიმატა: “ვის უნდა შეყვარებული ბოზი მამაკაცი ფრენდ ლისტში”–ო. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , ,

34 Comments

Me and my cigarettes

დაკვირვებიხართ რამდენი ადამიანი ეწევა თქვენს გარშემო? რამდენია თქვენი მეგობრებიდან თამბაქოს მომხმარებელი? მე დიდი ხანია ვაკვირდები და დასკვნა ასეთია: თითქმის 90% მწეველია. იმათაც კი, ვინც სიგარეტის სუნს ვერ იტანდა, მოწევა დაიწყეს. ბევრი მიწინასწარმეტყველებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც გავხდები მწეველი. დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ მხვდებიან, გაკვირვებით მეკითხებიან: შენ ჯერ კიდევ არ დაგიწყია მოწევაო? არა მეგობრებო, მე ჯერ კიდევ არამწეველთა უმცირესობაში ვიმყოფები.

რით შეიძლება აიხსნას, რომ ამდენი ადამიანი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებას ეწევა, თანაც იცის სიგარეტის მავნებლობის შესახებ. მოკლედ, ამის მიზეზები ბევრია. დავასახელებ რამდენიმე ძირითადს:  პირველ რიგში ესაა დამოკიდებული გარემოცვაზე. თუკი შენს გარშემო ეწევიან, ავტომატურად გიჩნდება სურვილი გასინჯო ეს ახალი, თუნდაც ჯანმრთელობისთის მავნე, ხილი. თავიდან უბრალოდ სინჯავ, ერთობი, მერე კი ნელნელა ეჩვევი. სისულელედ მიმაჩნია, როცა ამბობენ, რომ მოწევა ნერვიულობის გამო დაიწყეს. მართალია, სიგარეტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში (ჩემი აზრით), ეს უფრო პლაცებო–ეფექტია. მიმბაძველობა_ დიახ, მეგობრებო, ესაა პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხდებიან მწეველები. კიდევ ერთერთ მნიშვნელოვან მიზეზად დავასახელებდი ჩვენს თავებში არსებულ მწეველთა ხატებს, რომლებსაც მედიის საშუალებით დღემუდამ გვატენიან: მწეველებს მიაწერენ: სექსუალურობას, ზრდასრულობას, “კაი ტიპობას” და ა.შ. სიგარეტი უადვილებს ადამიანს სხვებთან კონტაქტში შესვლას: ვიღაცის გაცნობა თუ გინდა, ვიღაცასთან გამოლაპარაკება, შეგიძლია უბრალოდ სიგარეტი თხოვო, ან კიდევ თუ გინდა ვინმეს შენი კეთილი განწყობა აჩვენო, შეგიძლია იქით მისცე სიგარეტი. თამაშის მარტივი წესებია  🙂 მოწევის დაწყების ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ ასევე მისი ადვილი ხელმისაწვდომობა: შეიძლება სიგარეტის გაძვირების გამო მწეველებმა არ დაანებონ თავი მოწევას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მათი არმიის რიგები უფრო ძნელად შეივსება თამბაქოს ახალი მომხმარებლებით.

მინდა ვთქვა, რომ უამრავი მიზეზი არსებობს კიდევ, თუმცა, ამაზე შევჩერდები. გამოგიტყდებით და სიგარეტი მეც ბევრი რამის გამო მხიბლავს.

მაშ ასე, რით მომხიბლა სიგარეტმა?

1. მიყვარს სიგარეტის სუნი. ოღონდ აი იცით როგორ, სუფთა ჰაერი რომაა და ამ დროს შორიდან რომ მოდის ეს სუნი. ისე კი არა, ბუღი რომ დგას. თანაც სიგარეტის სუნი ბევრ კარგ სიტუაციას მახსენებს: სადმე კარგ დროს რომ გავატარებ ხოლმე და მერე სახლში ვბრუნდები, სულ სიგარეტის სუნი ასდის ჩემს ტანსაცმელს.

2. მიყვარს სიგარეტის შეფუთვა: ახალი, გაუხსნელი კოლოფი, ჩაჭედილი ღერებით, ოდნავ შოკოლადის სუნი რომ დაჰკრავთ.  ერთი სიამოვნებაა ამ კოლოფის გახსნა.

3. ზოგჯერ მეჩვენება, რომ სიგატის მოწევა ლამაზი პროცესია და ადამიანს რაღაც ხიბლს ანიჭებს: კოლოფის გახსნა, თითებს შორის ღერის მოთავსება (მითუმეტეს თუ ამ თითებს გრძელი და ლამაზი ფრჩხილები ამშვენებს, ქალის შემთხვევაში ოღონდ), სიგარეტის ტუჩებთან მიტანა და ბოლის გამოშვება, ბოლის, რომელმაც უამრავი საინტერესო ფორმა შეიძლება მიიღოს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ტკბილია უმცირესობაში ყოფნა 🙂

სელებრითები  მოწევისას 🙂

, , , , , , , ,

12 Comments

იმგზავრე ავტოსტოპით!

თუ თქვენ მოგბეზრდათ სტანდარტული მგზავრობა მარშუტკით, ავტობუსითა თუ მატარებლით, სცადეთ ავტოსტოპი. ეს მგზავრობის საინტერესოდ გატარების, ახალი ნაცნობების შეძენისა და ფულის დაზოგვის ერთერთი საუკეთესო ხერხია.
ასეთი რამ ფილმებში მქონდა ნანახი, ძალიანაც მომწონდა, მაგრამ მაინც სარისკო საქმედ მიმაჩნდა: ხომ შეიძლება ავტოსტოპით მგზავრობისას არავინ არ გაგიჩეროს ან სულაც ვინმე გიჟი შეგხვდეს გზაზე. მაგრამ ამ ზაფხულს ჩემი შიში ავტოსტოპით მგზავრობისადმი დავძლიე :)) Read the rest of this entry »

, , ,

9 Comments